• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სიყვარულის გზა და გამარჯვების მწვერვალები – დუდა სანაძე და ანუნა მდივნიშვილი

October 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ყველა დიდი მიღწევა პატარა გადაწყვეტილებებით იწყება – დღევანდელი არჩევანი ხვალინდელ გამარჯვებას ბადებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თუმცა დიდი წარმატება დაუღალავი შრომის გზაზე გადის, იმ გზაზე, რომელსაც თან ახლავს არაერთი დაცემა, ტრამვა თუ წინაღობა. სპორტული გამოწვევები კი კიდევ უფრო დიდ ემოციებსა და მოტივაციაზე გადის. მით უფრო, როდესაც სპორტულ კარიერას თან ოჯახური ცხოვრებაც ახლავს. მათ შორის ბალანსის დაჭერა კი არც ისე მარტივია. მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად გქონდეს ჯანსაღი სპორტული ამბიციები, ოჯახური სიყვარული და შინაგანი სიმტკიცე – ამ ისტორიის მთავარი გმირები კი კალათბურთელი დუდა სანაძე და მისი მეუღლე ანუნა მდივნიშვილი არიან.

 

 

როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება დღეს? დუდას საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს. ასეთი რეჟიმი საკმაო ენერგიასა და დროს მოითხოვს და ალბათ ასეთ დროს მნიშვნელოვანი როლი აქვს ოჯახის მხრიდან მხარდაჭერას.

დუდა: რა თქმა უნდა, ძალიან რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ დიდი დრო დავუთმო ოჯახს, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩემი ოჯახიც ხელს მიწყობს იმაში, რომ ვარჯიშებსა და თამაშებზე სრული ენერგიით ვიყო. ამიტომ მადლობა ჩემს ოჯახს ამისთვის.

ანუნა: როცა დუდას ცოლად გავყევი, წინასწარ მქონდა გაანალიზებული მისი დატვირთული გრაფიკი და, შესაბამისად, მზად ვიყავი ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, რა თქმა უნდა, თანაცხოვრებასთან ერთად უფრო კარგად გავიაზრე, თუ რამდენად რთულია სპორტსმენის ცხოვრება და პარალელურად – სპორტსმენის ცოლის ცხოვრებაც. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოც არის, რადგან მრავალფეროვანია ჩვენი ყოველდღიურობა. დუდა ისეთი ადამიანია, რომ, მიუხედავად ასეთი გადატვირთული რეჟიმისა, ვარჯიშების შემდეგ სახლში დაბრუნებულიც, სავსეა ენერგიით – არ გვაკლია მისი ყურადღება არც მე, არც ბავშვებს და არც მის მეგობრებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო მამაა. ეს თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ მადლიერი ვარ მისი.

ანუნა, ყველაზე დასამახსოვრებელი ოჯახური მოგონება რა არის თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში?

ანუნა: ასეთი დასამახსოვრებელი მოგონება საკმაოდ ბევრი გვაქვს. თუ მათგან ერთი უნდა გამოვყო, ალბათ ჩვენი გაცნობის ისტორიას ავირჩევდი. სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ იყო ხელის თხოვნის დღე. ეს დუდას დაბადების დღეზე მოხდა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ. შემდეგ დავქორწინდით, რაც ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისი იყო. მერე, რა თქმა უნდა, ბავშვების დაბადება. ეს ყველაფერი უდიდესი და დაუვიწყარი მომენტებია, მაგრამ მაინც ჩვენს გაცნობას გამოვარჩევდი, რადგან ჩვენი დღევანდელი ცხოვრება სწორედ ამ დღის დამსახურებაა.

დუდა, რამ განაპირობა შენი არჩევანი, ყოფილიყავი კალათბურთელი და იყავი თუ არა შენს არჩევანში თავისუფალი?

სპორტულ ოჯახში დავიბადე, ამიტომ სხვა არჩევანი არც მქონდა. ჩემი პირველი სათამაშო კალათბურთის ბურთი და ფარი იყო. შესაბამისად, გარემომ დიდი როლი ითამაშა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ კალათბურთელი უნდა გამოვსულიყავი. თუმცა როდესაც ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან სწავლის გასაგრძელებლად შემოთავაზებები მივიღე, სერიოზულად დავფიქრდი. მივხვდი, რომ კალათბურთის გარდა სხვა პროფესიაც უნდა მქონოდა, ამიტომ სწავლა ამერიკაში, სან-დიეგოს უნივერსიტეტში განვაგრძე. თუმცა კალათბურთი ყოველთვის ჩემს მთავარ საქმიანობად მიიჩნევა.

 

 

ანუნა, შენ როგორ უყურებ დუდას პროფესიულ ცხოვრებას და როგორია შენი მხარდაჭერა მის მიმართ?

სპორტსმენის ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და დატვირთულია. ხანდახან მეტიც – ეს არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების სტილია. ამ გზაზე კი მე დუდასთვის, მეორე ნახევრის გარდა, ასევე ვარ მეგობარიც, ფსიქოლოგიც… შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ როლს ირგებ და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის უამრავი სირთულე. მასთან ერთად მიწევს ყოველი ტრამვის, სტრესის თუ დაცემის გადალახვა. ყველა ამ გამოწვევასა და წინაღობას ერთად ვლახავთ და, სხვათა შორის, კარგადაც გამოგვდის.

დუდა, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა შენს სპორტულ კარიერაში? და როგორ გადალახე ის?

სპორტში ყოველი დღე გამოწვევაა – ყოველი ვარჯიში, ყოველი თამაში. ყოველდღე უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რათა შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები გვაძლევს მოტივაციას, რომ მომავალში უკეთესად ვითამაშოთ. თუმცა ალბათ ყველაზე რთული სპორტული ტრამვებია, რომელიც ჩემს კარიერაში საკმაოდ ბევრი იყო. ძალიან ძნელი იყო ამ ტრამვებიდან დაბრუნება. ასეთ დროს ფიზიკურ მზაობასთან ერთად ფსიქოლოგიური სიმტკიცეც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოწვევებს გუნდურ ასპექტში, ჩვენ უკვე ისტორია დავწერეთ და ევროპაზე მოვხვდით, თუმცა აქ გაჩერება არ გვინდა და მზად ვართ უფრო დიდ გამოწვევებს შევეჭიდოთ. ამ ჩემპიონატზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საკალათბურთო ელიტას მივეკუთნებით.

ანუნა, როდესაც ესწრები დუდას თამაშებს, როგორია ამ დროს შენი ემოციური მდგომარეობა?

თამაშების დროს ვცდილობ თავშეკავებულად მოვიქცე, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან ვღელავ. ხშირ შემთხვევაში ემოციების გაკონტროლება მიჭირს და გადამწყვეტ მომენტებში ტრიბუნიდან გავდივარ კიდეც.

 

 

ვიდრე დუდა გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში, ადევნებდი თუ არა თვალს კალათბურთს?

სიმართლე გითხრათ, არ ვადევნებდი კალათბურთს თვალს და ახლა ძალიან ვნანობ. დუდას გაცნობის შემდეგ კი იმდენად ჩავერთე საკალათბურთო ცხოვრებაში, რომ გასული წლების დანაკლისი ერთიანად ავინაზღაურე. არ ვარ მიკერძოებული და თამამად ვამბობ, რომ ეს სპორტი არის გამორჩეული, სანახაობრივი და ლამაზი.

ანუნა, შენს კარიერაზეც მოგვიყევი, წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად მღეროდი და საკმაოდ საინტერესო გზაც გაიარე ამ მიმართულებით. ახლა როგორ ვითარდება შენი ცხოვრება და პროფესია?

ჩემს ცხოვრებაში სიმღერა საკმაოდ საინტერესო პერიოდს უკავშირდება. თუმცა ეს პროფესია საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს და როდესაც ოჯახი გყავს, რთულია მასთან შეთავსება. ამიტომ ამ გზას არ გავყევი. ჩემი პროფესიული მიმართულება როგორც სპორტს, ასევე ტელევიზიასაც უკავშირდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საკუთარი პროექტებით ვარ დაკავებული და წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. მიუხედავად ამისა, სიმღერას არ ვივიწყებ, რადგან მის გარეშე, უბრალოდ, არ შემიძლია.

დუდა, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი სიახლე შენს ცხოვრებაში, რაც გინდა გაგვიზიარო?

ახლო მომავალში ცნობილი გახდება, თუ რომელ კლუბში გადავალ და დაელოდეთ ამ სიახლეს.

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ლოკაცია: VangalStudio

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!

#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!

April 28, 2025
#OK! ქეით უინსლეტის იშვიათი გამოჩენა 20 წლის ქალიშვილთან ერთად

#OK! ქეით უინსლეტის იშვიათი გამოჩენა 20 წლის ქალიშვილთან ერთად

March 25, 2021
#OK! GEN Z დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა

#OK! GEN Z დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა

April 5, 2023
#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023

კვირის ჰიტები

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები