• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Doctors – ირინა სააკაშვილი

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

პერმანენტული მაკიაჟი ტატუაჟის ნაირსახეობაა. მისი საშუალებით შესაძლებელია წარბების, ტუჩისა და ქუთუთოების ფორმების გამოკვეთა/გაუმჯობესება. ასევე, სახის ოვალის კორექტირება, ხალის იმიტირება და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს პროცედურა გამოსავლია იმ ქალებისთვის, რომლებსაც არ სურთ ყოველ დილით მაკიაჟის გაკეთება და სარკის წინ დიდ დროის გატარება. თუმცა, მნიშვნელოვანია, სიფრთხილით შეარჩიოთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნდეთ, რომ მისი ნამუშევრები თქვენთვის მისაღებია. რუბრიკა #OK! Doctors-ის სტუმარი კი, სწორედ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი, პროფესიით ექიმ-ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და PRESTIG LUXE-ის დამფუძნებელი –  ირინა სააკაშვილია.

 

ირინა, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი ხართ. რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, ვისაც პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება უნდა?

მადლობა შეფასებისთვის. უპირველესად, მნიშვნელოვანია მყარი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის პერმანენტი და თუ შედეგით არ იქნები კმაყოფილი, მისი მოშორება კიდევ დამატებითი პროცედურებია და მას დრო ესაჭიროება. სიფრთხილით შეარჩიონ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნდნენ, რომ მისი ნამუშევრები მათთვის მისაღებია. ასევე, პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პიგმენტი, რომელსაც იყენებ და მისი ხარისხი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიგმენტის სწორად გამოყენება, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის. მე, პირადად, არასოდეს ვიყენებ გაურკვეველი კომპანიების პიგმენტებს და დამხმარე მასალებს, ეს იქნება ანესთეზია თუ გამაგრილებელი გელი და კიდევ სხვა. მხოლოდ ხარისხიანი, დროში გამოცდილი ბრენდის პროდუქციით ვმუშაობ.

 

 

ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ვფიქრობ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ისინი ყოველთვის მშვენიერები არიან, თუნდაც 70 ან მეტი წლის ასაკში. თანამედროვე მედიცინის მიღწევები ჩვენს მხარეზეა. მნიშვნელოვანია, ქალებმა დავუთმოთ მეტი დრო საკუთარ თავს, ბევრი გავიღიმოთ და გვიყვარდეს.

 

როდის გრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად?

მიმაჩნია, რომ სიმშვიდე ოჯახთან არის კავშირში. როდესაც ვარ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად და დაცულადაც. ოჯახი არის ჩემი სიძლიერის და სიმშვიდის გარანტი.

 

რისი გაკეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს, და თუ გამომიჩნდა, აუცილებლად,  ოჯახთან ერთად ვატარებ. ამასთანავე, ვცდილობ ჩემს განვითარებაზე ვიზრუნო, როგორც პროფესიონალმა, ვუსმენ ან ვუყურებს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ვეცნობი  მუშაობის ახალ მეთოდიკას და ტექნოლოგიებს.

 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

როგორც უკრაინელმა შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინული კერძები საკმაოდ გემრიელია და მრავალფეროვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართული კერძები მაინც სულ სხვაა. 12 წელზე მეტია რაც სტაბილურად საქართველოში ვცხოვრობ და შესაბამისად ქართულ კერძებშიც ნაწილობრივ ვერკვევი, რადგან მე თვითონაც მიყვარს კერძების მომზადება. რთულია ერთი გამოვყო, რადგან ყველა კუთხეს აქვს თავისი განსაკუთრებული კერძი, თუმცა ჩემთვის გებჟალია მაინც არის ყველაზე განსაკუთრებული და გემრიელი.

 

 

ხშირად მოგზაურობთ?

იმის მიუხედავად, რომ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს, ვცდილობ პაუზებიც ავიღო, რათა განვიტვირთო. ყველაზე კარგად კი ვისვენებ, როცა ოჯახთან ერთად ვმოგზაურობ.

 

რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?

ყველა ქვეყანას თავისი სილამაზე აქვს, უფრო ქალაქებს გამოვყოფდი. თბილისი ჩემთვის იმდენად ჩემი გახდა, რომ ალბათ, სხვა ქალაქში გამჭირდება ცხოვრება.  ასევე, უდიდესი შთაბეწდილება მოახდინა პარიზმა და რომმა.

 

რით განსხვავდება ქართველი პაციენტი სხვა ეროვნების პაციენტებისგან?

შეიძლება ითქვას, ცოტა რთულია ქართველ პაციენთებთან ურთიერთობა, რადგან ისე ხდება, რომ მათ ყოველთვის ყველაფერი იციან და ამასთან ერთად მომთხოვნებიც არიან. არ უყვართ რჩევები და რეკომენდაციების შესრულება, თუმცა ყველა ერთნაირი არ არის, სწორედ ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. ქართველი პაციენტი თუ გენდობა, მაშინ ნამდვილად გენდობა, თუმცა ეს ნდობა უნდა გაამართლო.

 

ვინ ან რა არის თქვენი მოტივატორი?

უპირველესად, შვილები, რადგან ისისნი არიან ახალი სიცოცხლე და მომავალი, როგორც ჩემი ასევე ქვეყნის. ასევე, ჩემი პროფესიული მიზნები, რადგან ვთვლი, რომ ჯერ არ მიმიღწევია მაქსიმუმისთვის და კიდევ შემიძლია წინ სვლა.

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრედ პიტის და ინეს დე რამონის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა – მსახიობმა შეყვარებულს საკუთარი შვილებიც გააცნო

#OK! ბრედ პიტის და ინეს დე რამონის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა – მსახიობმა შეყვარებულს საკუთარი შვილებიც გააცნო

February 24, 2023
#OK! ზენდეია 25 წლის გახდა: “ემის” მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობის გზა წარმატებამდე

#OK! ზენდეია 25 წლის გახდა: “ემის” მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობის გზა წარმატებამდე

September 1, 2021
ინოვაციური ხედვა და მაღალი ხარისხი – Roi B Group – საპროექტო-სამშენებლო კომპანია

ინოვაციური ხედვა და მაღალი ხარისხი – Roi B Group – საპროექტო-სამშენებლო კომპანია

July 9, 2024
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი შერიგდნენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი შერიგდნენ

August 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები