• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

December 29, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

 დოიჩე აფთიაქი − ხარისხი ყველასთვის!

OK! წარმოგიდგენთ „დოიჩე აფთიაქს“ − ახალ ქართულ სააფთიაქო ქსელს. ადგილს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ექსკლუზიური ბრენდები შეიძინოს. „დოიჩე“ არის პირველი სააფთიაქო ქსელი, რომელმაც მომხმარებელს განსხვავებული კონცეფცია შესთავაზა. აქ წარმოდგენილია პროდუქცია ყველასთვის, ყველა საჭიროებისა და სურვილისათვის. გარდა მრავალფეროვანი ბრენდებისა, „დოიჩეში“ დაგხვდებათ პოზიტიური და შოპინგისთვის კომფორტული გარემო, რაც ყოველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია! უფრო დეტალურად კი, რას გვთავაზობს „დოიჩე აფთიაქი“ და რა არის მისი უპირატესობები, ამას კატეგორიების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ წერეთელი და სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი − შორენა ჟვანია გაგვაცნობენ.

უპირველესად, გაგვეცანით. როდის დაინტერესდით ფარმაცევტიკით და რამდენი წელია, რაც ამ სფეროში საქმიანობთ?

(შორენა):  ფარმაციით ბავშვობიდან, 15 წლის ასაკიდან დავინტერესდი და უკვე 12 წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ.

(მარიამი):  ფარმაციის სფეროში დაახლოებით 5 წლის წინ შემოვაბიჯე და ვფიქრობ, ეს ის დარგია, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ. ჩემთვის ფარმაცია დინამიკური, გამოწვევებით, სიახლეებითა და ინოვაციებით მდიდარი სფეროა, რომელიც ემსახურება მომხმარებლის ჯანმრთელობის, სილამაზისა და კომფორტის შექმნასა და ხელშეწყობას.

საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ვფიქრობ, ეს ის სფეროა რომელშიც თუ ერთხელ შეაბიჯებ, რთულია უკან დაიხიო.

 

 

როდის შეუერთდით „დოიჩე აფთიაქის“ გუნდს და რომელ პოზიციაზე მუშაობთ?

(შორენა):  „დოიჩე აფთიაქის“ გუნდს შევუერთდი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ. თავდაპირველად მუშაობა დავიწყე ფარმაცევტის თანამდებობაზე, ხოლო ამჟამად ვარ აბაშიძის ფილიალის მენეჯერი.

როგორ გაჩნდა „დოიჩეს“ იდეა?

(მარიამი):  სურვილი, გააკეთო რაიმე განსხვავებული, მომხმარებელს შეუქმნა განსაკუთრებული გარემო და იზრუნო მასზე − იყო „დოიჩეს“ შექმნის მიზანი. გვინდოდა შეგვექმნა უნიკალური სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა მისთვის სასურველი პროდუქტის ნახვას, კონსულტაციის მიღებას და კომფორტულ გარემოში შეძენას. იდეა წამოვიდა ისეთი ქსელებიდან, როგორიც არის, მაგალითად, გერმანული DM, თუმცა კონცეპტუალურად „დოიჩე აფთიაქი“ მაქსიმალურად მოვარგეთ მომხმარებლის მოლოდინს.

„დოიჩე აფთიაქი“ სულ რამდენიმე წელს ითვლის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „დოიჩეს“ კონკურენტებისგან?

(შორენა):  რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რაც გარედანაც ჩანს – „დოიჩე აფთიაქი“ გამოირჩევა განსაკუთრებული და განსხვავებული ინტერიერით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება, ჩემთვის, როგორც ფარმაცევტისთვის, აქაური პრინციპი − თანამშრომელთა გუნდურობაა. ეს მხოლოდ ფიგურალური დევიზი არ არის, არამედ „დოიჩეს“ ორგანიზაციული კულტურაა.

გარდა ამისა, ჩვენი სააფთიაქო ქსელი ორიენტირებულია განსხვავებული, უმაღლესი ხარისხის და უნიკალური პროდუქციის შეთავაზებაზე. როგორც მენეჯერისთვის, ძალიან საამაყოა, როდესაც ყოველთვის შეგვიძლია ნებისმიერი ინტერესის მომხმარებელს შევთავაზოთ მათთვის სასურველი პროდუქტი, მაგალითად, ვეგანური და სრულიად ბუნებრივი პროდუქცია.

როგორია თქვენი მიდგომა ფარმაცევტული ბიზნესის განვითარების მიმართ?

(მარიამი):  ფარმაციის სფეროს განვითარების მთავარი კრიტერიუმი – მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ხელმისაწვდომობა, ხარისხი – ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც ნაკარნახევია მომხმარებლის მხრიდან.

„დოიჩე“, და ზოგადად, ფარმაცია, ჩვენთვის ბიზნესზე ბევრად მეტია. ვინაიდან სფერო საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება, ამ პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვცდილობთ უზრუნველვყოთ მომხმარებლის სრულიად სამართლიანი სურვილის დაკმაყოფილება – მიიღოს მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტიანი მედიკამენტები.

 

 

რატომ „დოიჩე“? რა გამოარჩევს თქვენს ქსელს?

(მარიამი):  „დოიჩე“ – რადგან აქ ყოველი მომხმარებელი განსაკუთრებულია, ყველას შეუძლია თავი იგრძნოს გამორჩეულად, მიიღოს ზუსტად ის, რაც სურს და იყოს დარწმუნებული, რომ მისი შენაძენი უმაღლესი ხარისხისაა. ჩვენი ქსელის გამორჩეულობა, უპირველეს ყოვლისა, იმ ბრენდებსა და პროდუქციაშია, რომელიც მხოლოდ „დოიჩეში“ შეგიძლიათ შეიძინოთ – Dr. Haushcka-სა და Dr. Rimpler-ის პრემიული ხარისხი, ყველასთვის დასამახსოვრებელი შეფუთვის მქონე Frezy Derm-ის კბილის პასტები, Herbacin-ის ოჯახის ყველა წევრისთვის შექმნილი თავის მოვლის საშუალებები, Fit-ისა და Sunit-ის ბრენდების სახლის მოვლის საშუალებები და ა.შ.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ „დოიჩეს“ გუნდის თითოეული წევრის ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქსელი სულ რაღაც 2 წლისაა, გვაქვს მიზეზი ვიამაყოთ ჩვენი ფარმაცევტებით და ზოგადად გუნდით, რომელთა ყოველდღიური ჩართულობა განსაკუთრებულს გვხდის.

 

 

თქვენთვის რითაა განსაკუთრებული „დოიჩე“?

(შორენა):  როდესაც „დოიჩეს“ გუნდს შემოვუერთდი, ყველასგან განსხვავებული გარემო დამხვდა. საუკეთესო კოლექტივი, თბილი და არასტრესული გარემო. ჩემთვის ეს სამსახური არის მეორე სახლი, რაც სამსახურში მისვლის ყოველდღიური მოტივაციაა.

გვიამბეთ თქვენი მარკეტინგული ხრიკების შესახებ. როგორ იზიდავთ მომხმარებელს?

(მარიამი):  ერთადერთი მარკეტინგული „ხრიკი“ მდგომარეობს ინდივიდუალურ მიდგომებში, როგორც ბრენდების, ასევე მომხმარებლების მიმართ. ჩვენი გუნდის მიზანია თითოეული ბრენდის, სასაქონლო ჯგუფის ცალკეულად და შემდეგ ერთიანად დანახვა. ე.წ. zoom in და zoom out. ჩვენთვის მომხმარებლის მოზიდვის ერთადერთი გზა არსებობს – მათ შევთავაზოთ ის, რაც სჭირდებათ, ისე, როგორც თავად სურთ, ამ ყველაფრის პარალელურად კი შევუქმნათ კომფორტული გარემო.

დაბოლოს, გვიამბეთ „დოიჩეს“ სამომავლო გეგმების შესახებ. თუ გეგმავთ და როგორ აპირებთ ბრენდის გაზრდას?

(მარიამი):  მადლობა, რომ აღნიშნეთ „დოიჩე“, როგორც ბრენდი. ჩვენი სტრატეგია სწორედ ამ ფილოსოფიას ეყრდნობა – „დოიჩეს“, როგორც ბრენდის განვითარებას. სამომავლოდ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. მომავალ წელს რამდენიმე ახალი ბრენდი, ობიექტი და პროექტი გვემატება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი ჩვენი მომხმარებლებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება.

 

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – კაია გერბერის თვალისმომჭრელი იმიჯი Academy Museum Gala-ზე

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – კაია გერბერის თვალისმომჭრელი იმიჯი Academy Museum Gala-ზე

October 17, 2022
#OK! “მე არ მივიჩნევ საკუთარ თავს სტილის აიქონად” – ჰარი სტაილსი Dazed Magazine-ის გარეკანზე

#OK! “მე არ მივიჩნევ საკუთარ თავს სტილის აიქონად” – ჰარი სტაილსი Dazed Magazine-ის გარეკანზე

November 16, 2021
#OK! „გული სულ სხვანაირად მიცემს“ – რუსკა ქარქაშაძემ შეყვარებული გამოაჩინა

#OK! „გული სულ სხვანაირად მიცემს“ – რუსკა ქარქაშაძემ შეყვარებული გამოაჩინა

October 20, 2022
#OK! ოცნებიდან რეალობამდე – ოლიკო ბაზლიძის პროფესიული გზა

#OK! ოცნებიდან რეალობამდე – ოლიკო ბაზლიძის პროფესიული გზა

October 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
#OK!  გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

#OK! გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

June 24, 2025
#OK!  ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

#OK! ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

June 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები