OK! წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას #OK! Doctors. ჩვენი სტუმარია – „ტოტალ შარმის ვაკის“ და „ტოტალ შარმ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის კლინიკა“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – ალბინა ქაჯაია. ერთ-ერთი პირველი ქალი საქართველოში, ვინც ქალებს ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნვის საშუალება მისცა. ალბინა ამ დრომდე, ესთეტიკური მედიცინის კუთხით, საერთაშორისო ბაზარზე ერთადერთ ქართველ ტრენერად რჩება. მასთან საუბარი რა თქმა უნდა, ესთეტიკური მედიცინით დავიწყეთ.
ალბინა ქაჯაია: ესთეტიკური მედიცინის დონე საქართველოში ძალიან მაღალია. უფრო მეტიც, ამ სფეროში ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. მაგალითად, დიდი მოცულობის ტუჩი ჩვენთან 10-15 წლის წინ იყო ტრენდული. ექიმების პროფესიული დონეც ძალიან მაღალია საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მომსახურების დონე დაბალია და ამით მომხმარებელი ზარალდება. თუმცა ძირითად შემთხვევაში საქართველო ესთეტიკური მედიცინის კუთხით ძალიან განვითარებულია.
მიხარია, რომ პაციენტებს აქვთ საშუალება ,,ტოტალ შარმ ვაკეში” და ,,ტოტალ შარმ დენტში” მიიღონ გულწრფელი, სანდო და სასიამოვნო მომსახურება. მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს და ვითარდებით. მიხარია, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებებით მიდიან ჩვენი პაციენტები ორივე კლინიკიდან.
რატომ მიიღეთ საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება?
გარკვეული პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდი. 13 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ დროებით ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა საბოლოოდ აქ დავრჩით. 2014 წლის შემდეგ რუსეთში აღარ ვყოფილვარ და ამის მიზეზი პოლიტიკური ვითარებაა. მე აფხაზეთიდან ვარ, შესაბამისად, კარგად მესმის, რა არის ომი, ამიტომ უკრაინის მიმართ ჩემს პოზიციას მუდმივად გამოვხატავ და უკრაინელებს მხარდაჭერას ვუცხადებ.
როგორც ვიცი, არაერთ ქვეყანაში ხართ მიწვეული, როგორც საპატიო სტუმარი და ექიმი. თქვენს საერთაშორისო წარმატებებზე მოგვიყევით…
აქტიურად ვეწევი სამეცნიერო მუშაობას. ვწერ სამეცნიერო სტატიებს, რომლებიც ამერიკულ, ინგლისურ და საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდება. 2017 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ნამუშევარში მონაკოს კონგრესზე მივიღე მთავარი პრიზი, რომელსაც ესთეტიკური სფეროს ოსკარად მოიხსენიებენ. 2018 წელს კი საქართველოში 10 ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ექიმებს შორის მოვხვდი. აღსანიშნავია, რომ ქართული მედიცინის დონე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. 2016 წელს პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დავჯილდოვდი ბაქოში. თუმცა ყველაზე გამორჩეული თარიღი ჩემთვის 2021-2022 წელია. ამ წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისგან მივიღე საპატიო სიგელი დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის. ამ აღიარებას ჩემთვის სულ სხვა მნიშნელობა აქვს, სხვანაირად სასიამოვნოა, რადგან რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ამ ქვეყნის სახელით ვაკეთებ.
არსებობს თუ არა თავის მოვლის ოქროს წესი? გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები…
როდესაც ჩემთან მოდიან პაციენტები, ვურჩევ რომ ინდივიდუალური კონტურები შეინარჩუნონ, რათა არ დაკარგონ საკუთარი სილამაზე, ხიბლი და შარმი. სწორი მიდგომაა, რომ 20 წლის ასაკში გოგოებმა სწორად აარჩიონ სახის კრემი და კანის მოვლის სხვა საშუალებები. აუცილებელია წელიწადში 2-3-ჯერ ჩაიტარონ სახის წმენდა ან არაინვაზიური პროცედურები, რათა აკნეს პრევენცია მოხდეს. მნიშვნელოვანია სახის კანის მუდმივი დატენიანება, რადგან მშრალ კანზე ნაოჭები ადვილად წარმოიქმნება. ამ რჩევების გათვალისწინება პატარა ასაკშია მნიშვნელოვანი, რადგან 30-40 წლის ასაკში გაჩენილი დიდი რაოდენობის ნაოჭი სწორედ დაგვიანებული ჩარევების დამსახურებაა. პრობლემაა რუჯი. ქართველებმა არ იციან მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რაც ყველაზე მნიშნელოვანი პროდუქტია თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. საჭიროა პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ ჩვენს შვილებს კანის სწორად მოვლა და ეს ვაქციოდ ჩვევად, როგორც პირის დაბანა, რათა შემდეგ არ მოგვიწიოს ძვირად ღირებული პროცედურების გაკეთებამ.
ტოტალ შარმს“ კიდევ ერთი ახალი კლინიკა დაემატა, რა პროდუქტებით სარგებლობას შეძლებენ პაციენტები ადგილზე?
კლინიკას დაემატა ახალი მიმართულება, ცალკეული ფილიალის ტოტალ შარმ დენტის სახით” ციფრული სტომატოლოგია. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს. კლინიკაში გვაქვს რამდენიმე განყოფილება, ერთ-ერთია ქირურგიის განყოფილება, სადაც ჩვენი ექიმები ნებისმიერი სირთულის იმპლანტანტებსა და სტომატოლოგიურ ოპერაციებს აკეთებენ. ორთოპედიული ვინირებისა და გვირგვინების განყოფილება, სადაც შესაძლებელია კბილების რესტავრაცია, მკურნალობა და გათეთრება Zoom 4-ის მეშვეობით. გვაქვს ასევე ორთოდონტიისა და პედიატრიული განყოფილებები, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან პატარებს შესაძლოა განსაკუთრებული საჭიროებები ჰქონდეთ, რომლებზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
სტომატოლოგია ჩემი ოცნება იყო და სიამაყით ვამბობ, რომ ამასაც მივაღწიე.
თავისუფალ დროს..
მე და ჩემი მეუღლე, ორივე ვცდილობთ, რომ თავისუფალი დრო შვილებთან ერთად გავატაროთ. ერთსა და იმავე დროს არ მივდივართ უცხოეთში. ან მე ვარ სახლში, ან ის.
რა არის საჭირო ჯანსაღი ურთიერთობისთვის?
ჯანსაღი და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და კომპრომისზე წასვლის უნარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წყვილს ჰქონდეს საერთო ინტერესი და მისწრაფება.
სამომავლო გეგმები
უახლოეს მომავალში ,,ტოტალ შარმის“ ფილიალები გაიხსნება მიუნხენსა და ნიცაში. ჩვენი „ფრენჩაიზის“ პროექტის საშუალებით, ჩვენი ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოვდება.