• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

October 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ალბათ, ბავშვობაში ყველას გვეკითხებოდნენ, თუ რა პროფესიის გვინდოდა გამოვსულიყავით, როდესაც გავიზრდებოდით. ჩემი დღევანდელი რესპონდენტის პასუხი ამ კითხვაზე იყო – ექიმი. ასეც მოხდა, ექიმობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, პაციენტებზე ზრუნვა კი მისი ყოველდღიურობა. ხშირად უკითხავს საკუთარი თავისთვის – რას ნიშნავს იყო ექიმი? პასუხი ყოველთვის უცვლელია, კარგ ექიმს პროფესიონალიზმთან ერთად გულისხმიერება და პაციენტისადმი კეთილგანწყობა მოეთხოვება. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ თავისი საქმის პროფესიონალს, ექიმ-ოტორინოლარინგოლოგს, მედიცინის დოქტორს ხათუნა ჩიტაძეს.

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

მახსოვს, ბავშვობაში მეგონა, რომ ექიმს სიხარული და ბედნიერება მოჰქონდა ადამიანებისთვის, რადგან ექიმის მოსვლის შემდეგ ჩემი ახლობლების მდგომარეობა უმჯობესდებოდა და მათ სახეზე კვლავ ბედნიერ ღიმილს ვხედავდი. ეს წარმოდგენა ჩემს ქვეცნობიერში წლებთან ერთად ღვივდებოდა, სკოლის დამთავრებისას კი მკაცრად გადავწყვიტე ექიმი გამხდარიყავი. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რამდენჯერმე შევიცვალე აზრი, კონკრეტულად რა პროფილის ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა საბოლოოდ მაინც ოტორინოლარინგოლოგიის სპეციალობამ გაიმარჯვა და დღეს ვფიქრობ, რომ სწორად შევარჩიე პროფესია. მიუხედავად მძიმე და შრომატევადი მუშაობისა, ეს ზუსტად ის საქმეა, რასაც მთელი სულითა და გულით ვემსახურები.

 

რა ადგილი უჭირავს პროფესიას თქვენ ცხოვრებაში?

პროფესიას ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ადგილი უჭირავს. როდესაც ჩემი გოგონა პატარა იყო, სულ ეჭვიანობდა პაციენტებზე, ფიქრობდა, რომ ისინი უფრო მეტად მიყვარდა, ვინაიდან დღის უდიდეს მონაკვეთს მათზე ზრუნვაში ვატარებდი. დღეს ჩემი ანანო დიდი გოგოა და უკვე ესმის, რომ დედას მარტივი პროფესია არ აქვს და თავადაც მეხმარება მორალურად, ფიზიკურად, რათა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, რასაც პაციენტზე ზრუნვა ჰქვია.

 

 

იყო ექიმი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო კარგი ექიმი, ნიშნავს…

გეთანხმებით, ექიმობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, კარგი ექიმი კი ნიშნავს პროფესიონალიზმთან ერთად გულისხმიერებასა და პაციენტისადმი კეთილგანწყობას. ექიმთან მოსული პაციეტი, ბუნებრივია, ემოციურად დატვირთულია. ტკივილის, დისკომფორტის, ტემპერატურისა და სხვა მრავალი ჩივილის ფონზე სხვანაირად წარმოუდგენელია, ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც უფრო გულისხმიერად და სიყვარულით მივუდგებით ჩვენ პაციენტებს, ისინი მით უფრო დადებითად დაიმუხტებიან და დადებითი ემოციური განწყობა, მკურნალობის პარალელურად, მათ გამოჯამრთელებაშიც დაგვეხმარება.

 

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

პაციენტები, რომლებმაც არაერთი დაწესებულება შემოიარეს და მოვიდნენ ჩემთან, როგორც ბოლო იმედთან. აი, სწორედ ეს პაციენტები მაიძულებენ ჩავრთო ჩემი შესაძლებლობების ყველა რესურსი და მივიღო სასურველი შედეგი, რათა მათი გაბრწყინებული თვალები დავინახო. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ამ სასურველ შედეგამდე მისასვლელი გზაა, რომელსაც ექიმი ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე იკვალავს.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

ყოველი რთული პაციენტის გამოჯამრთელება ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა მუშაობის პროცესში.

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი

ჩემი ოჯახი ჩემი გოგონა ანანოა. ის არის ჩემი დიდი მეგობარი, მესაიდუმლე და ყოველდღე უფალს მადლობას ვეუბნები იმ დიდი ბედნიერებისთვის, რომელიც ანანოს სახით მაჩუქა.

ჩემი ანანო წელს ჩაირიცხა ინგლისურენოვან დიზაინზე, აქვს დიდი გეგმები და, რა თქმა უნდა, მე ყველანაირად გვერდში დავუდგები.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის ჯილდო, რომელიც „მედია გლობალ ჯგუფისგან“ გადმოგეცათ?

თავისთავად, ძალიან სასიამოვნოა. ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც ეს ჯილდო წილად ხვდა. ეს ხომ ჯადოსნური ჯილდოა, რომელიც სიყვარულის, დაფასებისა და წარმატების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მადლობა „მედია გლობალ ჯგუფს“ ასეთი დაფასებისთვის.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

სწავლას, თავდაუზოგავ შრომას, მიზანდასახულობასა და ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის აუცილებლად მოაქვს წარმატება. ამიტომ არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ!

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! 54 წლის ასაკშიც შესაძლებელია ძალიან კარგად გამოიყურებოდე
ინტერვიუ

#OK! 54 წლის ასაკშიც შესაძლებელია ძალიან კარგად გამოიყურებოდე

December 5, 2023
#OK! ბებიები და ბაბუები – უპირობო სიყვარულის საუკეთესო მაგალითები
ინტერვიუ

#OK! ბებიები და ბაბუები – უპირობო სიყვარულის საუკეთესო მაგალითები

December 5, 2023
#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე
ინტერვიუ

#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე

December 4, 2023
#OK! გამორჩეული ჯილდო
ინტერვიუ

#OK! გამორჩეული ჯილდო

December 4, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! თერმოინდუსტრია – ხარისხის 10-წლიანი ისტორია

#OK! თერმოინდუსტრია – ხარისხის 10-წლიანი ისტორია

November 3, 2022
#OK! როგორ მიულოცა ლიზა ყენიამ მაია ჯაბუას დაბადების დღე!

#OK! როგორ მიულოცა ლიზა ყენიამ მაია ჯაბუას დაბადების დღე!

May 9, 2023
Serefando – კომფორტული და ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმელი

Serefando – კომფორტული და ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმელი

March 16, 2022
#OK! თანათა – თანამედროვე სტილის პლუს-ზომის სამოსი ქალბატონებისთვის

#OK! თანათა – თანამედროვე სტილის პლუს-ზომის სამოსი ქალბატონებისთვის

March 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! დემეტრე (დემე) ზოიძის Story…

#OK! დემეტრე (დემე) ზოიძის Story…

December 2, 2023
#OK! „ქართველებო ამერიკაში“ – ნინი ბრეგვაძე მიმართვას ავრცელებს!

#OK! „ქართველებო ამერიკაში“ – ნინი ბრეგვაძე მიმართვას ავრცელებს!

December 3, 2023
#OK! ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე

#OK! ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე

November 29, 2023
#OK! ყვავილების ქვეყანა

#OK! ყვავილების ქვეყანა

December 4, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები