• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK!არქივიდან – FEEDC-ის დამფუძნებლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ინტერვიუ ჟურნალ OK!-თან

September 16, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია გარდაიცვალა. იგი ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, კვარაცხელიას ნაქირავებ სახლთან მოკლეს. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჟურნალი OK!-ის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ნიკოლოზ კვარაცხელიასთან, რომელიც 2020 წლის მაისში ჟურნალი OK!-ის ჟურნალისტმა სოციალური პლატფორმა Feedc-ის შესახებ ჩაწერა.


სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში.

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. „ბილაინი საქართველო“ ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით.

OK! Feedc-ის დამაარსებელ ნიკოლოზ კვარაცხელიას ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, თუ საიდან გაუჩნდა ამ ტიპის სოციალური ქსელის შექმნის იდეა და რა იყო მისი მთავარი მიზანი.

 

როგორ დაიბადა Feedc-ის დაარსების იდეა?

როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მინდოდა მარტივად გამეგო, თუ რა ხდებოდა ჩემთვის უცხო გარემოში, თუმცა ამაში სხვა სოციალური ქსელები ვერ დამეხმარა, რადგან იქ დამეგობრებულ ადამიანებს არაფერი ჰქონდათ საერთო იმ ადგილთან, სადაც იმ დროისთვის ვიმყოფებოდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას მათსავე ადგილმდებარეობის მიხედვით მისცემდა.

ვისთვის არის „ფიდსი“? რა არის პლატფორმის ძირითადი განმასხვავებელი თვისება სხვა სოც. ქსელებისგან და რა არის თქვენი მიზანი?

პლატფორმა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს გაიგოს, რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, ქალაქში თუ უბანში, და მიიღოს ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან.

სოციალური დისტანცირების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა დისტანციური სწავლების მეთოდები. ამ მხრივ თქვენ გაქვთ სიახლე − Feedc Edu. იყენებენ თუ არა უკვე სადმე ამ მეთოდს და რა არის მისი უნიკალურობა და უპირატესობა?

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით სკოლებს ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ სასწავლო პროცესი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დისტანციური სწავლების პლატფორმა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით Feedc Edu ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის.

Feedc Edu-ს შექმნის დროს, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პლატფორმა ყოფილიყო რაც შეიძლება მარტივი და ყველა ტიპის მომხმარებელზე მორგებული.

რამდენად მნიშვნელოვანია „ბილაინის“ მხარდაჭერა თქვენი პროექტისთვის, რა ახალი შესაძლებლობა მოგცათ ამ მხარდაჭერამ და ზოგადად, რას ფიქრობთ ქართული ბიზნესის მიერ სტარტაპების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე?

„ბილაინს“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ სფეროში, რაც Feedc-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება კომპანიის განვითარებასა და გადაწყვეტილებების უფრო თავდაჯერებულად მიღებაში.

როგორ და საიდან შეგვიძლია პროგრამის ჩამოტვირთვა ჩვენს სმარტფონებში?

Feedc-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდით, ისე iOS-სისტემებზე და ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდის გამოყენებაც.

აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული გახლავთ: Download.feedc.com

ვებგვერდის მისამართი: Feedc.com

რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები და ვერ/არ იწყებენ მათ განხორციელებას?

როგორი ამბიციური და რთული იდეაც უნდა იყოს, ყველა პროექტი პატარა ნაბიჯების გადადგმით იწყება, ამიტომ სწორედ ეს არის მთავარი.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დაგეგმეთ მოგზაურობა Top Travel-თან ერთად

#OK! დაგეგმეთ მოგზაურობა Top Travel-თან ერთად

February 6, 2023
#OK! ჰეილი ბოლდვინის ქუჩის სტილი! მოდელი Sandy Liang-ის ძვირადღირებული მოსაცმელით!

#OK! ჰეილი ბოლდვინის ქუჩის სტილი! მოდელი Sandy Liang-ის ძვირადღირებული მოსაცმელით!

April 4, 2021
#OK! MONNALISA უკვე საქართველოშია!

#OK! MONNALISA უკვე საქართველოშია!

September 17, 2024
#OK! შეუდარებელი ჰეილი ბიბერი Elle-ის ახალი ნომრისთვის!

#OK! შეუდარებელი ჰეილი ბიბერი Elle-ის ახალი ნომრისთვის!

March 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები