• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გოგა ჩანადირი მამის ამპლუაში

დეკემბერი 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

წარმატებულ ადამიანად ყოფნა, საყვარელი საქმით დაკავება და მშობლად ყოფნა ძალზე რთული საკითხია. თუმცა, თუ ადამიანი ყველაფერს დიდი მონდომებითა და სიყვარულით მოეკიდება, მალე მიხვდება, რომ შეუძლებელი არაფერი ყოფილა. OK! და იტალიური ბრენდი – GEOX კიდევ ერთხელ შეგახვედრებთ  ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს, ამჯერად შვილთან – ანიტასთან ერთად.

გოგა, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, გადატვირთული გრაფიკი გექნებათ. დაახლოებით რა დროს ატარებთ შვილთან ერთად და როგორ ცდილობთ ამ დანაკლისის შევსებას?

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ქალაქგარეთ გასვლა, რის გამო ანიტასთან უფრო მეტ დროს ვერ ვატარებ. როცა მასთან ვარ, ვცდილობ, ნაყოფიერად გამოვიყენო დრო, სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ, ვსეირნობთ, ვსწავლობთ, ვხატავთ, დაჭერობანას ვთამაშობთ. ანიტა მალე 6 წლის გახდება და ვგეგმავ საინტერესო ადგილებში ვატარო, რათა ამით მიიღოს გარკვეული გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა თუ ადგილის შესახებ. მინდა, ამ გზით მან პატარაობიდანვე შეიყვაროს საკუთარი სამშობლო, გარემო, და ისწავლოს მისი ისტორია.

 

ხშირად აქვეყნებთ აპლიკაციის ფოტოებს, თუ რამდენი კილომეტრი გაიარეთ თვეში. ამისკენ სხვებსაც ხშირად მოუწოდებთ.

ბევრს დავდივარ ფეხით. ვფიქრობ, რომ ეს გარემოსთვისაც კარგია და ჯანმრთელობასაც არგებს. ყველას მოვუწოდებ ხოლმე ამისკენ. ამ დროს „ჯეოქსის“ ფეხსაცმელში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს იტალიური ბრენდია და წლებია ხარისხთან ასოცირდება. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება პროდუქტი, რომელიც სუნთქავს  და მიუხედავად იმისა, რომ დიდად მოდური ტრენდების მიმდევარი არ ვარ, ვიზუალის მრავალფეროვნებაც მომწონს. თან ძალიან კომფორტულია, რაც უმნიშვნელოვანესია. ბევრი სიარულის დროს ანიტას ფეხსაცმელს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვურჩევთ ხოლმე, ისიც „ჯეოქსის“ მომხმარებელია. კარგია, რომ საქართველოშივე შეგიძლია შეძენა, ადგილზე მორგება და ამისთვის უცხოური საიტებიდან გამოწერა, კვირების განმავლობაში ლოდინი არ სჭირდება ადამიანს.

 

ყველაზე მეტად რისი გაკეთება უყვარს თქვენს შვილს მამასთან ერთად?

ჩემმა შვილმა კარგად იცის, რომ სურვილებს ვუსრულებ. ამდენად, მას განსაკუთრებით ჩემთან ერთად საყიდლებზე და გასართობ ცენტრებში სიარული უყვარს. ხანდახან არასაჭირო ნივთებს ირჩევს ხოლმე, მაგრამ უმეტესად, მაინც ვყიდულობ. მაღაზიაში შესვლამდე ვთანხმდებით ერთი რაღაცის ყიდვაზე, მაგრამ ისე შემომხედავს ხოლმე, რომ ორ, სამ და მეტ ნივთს ვყიდულობთ. ასე რომ, პირობას ვერასდროს ვასრულებთ, რაც ანიტას ძალიან მოსწონს და ახალისებს.

 

თვისება, რომელიც თქვენს შვილს ყველაზე მეტად უყვარს თქვენში… რატომ?

რთულია მის მაგივრად ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა, ალბათ ის, რომ მისდამი ძალიან მოსიყვარულე და დამყოლი ვარ. ვუსრულებ ყველაფერს, რასაც მთხოვს…

რას გვეტყვით თქვენი შვილის ინტერესებთან დაკავშირებით? რამდენად ხშირად ემთხვევა მისი ინტერესები თქვენსას?

მინდა, ძალიან კარგი მოქალაქე იყოს. ამ მხრივ ჩვენი ინტერესები ემთხვევა. მაგალითად, ასაკის მიუხედავად, ანიტას გარემო არასდროს დაუნაგვიანებია, მეტიც − როდესაც რაიმეს გადაგდება სურს, ან მშობლებს გვაძლევს ან თვითონვე აგდებს ნაგვის ურნაში. ძირს არაფრით დააგდებს. მან ასევე იცის შუქნიშნისა და „ზებრა“ გადასასვლელის მნიშვნელობა და არ მოსწონს, როცა ვინმე ამ წესებს არღვევს. მისი ეს თვისებები ძალიან მახარებს, რადგან უმნიშვნელოვანესია ბავშვები მცირე ასაკშივე გავარკვიოთ მსგავს საკითხებში და სწორად აღვზარდოთ.

 

როგორია გოგა ჩანადირი, როგორც მამა?

უპირველეს ყოვლისა, გოგა ჩანადირი, როგორც მამა, არის უზომოდ მოსიყვარულე. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო ჩემი შვილის კეთილდღეობისთვის, კარგი მომავლისთვის, ხარისხიანი განათლების მისაცემად და საამაყო ადამიანად ჩამოყალიბებისთვის. მოკლედ, კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაქვს ანიტას და მე, ოღონდ არაფრით მეძახის „მამას“. მუდამ „გოგათი“ მომმართავს. ხანდახან ვეკითხები ხოლმე − აბა, მე შენი ვინ ვარ-მეთქი. მხოლოდ მაშინ ახსენებს მამას.

 

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “როგორ გვძინავს, როდესაც ეს ხდება” – ირინა შეიკი უკრაინელების დასახმარებლად თანხას გაიღებს და გამომწერებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს

#OK! “როგორ გვძინავს, როდესაც ეს ხდება” – ირინა შეიკი უკრაინელების დასახმარებლად თანხას გაიღებს და გამომწერებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს

მარტი 4, 2022
#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

აგვისტო 14, 2021
#OK! Rihanna-მ 10 მილიონ დოლარად ბევერლი ჰილზში მდებარე მდიდრული საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! Rihanna-მ 10 მილიონ დოლარად ბევერლი ჰილზში მდებარე მდიდრული საცხოვრებელი შეიძინა!

აპრილი 22, 2021
#OK! კოსმო – ყველაფერი, რაც გაბედნიერებს

#OK! კოსმო – ყველაფერი, რაც გაბედნიერებს

დეკემბერი 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკი და მისი ქალები – როგორია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პირადი ცხოვრება

#OK! ილონ მასკი და მისი ქალები – როგორია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პირადი ცხოვრება

ივნისი 28, 2022
#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

#OK! სელენა გომესი “მაიკლ კორსის” კაბით Only Murders In The Building-ის პრემიერაზე

ივნისი 28, 2022
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022
#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

ივნისი 27, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×