• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ღონისძიება როგორც ხელოვნება “კრეატივ ეპიზოდისგან”

June 12, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

გაგაცნობთ კომპანია Creative Episode-ს, რომელიც 2023 წლის იანვრიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას ღონისძიებების დაგეგმვის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან და ზრუნავენ იმაზე, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანმა დღემ ჩაიაროს დაუვიწყარი ემოციებით. ჟურნალი OK! Creative Episode-ს კრეატიულ დირექტორს ანი არსენიძეს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გაგვაცნო კომპანიის საქმიანობა.

 

 

უპირველესად გაგვაცანით Creative Episode-ს დაფუძნების ისტორია.

Creative Episode – არის Episode Group-ის დიდი ოჯახის წევრი. ამ სახელწოდებით და ახალი გუნდით ის შემოვიდა ქუთაისის ბაზარზე 2023 წლის 1 იანვრიდან, თუმცა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გააჩნია  მრავალპროფილური და უნიკალური გამოცდილება არა მხოლოდ პიარისა და მარკეტინგის დარგში, არამედ ზოგადად ჰოსპიტალიტის სფეროში.

ყველა ღონისძიების მომზადებაში უშუალო ჩართულობას იღებს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჟორჟოლიანი, რომელსაც აქვს ივენთ მენეჯმენტის მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილება.

 

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

Creative Episode – არ არის მხოლოდ ივენთ-კომპანია, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს  მულტიფუნქციურ ბრენდ მომსახურებას. ჩვენი მისიაა ბრენდებისთვის სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც ექნება მომგებიანი გავლენა ბიზნესზე, აუდიტორიასა და საზოგადოებაზე.

PR – ეს არის ბრენდებისა და კომპანიებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიების ფორმირება, რომელიც მოიცავს შემოთავაზებული გადაწყვეტილებების განხორციელებას, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.

ასევე სტრატეგიების მომზადებას და სოციალური ქსელებში ბრენდის ანგარიშების პოპულარიზაციის სისტემის დანერგვას, ორგანული და სარეკლამო მეთოდების გათვალისწინებით.

რეპუტაციის მართვას, SERM – კონტენტის დაგეგმვას, კონტენტის განთავსებას მესამე მხარის საიტებზე, მართული საიტების პოპულარიზაციას და ა.შ.

რეკლამის მხარდაჭერა – მედია გეგმების მომზადებას, რადიო და ტელევიზიაში რეკლამის მომზადებას, მათ შორის ციფრული და გარე რეკლამის განვითარებას და მედიაში სპეციალური პროექტების განხორციელებას.

და რა თქმა უნდა ღონისძიებების ორგანიზება – რაც მოიცავს, შესაფერისი ადგილების შერჩევას, ტექნიკური აღჭურვილობის მომზადებას, კონტრაქტორების ჩართვას კვების, ფოტო/ვიდეო კონტენტის ორგანიზებისთვის.

ყოვლისმომცველი სამუშაო გეგმის მომზადებასს მომხსენებლებთან, სცენარების და პროგრამების შემუშავებას, ასევე ორგანიზებული ღონისძიებების PR მხარდაჭერას.

 

 

 

გვესაუბრეთ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

დაარსების დღიდან Creative Episode-მა ჩაატარა ძალიან ბევრი წარმატებული ღონისძიება, ექსკლუზიური წვეულებები, ძველ და ახალ პარტნიორ კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად, ასევე მასშტაბური კონცერტები, მრავალი კორპორატიული თუ კერძო ღონისძიებები. გვქონდა ძალიან აქტიური ბანკეტებისა და ბოლო ზარების სეზონი. ამჟამად კი ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადება ახალი საქორწილო სეზონისთვის.

როგორც წესი ჩვენი დამკვეთები და სტუმრები ხედავენ და ტკბებიან მათთვის მიძღვნილი ულამაზესი დღით, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის რამხელა შრომას და ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი.

Creative Episode-ის გუნდის თითოეული ღონისძიება პირველ რიგში იწყება კონცეფციის შემუშავებით, ესკიზების შექმნით. ერთი კვირის ვადაში ჩვენ უკვე მზად გვაქვს მომავალი ღონისძიების გრაფიკული დიზაინი, რომელსაც ვათანხმებთ დამკვეთთან, ყველა დეტალის გათვალისწინებით. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ დეტალზე, იქნება ეს გახმოვანების ნაწილი, განათებისა თუ ფოტო ვიდეო მომსახურების ხარისხი.

 

 

რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული?

ძალიან რთულია გამოარჩიო რომელიმე ღონისძიება, როდესაც თითოეულში გაქვს ჩადებული ძალიან ბევრი შრომა და ემოცია. ყოველი ღონისძიება პირველ რიგში მამახსოვრდება ადამიანებით, მათი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით. პირადად ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია საბანკეტო წვეულებები, იმიტომ, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში კოორდინირებულად ვამუშავებთ ბანკეტის დეტალებს უშუალოდ ბავშვებთან ერთად. საბოლოოდ ღონისძიების დროს ისინი უკვე ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან და როგორც წესი ძალიან გვიჭირს მათთან დამშვიდობება.

 

 

ბოლოს ჩატარებულ ქორწილზეც გვიამბეთ.

ასევე გამოვარჩევ ჩვენს ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებას, ჩვენი ძვირფასი წყვილის, ნუცას და ბექას “გლადიოლუისების” ქორწილს.

უმოკლეს დროში, საკმაოდ შეზღუდულ ინფრასტრუქტურულ პირობებში ჩვენმა გუნდმა შეძლო და განახორციელა ძალიან მასშტაბური პროექტი. ამ ქორწილის სამზადისში ჩართული იყო 50-მდე თანამშრომელი, გამოვიყენეთ უპრეცენდენტო რაოდენობის ბუნებრივი გამწვანება. სპეციალურად ამ დღისათვის შეიქმნა სპეციფიური რკინის კონსტრუქციები, დამზადდა ახალი ქეითერინგ ინვენტარი, გრანდიოზული ზომის და ვიზუალის ტორტი და უამრავი მცირე დეტალი, რომელმაც საბოლოოდ გასაოცარი შედეგი მოგვცა.

 

თქვენს მიდგომებზე გვიამბეთ.

ჩვენს მიდგომებში არ არის არაფერი განსაკუთრებული. ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და სწორედ ეს გვაძლევს იმ შედეგს, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ხედავენ.

რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული პრინციპები, მაგალითად არ ვიყენებთ ხელოვნურ მცენარეებს, არ ვიმეორებთ უკვე არსებულ დიზაინს. რამდენადაც არ უნდა მოსწონდეს დამკვეთს უკვე შესრულებული პროექტი, აუცილებლად ვთავაზობთ მას ალტერნატივას მსგავს სტილში. და რაც მთავარია ყველა დამკვეთის მიმართ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა.

ჩვენ პირველ რიგში ვიცნობთ ჩვენს მომხარებელს, ვუსმენთ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევისწავლოთ მისი ხედვა. გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, შევქმნათ მათი ცხოვრების  დაუვიწყარი ეპიზოდები.

 

 

რატო უნდა ავირჩიოთ თქვენი კომპანია? უპირატესობებეზე მოგვიყევით.

ჩვენი კომპანია არ არის ის კომპანია რომელიც “უნდა” აირჩიოთ. ჩვენ პირველ რიგში უნდა გაგვიცნოთ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის 96-ში და პირველივე შეხვედრის შემდეგ მიხვდებით, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი აზრები წავიკითხოთ და ოცნებები ავასრულოთ.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ძალიან ბევრი და დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი მიზანია შევქმნათ კრეატიული მიმართულებები და განსხვავებული კონცეფციები. ვგეგმავთ ინოვაციური გაფორმების და დიზაინის მეთოდების დანერგვას, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ანალოგი არ აქვს.

ასევე მალე დავამატებთ ღონისძიების დაგეგმარების ონლაინ პლატფორმას, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს დისტანციურად დაგეგმოს და მართოს საკუთარი ღონისძიება.

ქუთაისი და ზოგადად იმერეთი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებულად მომთხოვნი და გემოვნებიანი მომხმარებლებით, შესაბამისად ჩვენი ამოცანა არის მუდმივი სიახლით, ღირსეულად წარვსდგეთ ჩვენი აუდიტორიის წინაშე.

 

ასევე გაეცანი

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ულამაზესი ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის კაბაში!

#OK! ულამაზესი ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის კაბაში!

November 17, 2023
#OK! სანამ მოძრაობ, სანამ შეგიძლია, სულ წინ უნდა იარო – ირმა ხეცურიანი

#OK! სანამ მოძრაობ, სანამ შეგიძლია, სულ წინ უნდა იარო – ირმა ხეცურიანი

April 5, 2024
#OK! სერიალ „ჭორიკანას“ მსახიობები: როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა?

#OK! სერიალ „ჭორიკანას“ მსახიობები: როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა?

March 7, 2021
#OK! „სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ – ბუკა თოლორდავა მშობლების გზას აგრძელებს!

#OK! „სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ – ბუკა თოლორდავა მშობლების გზას აგრძელებს!

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK!    ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

August 4, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები