• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

წიგნებს არათუ სეზონი, არამედ გემოც, ფერი ან ფერებიც, ხასიათი, სუნი და კიდევ რა აღარა აქვთ. ყოფილა შემთხვევები, როცა არასწორ დროს ჩამოგვიღია თაროდან ზოგიერთი წიგნი და არ მოგვწონებია. ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო“ მახსენდება – სულ ზაფხულში ვცდილობდი წაკითხვას და ვერ წაიღო. მერე ერთხელ ბაკურიანში წავედი, სადაც ჩასვლიდან მეორე დღეს ფილტვების ანთება დამემართა და ბუხართან ვიჯექი რამდენიმე დღე, სახლიდან გაუსვლელად. აი, მაშინ წაიღო, თუ წაიღო ჰემინგუეიმ. ჰოდა, ეს წიგნი ჩემთვის ზამთრისაა. ჰემინგუეი მთლიანად ზამთრის მწერალია.

საზაფხულო წიგნებს რაც შეეხება – ძირითადად ისეთებია, რომლებიც სწრაფად, ხარბად და ძალდაუტანებლად იკითხება. მე სულ ასე წერას ვცდილობ. იმედია, გამომდის. ძალიან მინდა, რომ „თეთრ მაგნოლიაზე“ ასე თქვან. მოკლედ, მე ზაფხულის კაცი ვარ. შეიძლება შემდეგ წიგნში სხვაგან გადავუხვიო – გვიანი შემოდგომისკენ, მაგალითად.

ჩემთვის ბავშვობაში ალტერნატივა არაფერი იყო – სკოლიდან დაგვითხოვეს, ესე იგი, ბოლომდე ვიმრუდებთ ხერხემალს წიგნების დაწოლილი, წამოწოლილი, წამოგორებული, მოჯღვარკული, გულაღმა, თავდაღმა და ყველა სხვა შესაძლო პოზაში კითხვით. რა ვიცი, მოცალეობის, არდადეგების და შვებულებების სეზონზე თუ არ შეირგე წიგნი, სხვა როდისღა მოახერხებ. მხოლოდ მიჯნურობას კი არ სჭირდება მოცალეობა, წიგნის კითხვასაც.

 

 

 

„თეთრი მაგნოლია“ განსაკუთრებულია. თამარ ერაძის სახელით იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მწერალი პერსონაჟია, რომელიც ჩემ მიერ შექმნილ პერსონაჟებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს. ისიც მწერალია. სახელი და გვარი მისგან ვისესხე. ფსევდონიმის საჭიროებას ავხსნი: ამ წიგნის წერისას მარტო არ ვყოფილვარ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელსაც ვერ ვამხელ, მისივე თხოვნით, რომელიც მამხნევებდა, გვერდით მედგა, ყოველ დაწერილ გვერდს ყურადღებით კითხულობდა, შენიშვნებით მიბრუნებდა უკან და სულ სასარგებლო რჩევებს მაძლევდა. რამდენიმე პასაჟი, ფაქტობრივად, მისი დაწერილია წიგნში. ჰოდა, თამარ ერაძე მე და ის ვართ ერთად. ასეთი სასიამოვნო წერის პროცესი ცხოვრებაში პირველად მქონდა და ახლა უკვე ტრილოგიის მეორე წიგნის წერას შევუდექით ერთად. თან ორივენი ხელით ვწერთ. აუცილებლად. მე ფანქრით, ის უფრო კალმით.

 

 

ყველაფერს თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს. პირველი დიპლომი ინგლისური ენის სკოლის მასწავლებლის მაქვს, ასე რომ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური და სხვა არხებით მასალის აღქმა. ეს სულ სხვადასხვა მედიუმებია და ერთმანეთს კი არ ანაცვლებს, არამედ ავსებს.

ჩემი „სიყვარულის ენა“ ფიზიკური შეხებაა. თან ვხუმრობ, თან არა. დაბეჭდილი, ხელშესახები სიტყვები ის მედიუმია, რომელიც მომწონს, რომელსაც მივეჩვიე და აწი სამარეღა თუ გამასწორებს…

რა წიგნს ვურჩევდი OK!-ს მკითხველს? დიდი კლასიკიდან: „მობი დიკი“ და „დონ კიხოტი“.

ახლაც რომ მეტირება ბავშვობიდან გამოყოლილი სენტიმენტების გახსენებაზე: „დევიდ კოპერფილდი“.

ვისაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვბაძავ: რუთ რენდელის „ქვით განკითხვა“ და პატრისია ჰაისმითის „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (სხვა წიგნებიც, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით).

ქართული წიგნებიდან: ჭონქაძის „სურამის ციხე“; „მოგზაურობა ევროპაში“ და ყველაფერი, რაც სულხან-საბა ორბელიანს დაუწერია, ვგიჟდები იმ ქართულზე.

„პალიტრა L“-თან ჩემი თანამშრომლობა ასეთია:

სულ ჟიურის წევრობა მომიხდა: ორჯერ ვიყავი „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ჟიურის წევრი და ბედნიერი ვარ, რომ მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ამ კონკურსის წყალობით. თუ არ იცით, აუცილებლად გირჩევდით. საბავშვო კონკურსის ჟიურის წევრიც ვიყავი და იქ თუთა ჯგუშიას ლექსები აღმოვაჩინე. ამასაც ძალიან გირჩევთ, ვისაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები გყავთ. კიდევ ორიოდე წიგნის რედაქტორობაც დამევალა, მათ შორის არის სომეხი მწერლის, არმენ ოჰანიანის ძალიან მაგარი მოთხრობების კრებული „ანტიმიმინო“, არ ინანებთ, ამასაც თუ წაიკითხავთ. ჰოდა, ამ ყველა სიკეთესთან ერთად, გამომცემლობის მთავარ რედაქტორს, მაია ალუდაურს ვკითხე ერთხელ, დეტექტივის დაწერა მინდა და გამომიცემთ-მეთქი? გამოგიცემთ რას ჰქვიაო, აიტ და ჰაიტ, დაწერე და მოიტა დროზეო! ასე იყო ჩემი საქმე. ვულოცავ, აწ უკვე ჩემს გამომცემლებს ამ იუბილეს.

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დევიდ კომას 2023 წლის Pre-Fall კოლექცია/ David Koma Pre-Fall 2023

#OK! დევიდ კომას 2023 წლის Pre-Fall კოლექცია/ David Koma Pre-Fall 2023

January 18, 2023
#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

September 5, 2022
#OK! “პუტინი არღვევს ყველა ადამიანის უფლებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის” – მადონა

#OK! “პუტინი არღვევს ყველა ადამიანის უფლებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის” – მადონა

February 28, 2022
#OK! როგორ შევინარჩუნოთ წონა ჯანსაღად? − რჩევები დალი ჩიტალაძისგან

#OK! როგორ შევინარჩუნოთ წონა ჯანსაღად? − რჩევები დალი ჩიტალაძისგან

March 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები