• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “მე არ ვამბობ, რომ Pleasing-ის გუნდი იდეალურია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით და ვსწავლობთ” – ჰარი სტაილსი სილამაზის საკუთარი ბრენდის შესახებ

October 21, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

სილამაზის ინდუსტრია დღითიდღე უფრო ფართოვდება. საერთაშორისო ასპარეზზე
ყოველწლიურად ჩნდებიან ახალი ბრენდები, რომლებიც პოტენციური მომხმარებლების
მიზიდვას ინოვაციური იდეებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცდილობენ.
ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ ეპოქაში, სადაც სოციალური მედია ყველაზე პოპულარულია,
სილამაზის ბრენდები საუკეთესო რეკლამას სწორედ ინტერნეტის საშუალებით აკეთებენ.
პროდუქციის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ბოლო დროის
ყველაზე ეფექტური საშუალება ცნობილი მომღერლების, მოდელებისა და მსახიობების პირადი
სოციალური გვერდებია. გასული წლების განმავლობაში ვარსკვლავები მილიონობით დოლარს
იღებდნენ, რომ კონკრეტული ბრენდებისთვის რეკომენდაცია საჯაროდ გაეწიათ.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა… ჰოლივუდისა და მუსიკალური ინდუსტრიის
წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ საკუთარი ბიზნესის მართვა ბევრად უფრო მომგებიანია,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლების გულის მოსაგებად ინფლუენსერები,
მოდელები და საერთაშორისო ვარსკვლავები აღარ სჭირდებიან…

შესაბამისად, ყოველწლიურად სილამაზის ინდუსტრიას ათეულობით ვარსკვლავი უერთდება,
რადგან, ბუნებრივია, საზოგადოების ნდობა უცხო კომპანიების პოპულარიზაციის ზრდის
ნაცვლად საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად უფრო გონივრულია.
2020 წელს ინდუსტრიას ოცამდე ცნობილი სახე შეუერთდა, რომელთა შორის ჯენიფერ ლოპესი,
Halsey, არიანა გრანდე, პრიანკა ჩოპრა, ბილი აილიში, Becky G, ჯენიფერ ენისტონი და ჰარი
სტაილსიც არიან. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ვარსკვლავენს შორის კონკურენცია
ყოველწლიურად უფრო იზრდება, რთულია საზოგადოებას შესთავაზონ ისეთი იდეები,
რომლებიც უკვე არსებული ბრენდებისგან რადიკალურად განსხვავებულია.

One Direction-ის ყოფილი წევრისა და ამჟამად უკვე წარმატებული სოლო კარიერის მქონე
პოპვარსკვლავის ჰარი სტაილსის აზრით Pleasing ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და
ინოვაციური იდეების მქონე თანამედროვე ბრენდია. მისი კონცეფცია მსოფლიოში არსებული
სტერეოტიპების მსხვრევა და ინდივიდუალური მახასიათებლების უშიშარი გამოხატვაა. იქიდან
გამომდინარე, რომ მუსიკალური ინდუსტრიის გარდა ჰარი მოდის სამყაროშიც ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი მამაკაცია, საკუთარი ბრენდის "სწორი პოპულარიზაცია  ნამდვილად არ გასჭირვებია.

Harry Styles launches new beauty brand | The Industry Fashion
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელმაც ჰარის საკუთარი ბრენდის
შექმნისკენ უბიძგა ეს ფრჩხილის გენდერნეიტრალური ლაქია, რომლის გამოყენებაც სქესისა თუ
სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
"როდესაც Pleasing-ზე დავიწყეთ მუშაობა, განვაცხადე, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა ისეთი
პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელთან ერთად ჩემთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა.
დღეს მსოფლიოში ბევრი ბრენდი არსებობს, ამიტომ არ მინდოდა ხალხისთვის თავგზა ამებნია და
ბევრი არასაჭირო პროდუქტი გამომეშვა, მინდოდა მხოლოდ ისეთი საშუალებები შეგვექმნა,
რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა."
"ძალიან მიყვარს სიახლეები და გამოწვევები. ვერ ვიტან, როდესაც კომფორტის ზონაში ვარ.
მირჩევნია ვინერვიულო და გავრისკო, ვიდრე ლაღად ვიყო და არაფერი ვაკეთო… ფრჩხილის
ლაქის იდეა გამიჩნდა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ლამაზ ყვავილს, ნივთს ან აქსესუარს

ვუყურებდი, მათი ორიგინალური ფერებით ვიხიბლებოდი და ვამბობდი, რომ სასწრაფოდ
მესაჭიროება მსგავსი ფერის ფრჩხილის ლაქი… ვფიქრობ, ამ ბრენდის არსი სწორედ პატარა
წვრილმანებში მდგომარეობს, უნდა გავაანალიზოთ, რომ ის მინიმალური დეტალები, რომლებიც
სიხარულს გვანიჭებს და ხშირად ყურადრებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
მიუხედავად ბრენდის ხარისხისა, უნდა ვაღიაროთ, რომ Pleasing-ის პოპულარობის ნათელი
მიზეზი ამჟამად თავად ჰარი სტაილსია. პოპვარსკვლავი ფიქრობს, რომ ცნობილ სახეებს არ აქვთ
უფლება შექმნან ცუდი პროდუქცია და შემდეგ ისინი მხოლოდ მათი "სახეებით" დახმარებით
გაყიდონ.
"თუ პროდუქტის შეფუთვაზე რომელიმე ვარსკვლავის სახეა გამოსახული, ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ცუდი შემადგენლობის მქონე პროდუქტები უპრობლემოდ უნდა გაიყიდოს. ბრენდის შექმნა
და შემდეგ მისი მართვა ორმაგი პასუხისმგებლობაა. ის, რასაც ყიდი აუცილებლად ხარისხიანი
უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქცია ნამდვილად კარგია და სხვებისგან
რადიკალურად გამოირჩევა."
Pearlescent Illuminating Serum არის დამატენიანებელი შრატი, რომელიც ვიტამინ B5-ს,
ანტიოქსიდანტებსა და ამინომჟავებს შეიცავს, რაც კანს ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
აღნიშნული პროდუქტის ინსპირაცია ჰარიმ იაპონელი ქალბატონებისგან მიიღო, რომელთაც
თავის მოვლის ყველასგან განსხვავებული მეთოდები აქვთ.

Harry Styles New Beauty Brand Pleasing & Where To Shop In Australia - GQ
"ამ შრატის შექმნის დროს შთაგონება იაპონები ქალებისგან მივიღე, მათი კანი ყოველთვის
სუფთად გამოიყურება და მზეზე ბრწყინავს, სულ მინდოდა შემექმნა ინოვაციური ფორმულა,
რომელიც მოხმარების დროს იმავე შეგრძნებას გამოიწვევდა."
Pleasing-ის მესამე პროდუქტი არის ეგრეთწოდებული "კალამი", რომლის ერთ მხარეს ტუჩის
დამარბილებელი ზეთი, მეორე მხარეს კი – თვალის დამატენიანებელი შრატია. Pleasing Pen-ში
კომბინირებული ორი პროდუქტია, რომელიც მგზავრობისთვის იდეალურია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ახალგაზრდა პოპვარსკვლავის ბრენდის შესახებ
სწორედ სილამაზის პროდუქტების სიმცირეა. ჰარი სტაილსმა გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის
ცოტა, თუმცა ხარისხიანი და ყველაზე საჭირო პროდუქცია შეეთავაზებინა.
"ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს უამრავი ბრენდი არსებობს და საუკეთესოს არჩევა რთულია.
მე არ ვამბობ, რომ Pleasing-ის გუნდი იდეალურია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ
ყოველდღიურად ვვითარდებით და ვსწავლობთ. არ ვიცი რამდენიმე წლის შემდეგ ბრენდი
რამდენად წინ წავა, თუმცა, მე მაქვს ჩემი გეგმა და მიზიდავს ის ფაქტი, რომ ჩემთვის
მოულოდნელობა განვითარების პროცესის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია."

Pleasing, marca de beleza de Harry Styles, chegou ao mundo. Aqui está tudo o que sabemos sobre ela | Beleza | Glamour

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა
Hollywood News

#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა

April 2, 2025
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე  პირველად ალაპარაკდა
Hollywood News

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

April 1, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი
Hollywood News

#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი

March 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 79 წლის რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილის პირველი კადრები გავრცელდა

#OK! 79 წლის რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილის პირველი კადრები გავრცელდა

May 12, 2023
#OK! როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები თმა რომ ჰქონდეთ

#OK! როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები თმა რომ ჰქონდეთ

January 14, 2023
#OK! “მე ლტოლვილი ვარ, ჩემთვის აუცილებელია სილამაზე ვეძებო ყველაფერში” – დემნა გვასალია

#OK! “მე ლტოლვილი ვარ, ჩემთვის აუცილებელია სილამაზე ვეძებო ყველაფერში” – დემნა გვასალია

October 25, 2021
#OK! Balmain-ის 2022 წლის PRE-FALL კოლექცია

#OK! Balmain-ის 2022 წლის PRE-FALL კოლექცია

December 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები