• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ეკოლოგია – განახლებადი ენერგია

November 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. მართლაც, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტისა თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუნქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება. პლანეტის შეზღუდული რესურსების, ენერგიის ახალი და ალტერნატიული წყაროების ძიება და გამოყენება უხსოვარი დროიდან მოყოლებული, კაცობრიობის ფიქრისა და განსჯის საგანს წარმოადგენს. განახლებადი ენერგორესურსები მოიცავს ქარისა და მზის ენერგიას, ჰიდრორესურსს, ზღვის მოქცევა/მიქცევის, ასევე გეოთერმულ და ბიოენერგიას. განახლებადი ენერგიის მიმართ მაღალი ინტერესი გამოწვეულია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე. დღევანდელ დღეს ეს თემა აქტუალურია როგორც მოწინავე, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

რატომ განახლებადი ენერგია?

იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის მოსახლეობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, ასევე, წლიდან წლამდე უმჯობესდება მსოფლიოში ცხოვრების დონე, ენერგიის მოხმარება სულ უფრო იმატებს. განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამოუწურავია, განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა). ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგიის განახლებადი წყაროების უდიდეს მნიშვნელობას.

განახლებადი ენერგია არის რესურსი, რომლის მუდმივად გამოყენება და შევსება შესაძლებელია, როგორც წესი, ბუნებრივი რეგენერაციული წყაროებიდან ან ბუნებრივი გარემოსდაცვითი პროცესებიდან, როგორიცაა წყლის ენერგია, ტალღების ენერგია, მზის ენერგია, ქარის ენერგია, გეოთერმული ენერგია, ბიომასის ენერგია.

მათგან ყველაზე პოპულარულია მზის ენერგია (Solar energy). მზის ენერგიის გამოყენება შეიძლება ორგვარად: ერთი მხრივ, ის შეიძლება გარდავქმნათ სითბოდ, ხოლო მეორე მხრივ − პირდაპირ ელექტროენერგიად. არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიური მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სახის სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებას. მისი მაგალითია საცხოვრებელი სახლების ისეთი დაპროექტება, რომ მზის ენერგია ეფექტიანად იქნას გამოყენებული. მზის ენერგიის გამოყენების აქტიური მეთოდი კი მზის პანელებია. მათი საშუალებით შესაძლებელია არა მარტო წყლის გაცხელება, არამედ ელექტროენერგიის მიღება.

 

ჩატარებული კვლევების თანახმად, „ყოველ საათში დედამიწაზე მზის იმდენი ენერგია აღწევს, რაც ერთი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი. მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე მეტად გავრცელებულია გერმანიაში − ქვეყნის ენერგიის 22% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღება, საიდანაც მეოთხედი მზის ენერგიაა“.

საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს განახლებადი ენერგიის ტრანსფორმაციით მიღებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი. ეს კი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მთლიანად რეგიონში. ხსენებული უპირატესობა შეგვიძლია ორ მნიშვნელოვან ასპექტად განვიხილოთ:

  1. ენერგოდამოუკიდებლობა, რაც მეტად არსებითია პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეგიონში;
  2. ეკონომიკური სარგებელი − ქვეყნის შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენს ქვეყანას გაზის ენერგიის გამოყენების საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს − უფრო უკეთესი, ვიდრე გერმანიას ან დიდ ბრიტანეთს. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის სტრატეგია არაა მიმართული ენერგიის გენერაციის ხელშეწყობისაკენ. მოსახლეობაში ცნობადობა დაბალია მსგავსი ტიპის სისტემების არსებობასა და გამოყენებაზე. მუდმივი არასტაბილურობის განცდის პირობებში, რთულია გრძელვადიანი გათვლა და თანხის დაბანდება რაიმე ახალში, რაც მომავალში დიდ სარგებელს მოიტანდა.

 

Nuclear power plant after sunset. Dusk landscape with big chimneys.

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გრინჰილ რეზიდენსი – სამომავლო გეგმები და სპეციალური შემოთავაზება 15 მაისამდე

#OK! გრინჰილ რეზიდენსი – სამომავლო გეგმები და სპეციალური შემოთავაზება 15 მაისამდე

May 7, 2021
#OK! „გარდენიე“, „ნინიას კოტეჯები“ – სიყვარულით აგებული ზღაპრული გარემო

#OK! „გარდენიე“, „ნინიას კოტეჯები“ – სიყვარულით აგებული ზღაპრული გარემო

October 17, 2024
#OK! „როცა ფოტოაპარატს ხელში ვიღებ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები“

#OK! „როცა ფოტოაპარატს ხელში ვიღებ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები“

June 8, 2023
#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები