• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ოცნებიდან რეალობამდე – ოლიკო ბაზლიძის პროფესიული გზა

October 8, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ჟურნალი OK! კლინიკა Oliko Bazlidze’s Dental Clinic-ს გაგაცნობთ, რომელიც საზოგადოებას ყველა იმ სტომატოლოგიურ პროცედურას სთავაზობს, რომელთა გარეშე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია. კლინიკის დამფუძნებელი ოლიკო ბაზლიძეა, რომელსაც სწორედაც რომ მრავალწლიანმა გამოცდილებამ უბიძგა საკუთარი კლინიკით წარმდგარიყო ჩვენ წინაშე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ოლიკო OK!-ის თავად უამბობს.

ოლიკო, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე ვარ ექიმი-სტომატოლოგი ოლიკო ბაზლიძე. დავიბადე და გავიზარდე ქ. თბილისში. წარჩინებით დავამთავრე 114-ე საშუალო სკოლა. შემდეგ, წითელ დიპლომზე უმაღლესი. მე-3 კურსზე სამუშაოდ წავედი ჩემს სოფელ ქვემოჭალაში. დავდიოდი ზაფხულობით და შაბათ-კვირას, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე. იმ დროს არ იყო ინტერნეტი, არ არსებობდა რეზიდენტურა, წიგნებიც კი ძნელი საშოვნელი იყო, ამიტომ ვისაც გულით უნდოდა ექიმობა, საკუთარ თავზე უდიდესი მუშაობა უწევდა. ასე რომ, ინსტიტუტის დამთავრებისთვის უკვე ბევრი ერთგული პაციენტი მყავდა. შემდეგ ჩემი პედაგოგების − ბატონ ომარ ნემსაძისა და სოსო მღებრიშვილის რჩევითა და დახმარებით, მუშაობა გავაგრძელე #1 სამკურნალო პროფ. ცენტრში, მოგვიანებით − „ავერსის“ კლინიკაშიც. ბოლოს MEDISON DENT ავაწყვე და ვხელმძღვანელობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიწევდა სხვადასხვა ლექციასა და მასტერკლასზე დასწრება, ზოგჯერ საზღვარგარეთ, ზოგჯერ კი აქ გვსტუმრობდნენ უძლიერესი უცხოელი სპიკერები. საკუთარი კლინიკის გახსნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა გამოცდები ჩააბარა სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. ძალიან მსურდა გვქონოდა ჩვენი ოჯახის პირადი კლინიკა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა ყველა იმ პროცედურას, რაც საჭირო და აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

როდის გახსენით კლინიკა?

კლინიკა გავხსენით 2020 წლის 16 თებერვალს, როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო და რასაკვირველია, ჩვენც შეგვეხო ის რთული პერიოდი, თუმცა მყარად ვიდექით ფეხზე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში და საბედნიეროდ, მოვედით ამ ეტაპამდე.

თავად როდის დაინტერესდით სტომატოლოგიით?

თავდაპირველად პედიატრია მაინტერესებდა, მაგრამ ბიძა მყავდა გულმკერდის ქირურგი და სწორედ მან მირჩია ეს პროფესია. მე-8 კლასში ვიყავი, როცა წამიყვანა თავის სამსახურში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიის განყოფილებაში, და მაშინვე მოვიხიბლე.

1995 წელს გამოცდები ჩავაბარე სტომატოლოგიის ფაკულტეტზე და მესამე კურსიდან რომ დავიწყე ამ პროფესიაში მუშაობა, მას შემდეგ ასე გრძელდება.

თავიდანვე სამივე განხრით ვმუშაობდი – თერაპია-ორთოპედია-ქირურგიაში, შემდეგ დაემატა პაროდონტოლოგია და იმპლანტაციაც. რასაკვირველია, ყველა მათგანში მაქვს ლიცენზია.

რა სახის მომსახურებებს სთავაზობს კლინიკა მომხმარებელს?

მომხმარებლებს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას, ასევე ყბა-სახის ქირურგიულ პროცედურებსა და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს. გვყავს ყველა ასაკის მომხმარებელი − როგორც ზრდასრულები და ხანდაზმულები, ასევე პატარები.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ბავშვებს? რაიმე სპეციალური მიდგომა ხომ არ არის მათ შემთხვევაში საჭირო?

ჩვენს პატარებს ვთავაზობთ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას. მათთან მიმართებაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ამიტომ ვცდილობთ თამაშ-თამაშით და ნელ-ნელა მივაჩვიოთ ისინი ექიმს. ამისათვის საჭიროა მშობლების ჩართულობაც და მათაც ვასწავლით, როგორ განაწყონ და მოამზადონ ბავშვი. მოფერება და სითბო არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ პაციენტს ესაჭიროება. ჩვენი პატარა სტუმრები კი განსაკუთრებულად მოელიან ამ დამოკიდებულებას და მიდგომას. სპეციალურად მათთვის და მათი წახალისების მიზნით, გვაქვს გათამაშებები და საჩუქრები. შესაბამისად, ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად გავანებივროთ, რათა არ ჰქონდეთ შიშისა და დაძაბულობის განცდა.

 

რომელი პროცედურაა თქვენს კლინიკაში ყველაზე მოთხოვნადი?

ძნელი სათქმელია. ყველა პროცედურა მოთხოვნადია, თუმცა სეზონზეცაა დამოკიდებული, რადგან ზაფხულში ძალიან აქტუალურია კბილების წმენდა და გათეთრება. ბავშვებში ძალიან მოთხოვნადია ორთოდონტია,100 პაციენტიდან 90-ს სჭირდება თანკბილვის გასწორება, ამიტომ კლინიკაში თითოეული ბავშვი გადის ორთოდონტის კონსულტაციას. ბევრი გვყავს საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტი, რომლებიც იწესრიგებენ ყველაფერს − კარიესიდან დაწყებული, იმპლანტაციითა და კოსმეტოლოგიური პროცედურებით დამთავრებული, თუმცა მაინც რთულია გამოყოფა, რადგან მოთხოვნას განსაზღვრავს ადამიანის საჭიროება.

ძალიან ხშირად მსმენია, რომ კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული მისი მავნებლობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მასალით და როგორ მუშაობს კლინიკა. Oliko Bazlidze’s Dental Clinic აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გვყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ ცოდნას. შესაბამისად, ვმუშაობთ თანამედროვე გაიდლაინებითა და პროტოკოლებით, ამასთან ერთად, ვიყენებთ საუკეთესო ხარისხის მასალას, რათა მივიღოთ უმაღლესი შედეგი და პაციენტი იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი.

რა გაძლევთ მოტივაციას და რა გეხმარებათ ეფექტიანად მუშაობაში?

გარდა პროფესიისა, სტომატოლოგია ჩემთვის არის ჰობი და სწორედ ეს მეხმარება იმაში, რომ ვიყო მუდმივად მოტივირებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გრაფიკით მუშაობა ძალიან გამიჭირდებოდა. უკვე ვეღარც წარმომიდგენია სხვანაირად, მაგრამ აუცილებელია პერიოდულად დროის საკუთარი თავისთვის გამოყოფა და დასვენება, რათა განახლებული ძალებით შევუდგეთ საქმიანობას.

გვესაუბრეთ ნიშაზე, რითაც თქვენი კლინიკა სხვებისგან გამორჩეულია.

პირადად ჩემი ავტორიტეტი, რაც გამოცდილებამ მოიტანა. ასევე, სითბო და ოჯახური გარემო, რაც იზიდავს ჩვენს პაციენტებს და სურვილს უჩენს, კვლავ დაბრუნდნენ ჩვენს კლინიკაში. ვგრძნობ, რომ მენდობიან, რაც ძალიან მაბედნიერებს და მოტივაციას მძენს.

რას ურჩევდით პაციენტებს?

აუცილებლად გამონახონ დრო და პროფილაქტიკის მიზნით მოვიდნენ კონსულტაციაზე. როდესაც უკვე გართულებულია მდგომარეობა, ხარჯიც მეტია, კბილის შენარჩუნების ალბათობა კი, ნაკლები.

თქვენი შვილი ამჟამად პროფესიის შესწავლის რომელ ეტაპზეა?

ჩემი შვილი ჩვენს კლინიკაში  ამ ეტაპზე სტაჟიორია. სტომატოლოგიის თითოეულ განხრას ეუფლება სიღრმისეულად, რათა შეისწავლოს პროფესიულ დონეზე.

როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე გაფართოების ძალიან დიდი სურვილი მაქვს. გვინდა დავამატოთ აპარატურა, რაც უფრო დიდი ფართის გარეშე რთული იქნება. სამომავლო გეგმები კიდევ უამრავი გვაქვს, რასაც ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მომხმარებლებს.

FB: Oliko Bazlidze’s Dental Clinic

Mail: o.bazlidze@oliko.ge

ტელ: 577 39 80 65

მის: ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, მე-9 „გ“ კორპუსი

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც თევზების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც თევზების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

February 22, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! ინტერვიუ „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორთან

#OK! ინტერვიუ „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორთან

March 3, 2023
#OK! რიტა ორა Chanel-ის 12,410 დოლარის ღირებულების სამოსით! მომღერალი Chanel-ის მიერ გამართულ წვეულებაზე!

#OK! რიტა ორა Chanel-ის 12,410 დოლარის ღირებულების სამოსით! მომღერალი Chanel-ის მიერ გამართულ წვეულებაზე!

May 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები