რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! ფრთხილად! ზამთრის სეზონი ცისტიტის რისკს ზრდის – გინეკოლოგის რჩევები

December 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

საშარდე ბუშტის ანთება − ცისტიტი, საშარდე ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია. ყველაზე „კარგად“ მის განვითარებას ნესტი და სიცივე უწყობს ხელს. ზამთრის სეზონზე ხშირია ცისტიტის გამწვავების რისკი. OK!-ის მკითხველს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კოლპოსკოპისტი, გინეკოლოგი − გურანდა ფხაკაძე გიზიარებთ რჩევებს, როგორ დაიცვათ თავი ცისტიტისგან.

 

სანამ რჩევებზე გადავალთ, განგვიმარტეთ, რა არის ცისტიტი?

ცისტიტი არის საშარდე ბუშტის ლორწოვანის ანთება, რომლითაც უფრო ხშირად ქალები ავადდებიან, რადგან საშარდე მილი გაცილებით მოკლე და ფართო აქვთ, მამაკაცებთან შედარებით. ეს კი ხელს უწყობს საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას და განვითარებას.

 

ცისტიტის გამომწვევი მიზეზებია…

ცისტიტის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ბაქტერიული ინფექცია, კერძოდ გრამ-უარყოფითი ბაქტერია, ნაწლავის ჩხირი; იშვიათად, ცისტიტი შესაძლოა იყოს რეაქცია გარკვეულ პრეპარატებზე, სხივურ თერაპიაზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შარდის გამოდევნის დარღვევები: ორსულობა, მშობიარობა, შარდ-სასქესო სისტემის ანთებები და გადაცივება; გარდა ამისა, მენოპაუზის შემდგომი ატროფიული ვაგინიტი, რაც გამოწვეულია ქალის სასქესო ჰორმონების − ესტროგენების დეფიციტით; აგრეთვე, ქალის ჰიგიენის სპრეი, სპერმიციდული გელები ან საშარდე ბუშტის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება; სქესობრივი კავშირი და ახალი სქესობრივი პარტნიორი – ეს ის მაპროვიცირებელი ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობს ცისტიტის წარმოქმნას.

 

როგორია ცისტიტის სიმპტომები?

ცისტიტის ძირითადი სიმპტომებია: ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში, სხეულის ტემპერატურის მატება, მღვრიე, სუნიანი შარდი, ან სისხლი შარდში.

 

რა სახის გართულებამდე შეიძლება მიგვიყვანოს უყურადღებობამ?

რეკლამა

ცისტიტის დროს, არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, თირკმელებში ინფექცია შესაძლოა მოხვდეს ჰემატოგენური გზით, რაც პიელონეფრიტის განვითარებას უწყობს ხელს.

 

ცისტიტის კიდევ ერთი გართულება არის პარაცისტიტი – საშარდე ბუშტის ირგვლივ მდებარე ფაშარი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. მის ადრეულ პერიოდში ავადმყოფს ენიშნება წოლითი რეჟიმი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები.

 

როგორია მკურნალობის მეთოდები?

ცისტიტის მკურნალობა ემყარება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას, გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ადგილობრივი იმუნური სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით მორეციდივე ცისტიტების შემთხვევაში. აგრეთვე, რეკომენდებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება. შტოშის გამოყენება, რომელიც იცავს საშარდე ბუშტის ლორწოვანს ბაქტერიების მიწებებისგან და თრგუნავს პათოგენურ ბაქტერიებს.

 

 

თუ ერთხელ დაგვემართა, არის თუ არა ცისტიტის განმეორების მეტი რისკი?

ხშირია მორეციდივე ცისტიტები, განსაკუთრებით ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი, შარდ-სასქესო ინფექციები, ქალის ჰიგიენის დაუცველობა და ა.შ.

 

როგორ დაიცვან თავი ქალბატონებმა?

მიირთვან ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი, ანთების გამომწვევი ბაქტერიების ორგანიზმიდან გამოსადევნად; ხშირად მოშარდონ; შეეცადონ, სქესობრივი აქტის შემდეგ რაც შეიძლება მალე დაცალონ საშარდე ბუშტი; დეფეკაციის შემდეგ, შორისი გაისუფთაონ წინიდან უკან მიმართულებით − ეს ხელს შეუშლის ბაქტერიების მოხვედრას ანალური მიდამოდან საშოსა და ურეთრაზე; მოერიდონ კოსმეტიკას, აეროზოლებისა და დეოდორანტების გამოყენებას სასქესო ორგანოების მიდამოში. ეს ნივთიერებები აღიზიანებს ურეთრას და საშარდე ბუშტს; მნიშვნელოვანია კვებითი რაციონის დაცვა. პაციენტმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, გაზიანი სასმელები.

რა შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ გინეკოლოგთან ვიზიტი?

როდესაც ქალბატონს ეწყება გამონადენი საშოდან, ტკივილები მუცლის ქვედა არეში, ხშირი შარდვა ან სქესობრივი აქტის შემდეგ ვითარდება ცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც ჩვენ პოსტკოიტალურ ცისტიტს ვუწოდებთ, ამ შემთხვევებში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს კონსულტაციაზე.

 

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

თქვენს მკითხველს ვურჩევდი იყვნენ ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ნუ გადადებენ ვიზიტს, როცა გრძნობენ საეჭვო სიმპტომებს, რადგან ექიმისთვის დროული მიმართვა და სათანადო მკურნალობა თავიდან ააცილებთ ამ დაავადებით გამოწვეულ სხვადასხვა სახის გართულებების განვითარებას.

 

ტექსტი: გვანცა ჯვარიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე  ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან
Health & Beauty

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

February 1, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას
Health & Beauty

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Health & Beauty

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი შეთავაზებები კომპანია Hispania-სგან

#OK! ახალი შეთავაზებები კომპანია Hispania-სგან

March 7, 2021
#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

August 4, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი საკუთარი ბრენდის, Kim K Beauty-ს კაბით! ვარსკვლავი რომში ისვენებს!

#OK! კიმ კარდაშიანი საკუთარი ბრენდის, Kim K Beauty-ს კაბით! ვარსკვლავი რომში ისვენებს!

July 5, 2021
#OK!  სოფია რიჩი პრესტიჟულ რესტორანს მეგობარ მამაკაცთან ერთად ესტუმრა! წყვილი კალიფორნიაში გამოჩნდა!

#OK! სოფია რიჩი პრესტიჟულ რესტორანს მეგობარ მამაკაცთან ერთად ესტუმრა! წყვილი კალიფორნიაში გამოჩნდა!

May 19, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

February 3, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

January 30, 2023
#OK! Nike x Tiffany & Co-ს ახალი, ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია

#OK! Nike x Tiffany & Co-ს ახალი, ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია

February 2, 2023
#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×