• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის კულისებს მიღმა

October 21, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! წარმოგიდგენთ სრულიად განსხვავებულ რუბრიკას, სადაც ჩვენი რესპონდენტები ჟურნალისტის ფუნქციას ითავსებენ. ყველასათვის საყვარელი რეჟისორისა და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან წულაძის, და თეატრის მმართველ ეკა მაზმიშვილის გულწრფელი ინტერვიუ − დიალოგი გაგიხსნით კარს, რომელსაც ზღაპრული სამყაროსკენ მივყავართ. ადგილზე, რომელიც სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას წარმოშობს და დიდი სიამოვნებით იწვევს ყველას.

 

(ეკა): რამ გადაგაწყვეტინა მთელი ცხოვრების თეატრისთვის მიძღვნა?

(ლევანი):  როდესაც წამოვიზარდე, დავფიქრდი ჩემს მომავალზე და იმაზე, თუ ვინ მინდოდა გავმხდარიყავი. ჯერ ფილოსოფოსობა მინდოდა, შემდეგ კი ჟურნალისტობა. თუმცა პირველი მეტად რთულ საქმედ მიმაჩნდა, მეორე კი მარტივად, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ჟურნალისტური საქმიანობა განსხვავებული იყო. უკვე მეათე კლასში ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ რეჟისურა იყო ის, რაც ჩემს ინტერესებს აერთიანებდა.

(ლევანი): შენ, განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანი, რამ დაგაკავშირა თეატრთან?

(ეკა):  ჩემ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად გახლდათ. ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო თეატრალური სარდაფი, სადაც საკმაოდ ხშირად დავდიოდი, განსაკუთრებით მუშაობის პროცესში, რადგან იმ დროს კულტურის პროგრამის კოორდინატორი ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი, რადგან ეს იყო პირველი დამოუკიდებელი თეატრი. ამდენად, უზომოდ ვგულშემატკივრობდი თითოეულ ადამიანს, რადგან ვხედავდი რამდენად მნიშვნელოვანი საქმე კეთდებოდა უმცირესი რესურსებითა და უდიდესი ენთუზიაზმით. ჩემთვის კი ენთუზიაზმი ყველა საქმეში გადამწყვეტია, რადგან ეს წარმატების ნახევარზე მეტია. შემდეგ, როდესაც შენ და შენმა გუნდმა შემომთავაზეთ წინადადება აქ დარჩენის შესახებ, დიდი სიხარულით დაგთანხმდით. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.

(ლევანი):  ძალიან კარგად მახსოვს შენი პირველი დღე თეატრში. სწორედ მაშინ ვიხილეთ, თუ რამდენად თავგანწირული შეიძლებოდა ყოფილიყავი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც მიზნად ისახავდი და აკეთებდი.

(ეკა):  თავს ყველაზე ბედნიერად როდის გრძნობ?

(ლევანი):  ჩემთვის ყველა დროს თავისი ბედნიერება ახლავს, უბრალოდ, იცვლება „სიმძიმის ცენტრი“. მახსოვს, ახალგაზრდობაში პირველი დეკორაცია რომ დამიდგეს უნივერსიტეტში, სამი ღამე სიხარულისა და აღელვებისგან იქ გავათენე. მაშინ მთავარი ხელმძღვანელობა იყო, შემდეგ ის, თუ რას და როგორ ვიგონებდი. ყველაფერს აქვს თავისი ხიბლი, გარდა პრემიერისა, რაც უსიამოვნო მომენტია ჩემთვის, რადგან პრემიერის შემდგომ დღეებში რეჟისორი ცარიელდება. რეჟისორისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც პრემიერის შემდეგ გრძნობს, რომ აღარავინაა და აღარ ეკუთვნის ის, რისთვისაც უდიდესი შრომა გაიღო.  ამდენად, იწყებს სრულიად ახლის ძიებასა და შექმნას.

(ეკა):  მე კი ძალიან მიყვარს პრემიერა და მისი წინა დღეები, რადგან საოცრად დიდი მუხტი იგრძნობა, როდესაც ყველა ერთად მუშაობს. ეს პერიოდი თავს უყრის აბსოლუტურ სინქრონსა და უკიდურეს დისციპლინას, შედეგად კი ვიღებთ საათივით აწყობილ მექანიზმს. აგრეთვე, უზომოდ მსიამოვნებს კულისებში ყოფნა, განსაკუთრებით პრემიერის დროს, ვინაიდან იქ სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში თეატრში დამტოვა.

 

 

(ლევანი):  რა არის შენთვის თეატრი?

(ეკა):  თეატრი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამეთანხმები, ამ კედლებს აქეთ სრულიად სხვა ცხოვრებაა, რომლის გარეშე ქვეყანა და ადამიანები წარმოუდგენელია. ვინაიდან თეატრი ყველაფერია − დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული ყველაფრით, რაც შეიძლება ადამიანს მისცე: სიმამაცე, სხვა ფიქრები… მე არ მიმაჩნია, რომ თეატრში პასუხების პოვნაა შესაძლებელი, რადგან ეს არის ადგილი და საწყისი არაერთი შეკითხვისა, რომელიც შესაძლოა საკუთარ თავს ისე ვერ დაუსვა, როგორც სპექტაკლმა, იმ სიმამაცის მეშვეობით, რომელიც არტისტებს აქვთ.

(ლევანი):  დაბოლოს, პანდემია… რა გავლენა იქონია ამან შენს ყოველდღიურობაზე?

(ეკა):  ყველაფერი, რაც აქამდე იყო, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ის, რისთვისაც ამდენს ვშრომობდით, გაუქმდა − ვგულისხმობ სპექტაკლებს, რომლებიც მოიხსნა. ეს იყო დრო, როდესაც ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები ვაგრძელებდით ცხოვრებას პანდემიის მიერ აღმართულ კარს მიღმა.

(ლევანი):  თუმცა, საბოლოოდ, ყოველივე ეს საინტერესოც კი იყო, არა? ძალიან ინტენსიური ცხოვრება დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში, კვლავ გრძელდებოდა რეპეტიციები… ეს გახლდათ დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს დაუდგა გვერდით, რამაც მოგვიანებით სრულიად განახლებული ძალით დაგვაბრუნა ჩვენს მაყურებელთან.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

April 3, 2021
#OK! ჭიათურის სახალხო-სამგზავრო საბაგირო

#OK! ჭიათურის სახალხო-სამგზავრო საბაგირო

December 2, 2021
#OK! ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების წლისთავი სტამბოლში აღნიშნეს!

#OK! ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების წლისთავი სტამბოლში აღნიშნეს!

September 11, 2021
#OK! ელვის პრესლის ერთადერთი შვილი ლისა პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ელვის პრესლის ერთადერთი შვილი ლისა პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 25, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

February 3, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს  2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

February 1, 2026
#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

January 30, 2026
OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები