• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! EMOCIA WINES გულით სატარებელი ქართული ვაზის ისტორია

April 5, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

Emocia Wines − ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ნატურალური ქვებისგან ქმნის ღვინოსა და ყურძენთან ასოცირებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. ბრენდის მიზანია, საქართველოს კულტურა და ისტორია მთელ მსოფლიოს გააცნოს და წარმოუდგინოს, როგორც ღვინის სამშობლო, თავისი უნიკალური ყურძნის ჯიშებით, რომლებსაც 8000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელ თამუნა აბულაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს Emocia Wines-ის მიზნებისა და დატვირთვის შესახებ.

თამუნა, გვიამბეთ, როგორ გაჩნდა Emocia Wines-ის დაარსების იდეა?

Emocia Wines-ამდე იყო Emocia Handmade Jewellery, რომელიც დღემდე აწარმოებს ნატურალური ქვებისგან შექმნილ ხელნაკეთ სამკაულებს როგორც ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის. შესაბამისად, ძალიან ფართო ასორტიმენტია ჩვენთან წარმოდგენილი. ამ ბრენდის ჩამოყალიბებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, შარშან, პანდემიის დაწყების პერიოდში გაჩნდა ახალი ბრენდი − Emocia Wines, სადაც წარმოდგენილია ასევე ნატურალური ქვებისგან შექმნილი აქსესუარები ყურძნის ბროშების სახით. ეს ნამუშევრები წარმოადგენს ქართული ენდემური ვაზის ჯიშების ანალოგს. მათგან ბევრია გადაჯიშების პირას არსებული, რომელთა თავიდან გამრავლება და დარგვა ახლა დაიწყეს.

 

 

როგორ გაგიჩნდათ ამ სფეროს მიმართ ინტერესი?

დავამთავრე ღვინის სკოლა და მომენიჭა ღვინომცოდნეს სტატუსი. ძალიან ხშირად დავდიოდი პრაქტიკებზე დეგუსტაციებზე. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ღვინო მქონოდა, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ რადგანაც უკვე მქონდა შეხება სამკაულებთან, სწორედ ეს აქსესუარები ვაქციე ყურძნებად და ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ საკუთარი ყურძნის ვენახი შევქმენი ჩემი ბრენდის სახით.

დიდხანს ვმუშაობდი კომპანიაში ბიზნესმიმართულებით, ხელოვნებასთან არასოდეს მქონია შეხება და ბოლო ორ წელიწადში რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი და სტილი. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები და ბევრი რამის აღქმის ნიჭი მქონია.

რა იყო თქვენი ძირითადი მიზანი?

Emocia Wines − ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ხაზი და მიმართულება. მიზანიც სწორედ ის იყო, რომ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ყურძნის ზუსტი ანალოგი ვიზუალურად.

ყველა ყურძენს მოყვება საკუთარი პასპორტი, სადაც აღწერილია ბრენდის მოკლე და ყურძნის ჯიშის ისტორია, რომლის ანალოგსაც წარმოადგენს აქსესუარი. პასპორტები დამზადებულია 8 სხვადასხვა ენაზე: ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. ანუ, ყველა ტურისტი მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე იძენს აქსესუარს თავის პასპორტთან ერთად.

სად შეგვიძლია აქსესუარების შეძენა?

პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, თუმცა აქსესუარები წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით, ისეთ სასტუმროებში, როგორებიცაა: Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate, Lopota Lake Resort & Spa, Chateau Mere, Old Telavi Resort & Spa Zuzumbo, 17 Rooms, Wine Library და Zala Restaurant & Cellar-ში. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე სასტუმროსთან და საზოგადოებას კიდევ უამრავ სიახლეს შევთავაზებთ.

 

 

გვესაუბრეთ ნიშაზე, რომელიც თქვენს ბრენდს უპირატესობას ანიჭებს.

უპირატესობა და ნიშა ის არის, რაც ჩვენს ბრენდს ყველაზე უკეთ გამოხატავს. თითოეული აქსესუარი საქართველოს ვაზისა და მეღვინეობის ისტორიას უყვება საზოგადოებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქსესუარები გათვლილია როგორც უცხოელ ტურისტებზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე.

და მაინც, ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ საშუალო ასაკს გადაცილებული მეღვინე ქალბატონები დაინტერესდებოდნენ ჩვენი ბრენდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი აქტიური მომხმარებლები გახდნენ ყველა სეგმენტის წარმომადგენელი ადამიანები, მათ შორის − მამაკაცებიც.

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს უცხოეთიდან, ამიტომ ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გავიტანოთ. უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენს აქსესუარებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ აქსესუარს. გვინდა, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც გავაცნოთ და ამით პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი.

ასევე, ვმუშაობთ ორ ახალ პროდუქტზე, რომლებიც საქართველოში ფაქტობრივად არ არის. წლის ბოლომდე ძალიან საინტერესო ამბები გვექნება.

 

FB: Emocia Wines • ღვინის ემოცია / Georgia – Motherland of Wine

Insta: emocia_wines

Tel: 577 00 09 05

ასევე გაეცანი

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია
Fashion

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

September 12, 2023
#OK! 7 სექტემბერს ქართველი დიზაინერების მონაწილეობით მოდური Pop Up ღონისძიება გაიმართება
Fashion

#OK! 7 სექტემბერს ქართველი დიზაინერების მონაწილეობით მოდური Pop Up ღონისძიება გაიმართება

September 8, 2023
#OK! თათო გოგოლაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში
Fashion

#OK! თათო გოგოლაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში

August 29, 2023
#OK! “ჭკვიანი ქალი შეიძლება იყოს სექსუალური, შიშველი, მას შეუძლია იყოს ის, რაც უნდა” – მიუჩია პრადა
Fashion

#OK! “ჭკვიანი ქალი შეიძლება იყოს სექსუალური, შიშველი, მას შეუძლია იყოს ის, რაც უნდა” – მიუჩია პრადა

August 29, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ხაზების სიზუსტით შექმნილი პერსონაჟები და ფერებად ქცეული გრძნობების არსი

#OK! ხაზების სიზუსტით შექმნილი პერსონაჟები და ფერებად ქცეული გრძნობების არსი

May 4, 2023
#OK! იმოგზაურეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით „დინა თრეველთან“ ერთად

#OK! იმოგზაურეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით „დინა თრეველთან“ ერთად

August 6, 2021
#OK! „იცოდეთ თქვენი უფლებები და მოითხოვეთ ისინი“ – ანჯელინა ჯოლის წიგნი, რომლითაც ვარსკვლავი ბავშვთა უფლებების დასაცავად იბრძვის

#OK! „იცოდეთ თქვენი უფლებები და მოითხოვეთ ისინი“ – ანჯელინა ჯოლის წიგნი, რომლითაც ვარსკვლავი ბავშვთა უფლებების დასაცავად იბრძვის

March 12, 2023
#OK! ქართველი მომღერლები 6 მარტს კრემლში იმღერებენ

#OK! ქართველი მომღერლები 6 მარტს კრემლში იმღერებენ

March 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023
#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

September 21, 2023
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

September 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები