• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! გამორჩეული კონცეფცია და ახალი საკონდიტრო „ბიგ დეის“ სიახლეების შესახებ

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! კიდევ ერთხელ გიამბობთ კომპანია „ბიგ დეის“ შესახებ, რომელიც 4 წელია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. ის საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა-ორგანიზებას. კომპანიის დამფუძნებელი, ნესტან წურწუმია გვესაუბრება იმ სიახლეებზე, რომლითაც „ბიგ დეი“ უფრო მეტად გამორჩეული სივრცე გახდება.

 

ნესტან, სანამ უშუალოდ სიახლეებზე გადავალთ, კიდევ ერთხელ გვესაუბრეთ Big Day-ს კონცეფციაზე.

„ბიგ დეი“ მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ზრუნავს ბავშვებისა და მათი მშობლების განწყობაზე და მათ ხარისხიან წვეულებებს სთავაზობს. ყველა მიმართულებას უძღვებიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რომლებიც ინდივიდუალურად ყველა მომხმარებელთან გადიან გასაუბრებას, ცდილობენ ყველა მათი სურვილი მოიყვანონ სისრულეში, ასევე, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ღონისძიება ურთიერთშეთანხმებით დაიგეგმოს.

ჩვენი უპირატესობა ჩვენს მრავალფეროვნებასა და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაშია, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ყველა დამკვეთის მიმართ და თუ კონკრეტულად რომელიმე ხარვეზი გამოიკვეთა, ვზრუნავთ მის გამოსწორებაზე როგორც მომხმარებელთან, ასევე სამუშაო პროცესში.

 

 

გვესაუბრეთ ახალი ფილიალის შესახებ

მიმდინარე წელი „ბიგ დეისთვის“ საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გავხსენით ამ ეტაპზე მესამე, ყველაზე დიდი და ფუნქციურად გამორჩეული საბავშვო ცენტრი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება. აღნიშნული ფილიალი გამოირჩევა თავისი კერძო საპარკინგე სივრცით, რაც აგვარებს პარკინგის პრობლემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო ჩვენი მომხმარებლების კომფორტის შესაქმნელად. ასევე, ამ ფილიალში ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში. ცენტრს ერთდროულად 100-მდე ბავშვის მიღება შეუძლია.

რაც შეეხება პროგრამას, არის ძალიან მრავალფეროვანი, ყველა ასაკსა და გემოვნებას მორგებული. გვაქვს უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სამზარეულო, ყველა სტანდარტის დაცვით მოწყობილი სამუშაო სივრცე. ჩვენთან მოსული ყველა მომხმარებელი ყოველმხრივ მომსახურების მაღალ სტანდარტს მიიღებს. იუბილარ ბავშვებს შეეძლებათ აარჩიონ 150-ზე მეტი მასკოტური გმირიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟი, რომელთაგან ძალიან ბევრი ექსკლუზიურად „ბიგ დეიში“ ბინადრობს და საქართველოშიც კი ანალოგი არ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ყოველთვიურად ხდება ახალი გმირების დამატება, რომელთა დიდი ნაწილი საზღავარგარეთიდან შემოგვაქვს და არის რეალურს მაქსიმალურად მიმსგავსებული და ხარისხიანი.

 

და კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე გაქვთ…

დიახ, მეორე ასევე საინტერესო სიახლე იყო ჩვენი კომპანიისთვის საკონდიტროზე მუშაობა. რადგანაც ახალი სფერო იყო ჩვენთვის, მაქსიმალურად ფრთხილად და მონდომებით ვეკიდებოდით, რადგან ის ხარისხი, რაც ბავშვთა მომსახურების სფეროში გვაქვს, აქაც გადმოგვეტანა და შეგვენარჩუნებინა.

მის ჩამოყალიბებასა და კონდიტრების გადამზადებაზე მუშაობდნენ თბილისიდან მოწვეული საუკეთესო რეპუტაციის პროფესიონალები და კონდიტრები. საკონდიტრო „ბიგ დეი“ სენაკში გავხსენით და უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი.

 

როდის გაჩნდა საკონდიტროს შექმნის იდეა?

საკონდიტროს მიმართულებით ჩვენი გააქტიურება მოხდა მომხმარებელთა თხოვნის საფუძველზე, რადგან ჩვენ ვთავაზობდით მათ ყველაფერს, გარდა საკონდიტრო ნაწარმისა, დღესასწაულის აღნიშვნა ხომ სადღესასწაულო ტორტის გარეშე წარმოუდგენელია და ეს მიმართულებაც შევითავსეთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ვგეგმავთ შემდგომ გაფართოებას, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე ვიყოთ წარმოდგენილი. საკონდიტროს მეორე ფილიალის გახსნას ქუთაისში ვგეგმავთ.

ბავშვთა ცენტრის მოწყობის დროს სივრცის დაგეგმარება მოხდა ისე, რომ საკონდიტროს გახსნის შემთხვევაში სამუშაო პროცესი ერთმანეთისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილიყო და გამართულად ემუშავა, როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრს, ასევე საკონდიტროს. შეკვეთილი გვაქვს ყველა საჭირო დანადგარი და, ბავშვთა გასართობი ცენტრის პარალელურად, სულ მალე ქუთაისის ფილიალშიც იფუნქციონირებს საკონდიტრო, რომლითაც ისარგებლებენ წვეულებებზე მოსული სტუმრები და ასევე, მყუდრო გარემოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება დააგემოვნოს ჩვენი ნაწარმი.

 

 

ნესტან, რისგან იღებთ მოტივაციას?

საქმის მთავარი საწყისი მოტივატორი და შემდეგშიც კეთების, არის ჩემი ხუთი შვილი და ოჯახი. კომპანიის შექმნაც ხომ ჩემი შვილის იუბილედან იწყება. საქმიანობაში ჩართულია ასევე, ჩემი მეუღლე, რომელიც ფინანსურ, იურიდიულ და ყველა ტექნიკურ დეტალს აგვარებს და ერთიანად ვცდილობთ კომპანიის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაფართოებას.

 

სამომავლო მიზნები

ჩვენ უკვე ვფუნქციონირებთ დასავლეთის ოთხ ქალაქში და ვგეგმავთ კიდევ გაფართოებას. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარული არ მაძლევს საშუალებას, გავჩერდე ერთ ადგილას, ამიტომ მუდმივად მიდის კომპანიაში მუშაობა სიახლეებსა და გაფართოებაზე.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

March 20, 2025
#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანმა ქანიე უესტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანმა ქანიე უესტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

March 1, 2021
#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

December 2, 2021
#OK! მაყურებელი მალე Only Murders In The Building-ს იხილავს: სელენა გომეზი სატელევიზიო სერიალის გადაღებებზე ნიუ-იორკში იმყოფება

#OK! მაყურებელი მალე Only Murders In The Building-ს იხილავს: სელენა გომეზი სატელევიზიო სერიალის გადაღებებზე ნიუ-იორკში იმყოფება

April 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები