• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფავორიტი სტილი – 30 წელი ქართულ ბაზარზე და ლიდერი პოლიგრაფიის სფეროში

February 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

30 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პოლიგრაფიული საწარმო, „ფავორიტი სტილი“ მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურება. კომპანია პარტნიორებს სთავაზობს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ოფსეტი
  • გოფრირებული და მყარი ყუთები
  • პრემიუმ ხარისხის ყუთები
  • ტექსტილი
  • ქაღალდის ჩანთები
  • გარე რეკლამა
  • თვითწებადი და არათვითწებადი ეტიკეტები
  • რბილი შეფუთვა
  • წიგნი და პრესა
  • პრომოაქსესუარები

„ფავორიტი“ უკვე სამი ათეული წელია არის ლიდერი კომპანია, რომელიც გამოცდილი კადრებისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით გამოირჩევა ოპერატიულობით, ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასებით. ამას გარდა, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ტენდერებში, ამ მიმართულებით ყოველწლიურად ასობით მასშტაბურ, წარმატებულ პროექტს ახორციელებს.

სტამბა „ფავორიტი“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს – 30 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საწარმო იზრდება, ტერიტორიაზე უკვე აშენდა ახალი 3-სართულიანი შენობა, რომლის მოცულობა 5000 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ შენობაში სრულიად ახალი თანამედროვე დანადგარები განთავსდება. მოეწყობა სასაწყობე სივრცეც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ადგილზე იყოს მასალების კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დამკვეთის პროდუქციის ხანგრძლივად შენახვა და ეტაპობრივი მიწოდება.

„ფავორიტის“ შესახებ გვიამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი, ნათია გულორდავა.

 

 

ნათია გულორდავა: „ფავორიტი“ არის ინოვატორი კომპანია, რომელიც მუდმივად ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომელსაც შემდგომ სხვა კომპანიებიც ითვალისწინებენ. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, რადგან კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ჩვენი სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვიცით, რა სჭირდებათ ჩვენს პარტნიორებს იმისთვის, რომ მათი ბრენდი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. ჩვენ მათ ვთავაზობთ სრულიად ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მათი ბრენდი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდეს.

პარტნიორებთან მუდმივი, მჭიდრო კომუნიკაცია არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ისევე, როგორც ნებისმიერი სფერო, ჩვენი მიმართულებაც ძალიან სწრაფად ვითარდება. „ფავორიტი“ მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს ამ ტემპს და შესთავაზოს დამკვეთს გამორჩეული პროდუქტი სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო სტამბა „ფავორიტის“ ახალი ფილიალი – 2024 წლის ზაფხულში „ფავორიტი“ გასცდა თბილისის საზღვრებსაც. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მსგავსი მასშტაბის პოლიგრაფიული წარმოება რეგიონში გაიხსნა. დამკვეთებს უკვე კახეთში, კერძოდ კი თელავში შეუძლიათ მიიღონ ჩვენი მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით.

როგორ უწყობს ხელს „ფავორიტი სტილი“ ქართულ წარმოებას?

3 ათეული წელია, რაც ბაზარზე ვართ და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ წარმოებას განვითარებაში მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს. ყოველთვის ვუდგავართ გვერდში მცირე ბიზნესს. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მხარდაჭერა სწორედ სტარტაპერებს სჭირდებათ, რათა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ და იმ სირთულეებმა, რომელიც ახალი ბრენდის გამოჩენას თან სდევს, არ შეაფერხოს მათი საქმიანობა. „ფავორიტის“ გუნდი მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

სოციალური პასუხისმგებლობა

„ფავორიტი“ არის ლიდერი კომპანია, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ მაგალითი როგორც უშუალოდ ჩვენი კონკურენტებისთვის წარმოების მიმართულებით, ისე ზოგადად საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესისთვის. გასულ წელს დავასრულეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი და ფავორიტში 1 000 კვტ სიმძლავრის მზის პანელების სადგური მოეწყო. აღნიშნული სამუშაო საშუალებას იძლევა, წლის განმავლობაში 1 250 000 კვტ ენერგია გამოვიმუშაოთ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ინფრასტრუქტურულმა სამუშაო კომპანიამ „მზიანი ველი“ განახორციელა.

დღეს მსოფლიო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უმსხვილესი სტამბა რეგიონში, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ რეალობას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გლობალური საკითხების გადაჭრაში, როგორიც გარემოზე ზრუნვაა.

სამომავლო გეგმები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დანადგარების, პროფესიონალი კადრებისა და ავტომატიზებული პროცედურების დახმარებით, „ფავორიტი“ ნამდვილად ევროპული სტანდარტების შესაბამის კომპანიად იქცა. ამის დასტურია ჩვენი ბოლოდროინდელი მიღწევები ექსპორტის ბაზარზე. რამდენიმე წელია „ფავორიტი“ გასცდა საქართველოს საზღვრებს და უკვე კონკურენციას უწევს ადგილობრივ კომპანიებს ევროპისა და აზიის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში.

სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც, დარწმუნებული ვართ „ფავორიტი“ საკუთარ სათქმელს უცხოურ ბაზარზეც იტყვის და ქვეყნის გარეთაც მოიპოვებს ნდობას, რომელიც ჩვენი წარმატების მთავარი გასაღებია. „ფავორიტი“ საზღვრებს გარეთაც გახდება სტამბა, რომელსაც ენდობიან.

ფოტო: თაშო პარკაია

ასევე გაეცანი

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025
#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე…  16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს
ინტერვიუ

#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე… 16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს

August 10, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი
OK! Business

#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! და-ძმა ჩარკვიანები – ნანა ჩარკვიანის ახალი ფოტოები ძმასთან ერთად

#OK! და-ძმა ჩარკვიანები – ნანა ჩარკვიანის ახალი ფოტოები ძმასთან ერთად

January 11, 2023
#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

June 6, 2024
#OK! ტიფლის ოპერა – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო ქალაქის შუაგულში

#OK! ტიფლის ოპერა – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო ქალაქის შუაგულში

June 6, 2023
#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სოზენის გადაღებებზე დააფიქსირეს

#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სოზენის გადაღებებზე დააფიქსირეს

May 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

August 16, 2025
#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

August 17, 2025
#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

August 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები