• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ძველი შენობის ახალი სიცოცხლე − N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა

February 25, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! „აჭარაბეთის“ ახალი ოფისის შესახებ გიამბობთ, რომლის შენობას სრულიად უნიკალური დატვირთვა აქვს. თავდაპირველად მისი ისტორიით დავიწყოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ თითოეული მკითხველისთვის ძალიან საინტერესო წასაკითხი იქნება. შემდეგ კი უშუალოდ შენობის სტრუქტურაზე ვისაუბროთ, რაც დღევანდელ ქართულ რეალობაში მიღწევადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

მაშ ასე, დავიწყოთ… კონსტრუქცია 1928-1930-იან წლებში აშენდა, როგორც თბილისის #1 პურის ქარხანა და იგი არქიტექტორმა ი. ნესტეროვმა დააპროექტა. შენობა ქართული კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ ობიექტს წარმოადგენს. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქარხანა შეუფერხებლად ფუნქციონირებდა, ხოლო 1990-იანი წლებიდან ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო.

2 წლის წინ კი, „აჭარაბეთმა“ „აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე რომ, ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში ახალი სიცოცხლე შემოვიდა და თბილისს თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.

 

 

გაინტერესებთ რატომ არის ოფისი განსაკუთრებული? ალბათ იმიტომ, რომ „პურის ქარხანა“ წარმოადგენს ფასეულობას ქართული კონსტრუქტივიზმისთვის, რამდენადაც საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციაა, რომლის სრულად შენარჩუნება განხორციელდა და ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით, მოეწყო საერთოდ ახალი ტიპის, ახალი გამოცდილების საოფისე სივრცე. შენობას მაქსიმალურად შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, გუნდი ყოველ ეტაპზე ცდილობდა ყველა დეტალის რესტავრირებას და შენარჩუნებას.

ახლა კი უშუალოდ შენობის სტრუქტურაზე ვისაუბროთ. ეს ადგილი იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია − მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, მათი კულტურის ორგანული ნაწილია. დამეთანხმებით, ეს ფაქტორი ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს წარმატებით განსახორციელებლად.

ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები. აქვს სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co-Working-ის სივრცეში), რათა თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.

ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი იმისათვის, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად მოეწყოს. დამონტაჟებულია 200X120 ინჩის ეკრანი კინოკლუბისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობის/ღონისძიების სანახავად. იგეგმება სხვადასხვა სამაგიდო თამაშისა და სხვა ტიპის ტურნირების მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე.

ვინაიდან განვითარება კომპანიის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგსივრცის მოწყობასაც. აქ განთავსებულია სპეციალიზებული ავეჯი, უახლესი მოდელის Smart Board, რომელიც ინტეგრირებულია Cisco Webex-თან, რაც იძლევა დისტანციურად ინტერაქტიული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას. ეს თავის მხრივ იძლევა საშუალებას ტრენინგები და სხვა სასწავლო კურსები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართოს. რაც მთავარია, შენობა მხოლოდ სამსართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის Flat management-სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერი ხელმისაწვდომია და მათთან კომუნიკაცია ყოველგვარი ფორმალური იერარქიის დაცვას მოკლებულია. შენობის სრული მართვა ხორციელდება ავტომატიზაციის საუკეთესო გამოცდილებისა და ხარისხის მქონე smart building management-სისტემებით.

ოფისის სივრცეები პირობითად დაყოფილია ბიზნესმიმართულებებად, რათა ფუნქციურად დაკავშირებულმა გუნდებმა ერთად შეძლონ მუშაობა. ოფისში განთავსებულია სხვადასხვა ფუნქციური სივრცე, მაგალითად, არის დიდი საერთო სამუშაო სივრცე (სადაც თანამშრომელს შეუძლია, გადაადგილდეს თავისი სამუშაო სივრციდან განსხვავებულ სივრცეში, განტვირთვის და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის), ამასთანავე, მოქმედებს თავისუფალი სამუშაო ადგილის პრინციპი (Free-Desk Policy). არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამუშაო ადგილი კონკრეტული თანამშრომლისათვის, სამუშაო ადგილები არ არის პერსონიფიცირებული. შესაბამის ბიზნესმიმართულების სივრცეში, ყოველი თანამშრომელი თავისუფალია აირჩიოს კონკრეტულ დღეს რომელ ადგილზე იმუშავებს. ასევე, ყოველ სივრცეში განთავსებულია სიმაღლის ავტომატურად რეგულირებადი, მეხსიერებიანი სამუშაო მაგიდები, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ დაარეგულირონ სამუშაო მაგიდის ზედაპირი, მათ შორის ისეთ სიმაღლეზე, რომ თანამშრომელმა დღის გარკვეულ მონაკვეთში, სურვილისამებრ შეძლოს მუშაობა ფეხზე მდგარ პოზიციაში. ოფისში განთავსებულია შეხვედრების 21 სხვადასხვა ტიპის სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილია ყველაზე თანამედროვე ვიდეო საკონფერენციო სისტემებით. ამ სივრცეებში განათება რეგულირდება ავტომატურად ფიზიკური/ვირტუალური შეხვედრის მიხედვით.

 

 

სამუშაო პრინციპების გათვალისწინებით, გარდა სამუშაო ადგილისა, თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებული კონცენტრაცია ესაჭიროებათ, დღის განმავლობაში შეუძლიათ სამუშაო პროცესი განახორციელონ სრულიად განსხვავებული, განცალკევებული კუნძულიდან (Quite-Pod), ხოლო თუ კოლეგებს, 2-4 პირს, რაიმე საკითხზე აქვთ სასაუბრო, მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალური სივრცე − Agile Booth-ები. ყოველი მათგანს აქვს თანამედროვე აკუსტიკური, ხმის ჩამხშობი ფილები. „აჭარაბეთის“ მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობაა, სწორედ ამიტომ, ერგონომიული გარემოს მოწყობა ოფისის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. საოფისე ავეჯი არის სრულად ერგონომიული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის კომფორტზე. შეირჩა ახალი ტიპის, ანუ განსხვავებული სამუშაო პროცესის წარსამართი Agile-ავეჯი, რისთვისაც შერჩეულ იქნა საოფისე ავეჯის მწარმოებელი გლობალური ბრენდები − Ahrand, Techo და Humanscale-ი.

შენობაში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც დაგეგმილი და მორგებულია ყოველი სამუშაო ადგილისათვის, რათა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ადგილის განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux). განათების სისტემა რეგულირდება სივრცეებისა და იზოდინამიკის შესაბამისად. შენობაში არსებობს რეკუპერაციის (ჰაერცვლის) უნიკალური სისტემა, რომელიც ახდენს ჰაერის სრული მოცულობის ცვლილებას 20 წუთის ინტერვალში, რაც უზრუნველყოფს მუდმივად სუფთა ჰაერის მოწოდებას.

საინჟინრო სისტემებიდან გამოყენებულია ულტრათანამედროვე, ენერგოეფექტური და თანამშრომლებზე მორგებული, უნიფიცირებული წამყვანი მწარმოებლების მოწყობილობები და დანადგარები. ისეთები, როგორიცაა: Mitsubishi electrics (Japan/Ireland), System Air (Sweden), Willo (Germany), Gira (Germany), RID/Deutz (Germany), Eaton (USA), Shrack (Austria), Schneider (Germany), Bellimo (Switzerland), Cisco (USA), Fireclass (Italy), Igguzzini (Italy), Satec (Israel), Siemens (Germany/Austria) და ა.შ.

სამუშაოს ასეთი გარემო დასაქმების ქართულ ბაზარზე ინოვაციაა. სამომავლოდ ალბათ ბევრი კომპანია აიღებს მაგალითს და თანამშრომლების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას პირველ ადგილზე დააყენებენ.

 

ასევე გაეცანი

#OK! ინფლუენსერების გავლენა საზოგადოებაზე – რას ამბობენ ფსიქოლოგები?
OK! News

#OK! ინფლუენსერების გავლენა საზოგადოებაზე – რას ამბობენ ფსიქოლოგები?

August 21, 2025
#OK! მოზარდები და ონლაინ თამაშები – რეალური საფრთხე თუ განვითარების საშუალება?
OK! News

#OK! მოზარდები და ონლაინ თამაშები – რეალური საფრთხე თუ განვითარების საშუალება?

August 21, 2025
#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან
Fashion News

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

August 21, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! MYDAY – ყველაფერი თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად

#OK! MYDAY – ყველაფერი თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად

October 13, 2024
#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021
#OK! სტივ ჯობსის ქალიშვილის საიდუმლო ქორწილი – წყვილი, რომელიც ცხენების სიყვარულმა გააერთიანა

#OK! სტივ ჯობსის ქალიშვილის საიდუმლო ქორწილი – წყვილი, რომელიც ცხენების სიყვარულმა გააერთიანა

July 30, 2025
#OK! “ქუჩის სტილის” ინსპირაცია 58 წლის ბრედ პიტისგან

#OK! “ქუჩის სტილის” ინსპირაცია 58 წლის ბრედ პიტისგან

November 28, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

August 21, 2025
#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

August 17, 2025
#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

August 17, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები