• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია და კონფლიქტური ურთიერთობის ქრონოლოგია

October 30, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

უკვე რამდენიმე საათია რაც ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სოციალური მედიის განხილვის საგანია.

როგორც უცხოური გამოცემა People ოჯახთან დაახლოებულ სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება დაშორების მიზეზიამერიკელი ტოპ მოდელის დედის იოლანდა ჰადიდის და One Direction-ის ყოფილ წევრს შორის არსებული უთანხმოება გახდა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა იოლანდა ზეინს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, 57 წლის ვარსკვლავმა შესაძლოა დავით სასამართლოსაც მიმართოს.

თავად ზეინ მალიკი მომხდართან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.

ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია 2015 წელს დაიწყო, გასული წლების განმავლობაში წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, შემდეგ კი კვლავ შერიგდა. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მშობლები თავდაპირველად ერთმანეთს კარიერული წინსვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შეხვდნენ.

ჯიჯი ჰადიდის პროფესიული დებიუტი 2014 წელს შედგა, ფართო საზოგადოებამ კი 2016 წელს გაიცნო, როდესაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ ის წლის საერთაშორისო მოდელად დაასახელა. მისი მომავალი შვილის მამა, ზეინ მალიკი მაყურებელმა პირველად 2010 წელს ბრიტანულ მუსიკალურ კონკურსში X Factor-ში იხილა, რომლის შემდეგაც მისი კარიერული საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ჯგუფი One Direction ჩამოყალიბდა, რომელიც ზეინმა მოგვიანებით, 2015 წელს დატოვა.

შემსრულებელი სწორედ ამ პერიოდში სოლო კარიერის წამოწყებაზე მუშაობდა. ჯიჯი და ზეინი სწორედ ამ პერიოდში გადაადგილდებოდნენ ერთსა და იმავე ქალაქებში, ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში, ჰყავდათ საერთო მეგობრები, ესწრებოდნენ მსგავს ღონისძიებებს, ამიტომ ერთმანეთთან შეხვედრა ხშირად უწევდათ.

მას შემდეგ რაც წყვილმა ურთიერთობა 2016 წელს ოფიციალურად გაასაჯაროვა, ხშირად სარგებლობენ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილის სახელით. ისინი ერთმანეთს ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაშორდნენ, თუმცა იმავე წელს შერიგდნენ.

Gigi Hadid and Zayn Malik's Relationship: A Complete Timeline | Glamour

 

2017 წელს წყვილმა “ვოგის” გარეკანი დაამშვენა, რამაც საზოგადოებაში არსებული ეჭვები წყვილის დაცილების შესახებ კიდევ ერთხელ გააქარწყლა.

Gigi Hadid & Zayn Malik's Vogue Cover: Breaking Gender Codes and the Paradigm Shift in Fashion | Vogue

წყვილი მეორედ ერთმანეთს 2018 წელს წელს დაშორდა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღადგინეს ურთიერთობა.

2019 წელს ჯიჯი და ზეინი მესამედ დაშორდნენ ერთმანეთს.

2020 წელს ვარსკვლავურ წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი ურთიერთობის აღდგენა.

How Long Have Gigi And Zayn Been Together? A Timeline

იქიდან გამომდინარე, რომ წყვილი ჯიჯის ორსულობის პერიოდში დეტალურ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებდა, პენსილვანიაში არსებული ოჯახური ფერმა ზეინისა და ჯიჯისთვის საუკეთესო არჩევანი გახლდათ.

როგორც თავად ოჯახი იტყობინებოდა, მანამ, სანამ ჯიჯი და ზეინი მომავალი მშობლების ამპლუას ერგებოდნენ, მოდელის და და დედა, ბელა და იოლანდა ჰადიდები სამეურნეო საქმიანობით კავდებოდნენ. ჯიჯიმ W Magazine-თან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარ ფერმაში შრომა მისთვის ერთგვარი თერაპია გახლდათ. რაზეც დადებითი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას მისმა მეგობარმა მამაკაცმაც გააკეთა..

Zayn Malik's picture-perfect ranch is just like Gigi Hadid's family home | HELLO!

„საკუთარი თავის აღმოსაჩენად უნდა იპოვნო ძალა, რათა აკეთო საყვარელი საქმიანობა. მე ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გავაანალიზე. ფერმაში მუშაობის დროს ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში, არ მჭირდება მაკიაჟის გაკეთება, არ ვარ ვალდებული გამოვიყურებოდე ლამაზად, არ მიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გამოვაქვეყნო სოციალურ ქსელში, რადგან მუშაობის დროს მაქსიმალურად კომფორტულად ვარ.“ – ჯიჯი

ჯიჯის პარალელურად მისმა მეგობარმა მამაკაცმა, ზეინ მალიკმაც გამოხატა ფერმერის ცხოვრების წესისადმი საკუთარი ენთუზიაზმი: „ცხოველებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, მიყვარს, როდესაც ცხენებს ვაჭმევ, მათი გამოკვება კი სიამოვნებას მანიჭებს.“ – ზეინი

Gigi Hadid and Zayn Malik are isolating at her mum's beautiful ranch: see photos | HELLO!

რამდენიმეთვიანი იდილიის შემდეგ, როდესაც ჯიჯი ჰადიდი მოდის კვირეულის ფარგლებში ქალაქში აღარ იმყოფებოდა, მისი ქალიშვილის გამო მოდელის დედასა და მის მეგობარ მამაკაცს უთანხმოება მოუვიდათ.

Gigi Hadid, Zayn Malik expecting child together - National | Globalnews.ca

თავად ჯიჯი მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ერიდება.

One Direction's Zayn Malik pleads no contest to harassing Gigi Hadid, Yolanda Hadid in Bucks County, Pennsylvania - 6abc Philadelphia

 

გაიგე მეტი: ზეინ მალიკიჯიჯი ჰადიდი

ასევე გაეცანი

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
Uncategorized

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! It’s Okay Not to Be Okay ანუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი

#OK! It’s Okay Not to Be Okay ანუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი

March 6, 2022
#OK! „ჩემი და ჩემი შვილის პირველი ცეკვა“ – ნათია თოდუა შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს!

#OK! „ჩემი და ჩემი შვილის პირველი ცეკვა“ – ნათია თოდუა შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს!

July 14, 2023
#OK! ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის ჯულია ფოქსის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე (ვიდეო)

#OK! ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის ჯულია ფოქსის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე (ვიდეო)

February 16, 2022
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025
მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

December 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები