• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! GAF – საქართველოს ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს

June 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ჩვენ ირგვლივ ბევრი მიუსაფარი და დაუცველი ოთხფეხა მეგობარია, რომელთა უსაფრთოხებაზე ფიქრი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგან ეს პროცესი განსაკუთრებული ჰუმანურობისა და მაღალი თვითშეგნების გამოხატულებაა. საქართველოს ცხოველთა ფედერაცია, რომელიც წელიწადია ბაზარზე ოპერირებს, სწორედ ამ მისიის გამო დაარსდა, რათა იმ ცხოველებმა, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან დახმარება და კეთილგანწყობა სჭირდებათ, თავი მარტოსულად, სოციუმისგან გარიყულად არ იგრძნონ. უფრო ვრცლად GAF-ის სერვისებისა და საქმიანობის შესახებ.

 

ჟურნალ „OK ქუთაისში“ გაეცნობით.

საქართველოს ცხოველთა ფედერაციის შექმნის იდეა და ისტორია

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF) წარმოადგენს მულტიფუნქციურ ორგანიზაციას, სადაც მომხმარებელს შეუძლია ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ნებისმიერი სერვისი მიიღოს. იდეა GAF დაბადა ცხოველებისადმი დიდმა სიყვარულმა, საკუთარ ცხოველებზე ზრუნვისას წამოჭრილმა პრობლემებმა და იმან, რომ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი სივრცე, სადაც ჩემი ცხოველებისთვის მივიღებდი ყველა იმ მომსახურებას, რომელიც საჭიროა მათი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. სწორედ ამიტომ, 2021 წლის ივლისიდან ჩვენს პირველ ფილიალს ქუთაისში ჩაეყარა საფუძველი.

როგორი იყო GAF-ის გზა წარმატებამდე?

ამ იდეის განხორციელებას დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა. ფაქტობრივად, არაფრისგან, საკუთარი ძალებით, მეგობრების ჩართულობითა და თანადგომით შევძელით შეგვექმნა ის სივრცე, რაც დღეს გვაქვს. მეორე, უფრო რთული იმ ადამიანების პოვნა აღმოჩნდა, რომლებიც GAF-ისთვის იმუშავებდნენ. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო, გუნდში გვყოლოდა ადამიანები, რომლებსაც ცხოველები ეყვარებოდათ.

მრავალპროფილური მომსახურება…

გამომდინარე შექმნის იდეიდან, GAF სხვადასხვა მომსახურებას უწევს ცხოველთა პატრონებს. გვაქვს: ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები; ქირურგიული, სადაც ურთულესი ოპერაციები კეთდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის არცერთ კლინიკაში არაა შესაძლებელი. თერაპიული, სტომატოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ლაბორატორიული მომსახურება. გვყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, GAF ტაქსი. ფუნქციონირებს ცხოველთა სილამაზის სალონი; კინოლოგია; ცხოველების სასტუმრო; მომხმარებლებს ვუწევთ იურიდიულ და სარიტუალო მომსახურებებს.

შევქმენით ციფრული ბაზები, გავცემთ დაბადების მოწმობას, ცხოველის ვეტერინარულ პასპორტს. ვამზადებთ ID ბარათებს, სადაც ცხოველის შესახებ სრული ინფორმაცია და ფოტომასალაა განთავსებული. ერთი სიტყვით, ყველა ის სერვისი, რომელიც GAF-ის შექმნამდე სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტებს გულისხმობდა და უსაშველოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, უკვე ერთ სივრცეშია თავმოყრილი და  ცხოველის ყველა პატრონს შეუძლია მისი მიღება.

რამდენი წელია რაც საქართველოს ცხოველთა ფედერაცია არსებობს და რა გასწავლათ დაგროვილმა გამოცდილებამ?

ცხოველთა ფედერაცია 1 წლისაა და მოიცავს რამდენიმე ფილიალს ქუთაისში, ბათუმში, თერჯოლაში, წყალტუბოსა და ხაშურში.. ჩვენი საქმიანობა სრულად აქცენტირებულია ხარისხზე და შესაბამისად, ჩვენთან მოსულები არა მხოლოდ შეიძენთ ყველაფერს თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, არამედ მიიღებთ ხარისხს. ამ ერთწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ GAF-ის არსებობამ ქართულ ბაზარზე გარკვეული ცვილებები შეიტანა ცხოველთა უფლებების დაცვისა და მათი მოვლა-პატრონობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

როგორ ინარჩუნებთ მომხმარებელთა ნდობას?

GAF-ი სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა საჭიროებებზე და იმ სერვისების ხარისხიან მიწოდებაზე, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ.

ვინ ქმნის GAF-ის გუნდს?

გამომდინარე იქიდან, რომ GAF არის მრავალპროფილიანი დაწესებულება, შესაბამისად, გუნდიც მრავალფეროვანია. გვყავს პროფესიონალი ქართველი და უცხოელი ექიმი-სპეციალისტები. ეგზოტიკური და შინაური ცხოველების პროფესორი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ამ სფეროში?

GAF სრულადაა აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც აუცილებელია უტყუარი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის სწორად წარმართვისათვის. გვაქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორიის, რენტგენისა და ექოსკოპიის აპარატურები. უახლესი ტექნიკისა და ჩვენი პროფესიონალი ექიმების წყალობით, ჩვენთან წარმატებით ტარდება ისეთი იშვიათი ოპერაციები, რომლებიც საქართველოში, როგორც აღვნიშნე, სხვაგან არ არის ხელმისაწვდომი.

საქველმოქმედო კამპანიები…

ცხოველთა ფედერაცია, თავისი დიდი გუნდით, აქტიურადაა ჩართული ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში. ყველა ფილიალის მიმდებარედ გვაქვს ცხოველთა დასაპურებელი სივრცე და გვაქვს შეღავათები მათთვის, ვისაც ჩვენს კლინიკაში მიუსაფარი ცხოველები შემოჰყავს. გვაქვს მიმდინარე პროექტი „შეგვიფარე“, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველებისთვის თბილ სახლებს ვდგამთ.

როგორ ხედავთ საქართველოს ცხოველთა ფედერაციის სამომავლო გეგმებს?

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ცხოველებით. ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ცხოველებთან დაკავშირებით, შევაყვაროთ მათ ისინი, ვასწავლოთ მათი მოვლა, რათა ამ გზით ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შევამციროთ. ჩვენი სამომავლო გეგმების მიხედვით, ჩვენი მომსახურება მისაწვდომი უნდა გავხადოთ ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რათა ადგილობრივად შეეძლოს მოსახლეობას ცხოველებთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისის მიღება. გვსურს გავხდეთ პროვაიდერი კლინიკა სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ხარისხიანი ვეტერინარული განათლება მიიღონ. ამ კუთხით თანამშრომლობა დავიწყეთ სადაზღვევო კომპანია „ირაოსა“ და ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებლებთან, რათა სტუდენტებს შეეძლოთ პრაქტიკული განათლების მიღება, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათი პროფესიული განვითარებისთვის.

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 55 წლის სინდი კროუფორდი Style Magazine-ის სექტემბრის ნომრისთვის!

#OK! 55 წლის სინდი კროუფორდი Style Magazine-ის სექტემბრის ნომრისთვის!

September 14, 2021
#OK! მალული ნიშნობა – ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი მალულად დაქორწინდნენ

#OK! მალული ნიშნობა – ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი მალულად დაქორწინდნენ

January 25, 2023
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

March 24, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი Dolce & Gabbana-ს ტოპს ტყავის შარვალს უხამებს! ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში გამოჩნდა!

#OK! კიმ კარდაშიანი Dolce & Gabbana-ს ტოპს ტყავის შარვალს უხამებს! ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში გამოჩნდა!

April 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები