• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Global Tech Weekend – გლობალური ინოვაციების ახალი პლატფორმა

July 9, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Global Tech Weekend გლობალური მოძრაობაა, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას საერთაშორისო ინოვაციურ ეკოსისტემასთან აკავშირებს. Global Tech Weekend-ის იდეა 2024 წელს ლოს-ანჯელესში გაჩნდა და ორ წელიწადში იქცა პლატფორმად, სადაც სტარტაპები, ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიები, ინდუსტრიის ლიდერები ახალი პარტნიორობებისა და ბიზნესშესაძლებლობების შესაქმნელად ერთიანდებიან. 2026 წელს Global Tech Weekend თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. სამი დღის განმავლობაში ქალაქმა 10 000+ მონაწილეს, 150+ პარტნიორსა და 200+ საერთაშორისო სპიკერს უმასპინძლა. Global Tech Weekend Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიამ ჭიკაძე და Global Tech Weekend Tbilisi-ს პარტნიორების დირექტორი, მედეა ჯანჯღავა OK!-სთან ინტერვიუში ღონისძიების მისიაზე, საქართველოს მზარდ როლსა და იმ შესაძლებლობებზე საუბრობენ, რომლებიც ამ ინიციატივამ ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას გაუხსნა.

 

რა არის Global Tech Weekend და რა საჭიროებიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა? რით განსხვავდება ის სხვა საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიებებისგან?

მარიამი: Global Tech Weekend დაარსდა 2024 წელს ლოს-ანჯელესში იმ იდეით, რომ კავკასია და ცენტრალური აზია მსოფლიო ინოვაციების რუკასთან დაკავშირებულიყო. მთავარი მიზანი იყო და დღემდე არის განვითარებად ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და რეგიონული ეკოსისტემების გაერთიანება გლობალურ ქსელთან. 2025 წელს ღონისძიება პირველად საქართველოში გაიმართა – ამის მთავარი მიზეზი იყო არა მხოლოდ ის, რომ GTW-ის დამფუძნებლები ქართველები არიან, არამედ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი პოტენციალი გახდეს რეგიონული ჰაბი მომავლის ტექნოლოგიებისთვის.

GTW-ის მიდგომა და დეცენტრალიზებული ფორმატი პრინციპულად განსხვავდება სტანდარტული საკონფერენციო ფორმატისგან. სადაც ტრადიციული კონფერენცია კონცენტრირდება ერთ სცენაზე და ერთ დღეში, GTW ქმნის სისტემას, სადაც სამი დღის განმავლობაში კავშირები ბუნებრივად ყალიბდება მრავალ სივრცეში. ეს ფორმატი არ შემოიფარგლება ერთჯერადი შეხვედრებით – ის ქმნის გამტარიანობას, რომელიც იდეებს რეალურ პროექტებად აქცევს.

როგორია Global Tech Weekend-ის მთავარი მისია და რა ღირებულებას ქმნის ის სტარტაპებისთვის, ინვესტორებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინოვაციური ეკოსისტემისთვის?

მარიამი: Global Tech Weekend-ის მთავარი მისია არის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების დაკავშირება გლობალურ ინოვაციების ქსელთან და ამ რეგიონებში არსებული პოტენციალის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება.

სტარტაპებისთვის GTW წარმოადგენს პლატფორმას, სადაც მათ ეძლევათ წვდომა საერთაშორისო ინვესტორებთან, პოტენციურ პარტნიორებსა და ახალ ბაზრებთან.

ინვესტორებისთვის ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ერთ ადგილზე, მოკლე დროში შესაძლებელია გაეცნონ განვითარებადი ბაზრის რეალურ პოტენციალს, შეხვდნენ პერსპექტიულ გუნდებსა და პროექტებს და ჩამოაყალიბონ საინვესტიციო სტრატეგია რეგიონისთვის.

კომპანიებისთვის GTW არის შესაძლებლობა, აითვისონ ახალი ბაზრები, დაამყარონ ბიზნესკავშირები ადგილობრივ ეკოსისტემებთან.ხოლო ინოვაციური ეკოსისტემისთვის ფართო გაგებით, Global Tech Weekend ფუნქციონირებს როგორც რეგიონული თუ საერთაშორისო ეკოსისტემების დამაკავშირებელი ხიდი.

რა კრიტერიუმებით ირჩევთ ქალაქებსა და ქვეყნებს, სადაც Global Tech Weekend ტარდება, და რა გახდა იმის საფუძველი, რომ თბილისი ამ გლობალური მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად იქცა?

მარიამი: GTW-ის ფოკუსი მკაფიოდ არის მიმართული განვითარებად ბაზრებზე, კერძოდ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე – რეგიონებზე, რომლებსაც გააქვთ უდიდესი პოტენციალი გლობალურ ინოვაციების რუკაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქალაქი ქმნიდეს ხიდს ამ რეგიონებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – ამიტომაც GTW-ის ქსელი დღეს მოიცავს თბილისს, ტაშკენტს და სან-ფრანცისკოს და კავკასია-ცენტრალური აზიის ეკოსისტემას გლობალურ ბაზრებთან აკავშირებენ.

ქალაქებისა და ქვეყნების შერჩევისას რამდენიმე კრიტერიუმს ვითვალისწინებთ: სტრატეგიულ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ადგილობრივი ტექნოლოგიური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების პოტენციალს, ბიზნესგარემოს ღიაობასა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი მზაობას.

 

2026 წლის Global Tech Weekend Tbilisi რა ნიშნით იყო გამორჩეული? თქვენი შეფასებით, რა იყო წლევანდელი ღონისძიების მთავარი შედეგები და მიღწევები?

მედეა:  2026 წლის Global Tech Weekend Tbilisi კიდევ უფრო მასშტაბური და საერთაშორისო გახდა. პარტნიორების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა, ვუმასპინძლეთ მრავალ side event-ს საერთაშორისო სპიკერსა და მონაწილეს. ღონისძიებას შემოუერთდნენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობითა და საქართველოს ბაზარზე ოპერირებით.

სამი დღის განმავლობაში მოძრაობის გარშემო 10 000-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა. ჩვენი შეფასებით, მთავარი მიღწევა იყო არა მხოლოდ გაზრდილი

მასშტაბი, არამედ ის ახალი საერთაშორისო პარტნიორობები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას გაუჩნდა.

წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ინვესტორები, სტარტაპები, კორპორაციები და ტექნოლოგიური ლიდერები.

რა შესაძლებლობები გაუხსნა ამ მასშტაბის ქსელმა მონაწილეებს?

მედეა: ასეთი მრავალფეროვანი საერთაშორისო ქსელი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორებს, კლიენტებსა და ინდუსტრიის ლიდერებს. ხშირად სწორედ მსგავსი შეხვედრები ხდება ახალი თანამშრომლობების, ინვესტიციების, ბაზარზე გასვლისა და საერთაშორისო კავშირების დაწყების საფუძველი. ღონისძიების მთავარი ღირებულება ის არის, რომ რამდენიმე დღეში ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელთა შექმნასაც ჩვეულებრივ თვეები ან წლებიც კი სჭირდება.

ხშირად ამბობენ, რომ GTW მხოლოდ კონფერენცია არ არის, არამედ ქალაქის მასშტაბზე გაშლილი ტექნოლოგიური გამოცდილებაა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და როგორ გამოიხატა ეს 2026 წლის თბილისის ღონისძიებაზე?

მარიამი: Global Tech Weekend მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ჩატარებული კონფერენცია არ არის – ეს არის ქალაქის მასშტაბზე გაშლილი ტექნოლოგიური მოძრაობა. სამი დღის განმავლობაში თბილისი სხვადასხვა სივრცეში მასპინძლობს სექტორულ ღონისძიებებს, შეხვედრებს, networking სესიებსა და სხვა აქტივობებს.

2026 წელს ამ ფორმატის ფარგლებში მრავალი side event გაიმართა, რომლებიც ორგანიზებული იყო წამყვანი ორგანიზაციების, ასოციაციების, უნივერსიტეტების, აქსელერატორების მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დღე, რომელიც სწორედ ამ პარტნიორების ინიციატივებს ეთმობა. ყველა ღონისძიება ერთიანდება Lumas-ის პლატფორმაზე და ტარდება Global Tech Weekend-ის ქოლგის ქვეშ, რაც ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მთელი ქალაქის მასშტაბით აერთიანებს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ გავლენას ახდენს მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, საერთაშორისო ცნობადობასა და საინვესტიციო გარემოზე?

მედეა: Global Tech Weekend აერთიანებს ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინოვაციების ეკოსისტემას და ქმნის რეალურ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობებისა და ინვესტიციებისთვის.

საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისით, მსგავსი ღონისძიებები ქვეყანას ხელს უწყობს თავი დაიმკვიდროს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.

როდესაც საერთაშორისო მედია, ინვესტორები და ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, ისინი არა მხოლოდ ღონისძიებას, არამედ ქვეყნის

ბიზნესგარემოს, ნიჭიერ ადამიანებსა და ინოვაციურ პოტენციალს ეცნობიან. სწორედ ასეთი გამოცდილება ქმნის გრძელვადიან რეპუტაციას და ზრდის ქვეყნის მიმართ ნდობას.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, Global Tech Weekend ქმნის სივრცეს, სადაც: სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდნენ საერთაშორისო

ინვესტორებს, ხოლო ინვესტორებს – ადგილზე შეაფასონ საქართველოს ეკოსისტემა და მისი პოტენციალი. შედეგად, ასეთი ღონისძიებები არა მხოლოდ რამდენიმე დღის ეკონომიკურ ეფექტს ქმნის, არამედ საფუძველს უყრის ახალ პარტნიორობებს, ინვესტიციებსა და ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

როგორია Global Tech Weekend-ის განვითარების შემდეგი ეტაპი და რა ადგილი ექნება თბილისს ამ გლობალურ ქსელში მომავალ წლებში?

მედეა: Global Tech Weekend-ის განვითარების შემდეგი ეტაპი ახალი ქალაქების დამატებასა და არსებული ქალაქების ყოველწლიურ გაცოცხლებას გულისხმობს. ერთი მხრივ, GTW როგორც მოძრაობა გაგრძელდება ახალი ქალაქებისა და რეგიონების მიმართულებით – გვაქვს გეგმები, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ.

ამავდროულად, არსებული ქალაქები – თბილისი, ტაშკენტი, სან-ფრანცისკო – ყოველწლიურად განახლდება ახალი ღონისძიებებით, პარტნიორობებითა და გაფართოებული პროგრამებით. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიების გამეორება, არამედ ცოცხალი, მზარდი ეკოსისტემის ყოველწლიური განვითარება, სადაც თითოეული ქალაქი წლიდან წლამდე უფრო მეტ მასშტაბს, საერთაშორისო ცნობადობასა და ღირებულებას აგროვებს.

თბილისს ამ გლობალურ ქსელში მომავალშიც ერთ-ერთი მთავარი, წამყვანი ჰაბის როლი ექნება. ბოლო ორი წლის შედეგებმა – პარტნიორების, side event-ებისა და საერთაშორისო მონაწილეების ზრდამ – ცხადყო, რომ თბილისს აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიის, არამედ მთლიანად რეგიონის მთავარი ტექნოლოგიური და საინვესტიციო შესახვედრო წერტილი. სწორედ ამიტომ, თბილისი მომავალშიც GTW-ის ქსელის ბირთვად დარჩება.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ ეხმარება iCash-ის პროგრამა ბიზნესს გაფართოებაში?
OK! Business

#OK! როგორ ეხმარება iCash-ის პროგრამა ბიზნესს გაფართოებაში?

August 14, 2026
#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები