• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი ნინო მეგრელიძე

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სექტემბრის თვეში, ჟურნალ OK!-ის დამატება Gastro Book-ია, რომლის მოწვეული რედაქტორი ფუდ-ფოტოგრაფი და სტილისტი ნინო მეგრელიძე გახლავთ. მოგეხსენებათ, იგი პირველად არ მოხვდა ჩვენი ჟურნალის ობიექტივში, მაგრამ ამჯერად სულ სხვა, ძალიან საინტერესო ამპლუაში იხილავთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მკითხველისთვის ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი, რაც აქამდე წაუკითხავს. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უფრო უკეთ გაგაცნობთ Gastro Book-ის მოწვეულ რედაქტორს.

ნინო, თქვენ ხართ OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?

კულინარიული ჟურნალები ჩემი დიდი გატაცებაა, ყოველთვიურად თვალს ვადევნებ საუკეთესო მსოფლიო გამოცემებს. ვისურვებდი ქართველ მკითხველსაც ჰქონდეს ხარისხიანი გასტრონომიული კონტენტის ქართულ ენაზე კითხვის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ კულინარიაზე წერა ჩემი საქმიანობის ნაწილია, არასდროს ვყოფილვარ დაბეჭდილი ჟურნალის რედაქტორი. ვფიქრობ, ერთ-ერთი საოცნებო საქმე იქნებოდა. ეს პატარა გასტრო-დამატება კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის ამ სფეროში ძალების მოსასინჯად. იმედი მაქვს, მკითხველი არ მოიწყენს და ბევრ სასარგებლო რჩევას თუ ინფორმაციას მიიღებს ჩვენგან.

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Gastro Book-ში?

ვეცადე გასტრო ბუკში თავი მომეყარა ჩემთვის აქტუალური თემებისთვის. ერთი მათგანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საკვებით და ფიზიკური აქტივობით, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც კვებასთან ერთად მენტალურ ჯანმრთელობასაც გულისხმობს. ამ თემაზე სასაუბროდ ნუტრიციოლოგს მივმართეთ.

ჯანსაღი კვება ჯანსაღი პროდუქტის გარეშე წარმოუდგენელია. გასტრო ბუკში გაგაცნობთ ბიომეურნეობა „ფონას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან.

საკვების მომზადება ბევრისთვის დამღლელი რუტინაა. დღეს, როცა ასე მარტივია ნებისმიერი კერძის გამოძახება ერთი დაწკაპუნებით, ბევრი ჩვენგანი, დროის უქონლობის გამო, მარტივ გამოსავალს ირჩევს. საკვების მომზადებას კი შეიძლება ჰქონდეს თერაპიული ეფექტი. ახალი კერძის შექმნა კრეატიულ აზროვნებას ავითარებს, გამოცდილი რეცეპტის ზედმიწევნით შესრულება თავდაჯერებას გვმატებს, მომზადებული საკვების გაზიარება კი დადებითი ემოციებით გვავსებს. ამ თემაზე უფრო ვრცლად ფსიქოთერაპევტი გვიყვება გასტრო ბუკში.

ასევე შეუძლებელი იყო არ შევხებოდი ჩემს საყვარელ თემას − კულინარიას ლიტერატურაში. წიგნებში ყოველთვის განსაკუთრებულად მამახსოვრდება კულინარიული მომენტები. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, როდესაც უნივერსიტეტში სწავლისას პატარა „მადლენების“ ეპიზოდი წავიკითხე მარსელ პრუსტთან, ინტერესი მკლავდა გამეგო, როგორი იყო ეს მაგიური ნამცხვარი (არც „გუგლი“ არსებობდა იმ დროს და არც დასურათებულ ენციკლოპედიაზე მიმიწვდებოდა ხელი). მხოლოდ წლების შემდეგ გამოვაცხვე და გავსინჯე ნიჟარის ფორმის ბისკვიტი. „მადლენების“ რეცეპტს გასტრო ბუკში იპოვით.

ამ ზაფხულს ბასკეთში მოგზაურობისას გამაოცა გასტრონომიული კულტურის მაღალმა სტანდარტმა. მოგეხსენებათ, ესპანეთის ამ მხარეში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლაა. დიდი წარმატებაა, რომ ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან თანამშრომლობით საქართველოში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია იხსნება. ამ თემაზე ვრცლად კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი გვიყვება.

ეს და კიდევ სხვა საინტერესო სტატიები ელოდება OK!-ის მკითხველს gastro book-ში.

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიაზე. რა მოგწონთ ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად?

ჩემი საქმიანობა რამდენიმე პროფესიას აერთიანებს. პირველია კულინარიის ფოტოგრაფია − ეს ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს კერძების გადაღებას სხვადასხვა დანიშნულებით; ფუდ სთაილინგი − რაც გულისხმობს გადაღებისთვის კერძების მომზადებას; და კულინარიული კონტენტის შექმნა, რაშიც ფილოლოგის პროფესია მეხმარება. ხშირად ხდება ისე, რომ კონკრეტულ პროექტში სამივე პროფესიის ჩართვა მიწევს. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

კულინარიის ფოტოგრაფიით 10 წლის წინ დავინტერესდი, მას შემდეგ უამრავი პროექტი გადავიღე. ვიტყოდი, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. ფუდ-ფოტოგრაფია მოითხოვს გარკვეულ კულინარიულ ცოდნასაც, გადასაღები პროდუქტისა თუ კერძის მომზადების სპეციფიკისა და ისტორიის ცოდნას, ადეკვატური შედეგის მისაღებად. კერძის/პროდუქტის საუკეთესო კუთხით წარმოსაჩენად, ფოტოგრაფს გამოცდილება ეხმარება.

იმისათვის, რომ ფუდ-სტილისტად მემუშავა, გავიარე კონდიტერის პროფესიული კურსი, დავესწარი ბევრ მასტერკლასს და ლექციას; home cooking-ის დიდი გამოცდილება მაქვს, რაც მეხმარება იმაში, რომ გადაღებისთვის მოვამზადო ნებისმიერი სირთულის კერძი თუ დესერტი, გავუძღვე პროცესს დასაწყისიდან ბოლომდე ვიდეო თუ ფოტოგადაღებისთვის. წარმოუდგენელია იყო ფუდ-სტილისტი და არ ერკვეოდე ფუდ-ფოტოგრაფიაში, ან პირიქით.

კულინარიაზე ვწერ რამდენიმე ონლაინგამოცემისთვის, ვთარგმნი და ვარედაქტირებ თემატურ ტექსტებს. გასტრონომია ჩემი კვლევისა და ინტერესის სფეროა, თავისუფალ დროს ხშირად ვუთმობ კულინარიული წიგნების კითხვას.

რის კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

პირველი, რასაც თავისუფალ დროს ვაკეთებ, ბლოგისთვის კონტენტის შექმნაა. Foodography კულინარიული ბლოგია, რომელიც მრავალი წელია არსებობს და რომელსაც საიმედო, კომპეტენტური ინფორმაციითა და რეცეპტებით იცნობს მკითხველი.

გემრიელ დესერტზე ან სადილზე მეგობრების დაპატიჟება, თავისუფალი დროის გატარების საყვარელი საშუალებაა. მომწონს ახლობელი ადამიანების გამასპინძლება.

მოგზაურობიდან უამრავ დადებით შთაბეჭდილებას ვიღებ, ასევე შთაგონებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში. მხატვრული ლიტერატურა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის, ისევე, როგორც კარგი ფილმი ან სერიალი.

რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

ერთი კერძი თუ უნდა ავირჩიო, ალბათ ხაჭაპური, რაშიც ერთიანდება სიმარტივე, გენიალურობა, ბავშვობა და კომფორტი. ზოგადად, მიყვარს ქართული სამზარეულო, უფრო დასავლეთის (გურია, იმერეთი, სამეგრელო). ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს, იბრწყინოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. იტალიური სამზარეულოც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, ხშირად ვამზადებ ოჯახისთვის იტალიურ კერძებს.

რატომ კულინარია?

ჩემი ისტორია არ იწყება ასე: პატარაობიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი… არც მაინცდამაინც კარგი მჭამელი ბავშვი ვიყავი, თუმცა ჩემი საოცარი კულინარი ბებოს წყალობით, გემრიელი საჭმელი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. როცა გავიზარდე და დამჭირდა საჭმლის მომზადება, ვისწავლე, როგორ გამეკეთებინა ეს სტრესის გარეშე, როგორ მიმეღო პროცესისგან სიამოვნება.

სინამდვილეში, კულინარიას ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს – დააკვირდით, დღეში რამდენჯერ იღებთ გადაწყვეტილებას საკვებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საკვების გაზიარება სოციალური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია.

რატომ კულინარია? − კულინარია შეიძლება ავიყვანოთ ხელოვნების ხარისხში, კულინარია თერაპიაა, გემრიელი საკვებით მიღებულ სიამოვნებას ცოტა რამ თუ შეედრება.

რომ არა კულინარიის სიყვარული, არ იქნებოდა კულინარიის ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში. შეუძლებელია აკეთო ეს საქმე სიყვარულისა და ვნების გარეშე. უბრალოდ, ვერასდროს მიიღებ იმ შედეგს, რომელსაც ესწრაფვი, რომელიც წარმატებასა და აღიარებას მოგიტანს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ზენდეია ფილმ Space Jam: A New Legacy-ს პრემიერაზე: ვარსკვლავის ფერადი იმიჯი!

#OK! ზენდეია ფილმ Space Jam: A New Legacy-ს პრემიერაზე: ვარსკვლავის ფერადი იმიჯი!

July 13, 2021
#OK! ჰარი სტაილსის მოულოდნელი გამოჩენა და ტრიუმფალური დაბრუნება Brit Awards-ის სცენაზე

#OK! ჰარი სტაილსის მოულოდნელი გამოჩენა და ტრიუმფალური დაბრუნება Brit Awards-ის სცენაზე

May 12, 2021
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
#OK! 10 ყველაზე გამორჩეული ,,ლუქი” ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

#OK! 10 ყველაზე გამორჩეული ,,ლუქი” ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

September 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები