რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გრუნი ცდილობს საზოგადოების განვითარების მაჯისცემას მიუგდოს ყური

დეკემბერი 27, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

კიდევ ერთხელ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შესახებ …

წარმატებული კარიერის მისაღწევად მნიშვნელოვანია განათლების მიღება და პიროვნული ზრდა-განვითარება. უნივერსიტეტი კი არის ადგილი, სადაც შეგიძლია როგორც განათლების, ისე საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა. ეს უკანასკნელი კი პრაქტიკული მუშაობით მოდის. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თეორიისა და პრაქტიკის თანაბარზომიერი სწავლებაა, რაც პირდაპირ აისახება სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე. უფრო ვრცლად კი გრუნის უპირატესობებზე და სამომავლო გეგმებზე, ჟურნალი OK! გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კანცლერს, გიორგი თავხელიძეს ესაუბრა.

რა გამოარჩევს რობაქიძის უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისგან?

უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოკვეთა საკუთარი ხელწერა. მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა დაეფუძნა თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობას. სწავლა-სწავლების სისტემაში დაინერგა ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს უნივერსიტეტის კედლებშივე გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები და შრომის ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი, როგორც მაღალი კლასის სპეციალისტებმა. მაგალითად, მედიცინის სკოლის სტუდენტებს ემსახურებათ სიმულაციური ცენტრი, სადაც ისინი რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გადიან სწავლებას, ახდენენ კლინიკური უნარების დემონსტრირებას მულაჟებსა და მანეკენებზე, შემდეგ კი უნივერსიტეტის ორ საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკასა და მრავალფუნქციურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან რეალურ კლინიკურ პრაქტიკას, მუშაობენ ავადმყოფის საწოლთან და სტომატოლოგიურ სავარძელთან.

ანალოგიურად ეუფლებიან მომავალ პროფესიას ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები. მათ განკარგულებაშია ორი სატელევიზიო სტუდია, რადიოსტუდია და მულტიმედია-ცენტრი, ხოლო იურიდიული სკოლის სტუდენტები პროფესიულ უნარებს ივითარებენ კრიმინალისტიკის სასწავლო-კვლევით ცენტრსა და სხვადასხვა სასწავლო კურსის პროგრამაში ჩაშენებული პრაქტიკის ობიექტებზე. ასე რომ, ჩვენი მთავარი მახასიათებელი თეორიისა და პრაქტიკის თანაბარზომიერი სწავლებაა, რაც პირდაპირ აისახება სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე. ის, საშუალოდ 88-91 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

როგორ შეაფასებდით 2022 წელს?

ამ წელს სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაჰბრუნებოდნენ აუდიტორიებს, კვლავ პირისპირ ესაუბრათ ერთმანეთთან, აღედგინათ პირადი ურთიერთობები თანაუნივერსიტეტელებთან, ლექტორებთან და პირისპირ მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაუფართოებთ ცოდნის ჰორიზონტს. ამ წელმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად ონლაინსწავლებისა, სტუდენტებმა შეიქმნეს ის ინტელექტუალური ბაზისი, რომელიც აუცილებელია პროგრამით განსაზღვრული კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად, ანუ ეს ერთგვარი ტესტია, რამდენად ეფექტიანად განხორციელდა ონლაინ სწავლება ჩვენს უნივერსიტეტში.

ბოლო დროს, ახალგაზრდები აქტიურად ირჩევენ მომავლის პროფესიებს… რამდენად არის შესაძლებელი თქვენთან მომავლის პროფესიების შესწავლა?

უნივერსიტეტი ცდილობს საზოგადოების განვითარების მაჯისცემას მიუგდოს ყური, ამიტომ სისტემატურად სწავლობს ბაზრის მოთხოვნებს, გამოკვეთს პროფესიათა საჭიროებებს და ახდენს ან არსებულის მოდერნიზაციას, ან ახალი პროგრამების შექმნას. მაგალითად, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ვმუშაობთ პროგრამებზე ტექნოლოგიების მიმართულებით და ექთნის საბაკალავრო პროგრამაზე. საქმე ის არის, რომ მრავალი საერთაშორისო კვლევის შედეგად, გამოვლინდა ექთნებსა და ექიმებს შორის არსებული, ძალზე გამოკვეთილი დისბალანსი მსოფლიოში. თუ საქართველოს მაჩვენებლებს განვიხილავთ, ის 1,8-ით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ასევე განიცდიან საშუალო სამედიცინო პერსონალის დეფიციტს. კიდევ რამდენიმე პროგრამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამჯერად, თავს შევიკავებთ დეტალებისგან.

თქვენი აზრით, რა განაპირობებს უნივერსიტეტის წარმატებას?

ჩვენთან არასდროს ყოფილა თვითმიზანი ე.წ. „სიმკაცრე“. მთავარია სტუდენტმა კარგად გაიაზროს სწავლის საჭიროება, ჩამოუყალიბდეს გონივრული მოტივაცია, რაც სრულიად გამორიცხავს ადმინისტრაციულ ჩარევას ხარისხის უზრუნველყოფისათვის. ცხადია, ზემოქმედების მექანიზმები მუშაობს უნივერსიტეტში, მაგრამ არა „როზგის“, არა „დაშინების“ − რომელი საუკუნეა?.. სტუდენტთა ძირითად ნაწილთან ჩვენ ვაღწევთ სწორი მოტივაციის ფორმირებას და შედეგსაც ვიღებთ. ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, მომავალმა ჟურნალისტმა არ ისწავლოს და მისთვის „დასჯის“ მექანიზმების გამოყენება გახდეს საჭირო, როდესაც მას საშუალება აქვს თავად იმუშაოს სტუდიაში, თავად გადაიღოს და დაამონტაჟოს მასალა, ან მოემზადოს პირდაპირი რადიოეთერისთვის. ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს − ვერ „ვიშორებთ“ სტუდენტებს სტუდიებიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარმატებას განაპირობებს სტუდენტის ინტერესების სრულად გათვალისწინება, მათთვის სწავლის კომფორტული პირობების შექმნა, ჯანსაღი ფსიქო-ემოციური გარემოს უზრუნველყოფა, უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში მათი გაგზავნა, თითოეული მათგანის კარიერის განვითარებაზე ზრუნვა და ა.შ.

რა არის რობაქიძის უნივერსიტეტის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, უნივერსიტეტების სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა.

როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

გეგმები ბევრი გვაქვს, ყველა დეტალზე შეჩერება შორს წაგვიყვანს. მთავარია, უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ სტრატეგიულ ხაზს − მისი ყურადღების ცენტრში კვლავაც სტუდენტი იქნება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

რეკლამა

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია
Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

იანვარი 30, 2023
#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან
Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება
Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

დეკემბერი 29, 2022
#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!
Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

დეკემბერი 29, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! უცხოური გამოცემები: “ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთმანეთს ხვდენიან”

#OK! უცხოური გამოცემები: “ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთმანეთს ხვდენიან”

სექტემბერი 21, 2022
#OK! 48 წლის ქეით მოსი Charlotte Tilbury-ის ახალ კამპანიაში

#OK! 48 წლის ქეით მოსი Charlotte Tilbury-ის ახალ კამპანიაში

ოქტომბერი 6, 2022
#OK! Givenchy-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Givenchy FALL 2022 READY-TO-WEAR

#OK! Givenchy-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Givenchy FALL 2022 READY-TO-WEAR

მარტი 10, 2022
#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

მაისი 22, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! თათია ახალაია “ზუჰაირ მურადის” ჩვენებაზე გამოვიდა – ქართველი მოდელის მორიგი წარმატება

#OK! თათია ახალაია “ზუჰაირ მურადის” ჩვენებაზე გამოვიდა – ქართველი მოდელის მორიგი წარმატება

იანვარი 26, 2023
#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

იანვარი 25, 2023
#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

იანვარი 27, 2023
#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

იანვარი 24, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×