• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დაკო – ჩვენი საქართველო თურქეთში

November 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„…უცხოეთში სამკურნალოდ არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ასე იმედიანად და მშვიდად – პირველად…აეროპორტში დაკო დაგხვდებაო, როგორ ვიცნო-მეთქი? ფართო და კეთილი ღიმილითო… ვიცანი, ხელი მომხვია და ასე მატარა ყველაზე მძიმე, სევდიან და ტკივილიან დღეებში გულთან ახლოს. ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მასთან ერთად მივიღე, თან უმტკივნეულოდ და რაღაცნაირად, მხოლოდ მას რომ შეუძლია, ისეთი სიმსუბუქით… ულამაზესი ბარბის თოჯინა მაჩუქა – ბარბი პროთეზიანი ფეხით, ხვდებით ხომ, რატომ და როგორ მოვირგე ასე იოლად და მოხდენილად ახალი იმიჯი?!… ჩემი ზღაპარი სტამბულის კლინიკაში კეთილად დასრულდა, მე, დედა და ჩემნაირი ბარბი შინ დავბრუნდით, ახალი, ტკივილის გარეშე ცხოვრების დასაწყებად…  პირველად ვტოვებ კლინიკას, სადაც დაბრუნების არ შემეშინდება, იქ დაკო გვყავს – ჩემი საქართველო თურქეთში…“

ლედი მეგრელიშვილი

ყოფილი ონკოპაციენტის ჩანაწერებიდან

 

იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია „მეორე აზრის“ მოსმენა „მედიკალ პარკის“ კლინიკების ექიმებისგან, ახსოვს ყველას, ვინც ერთხელ მაინც მიმართა დახმარებისთვის, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, მაგრამ იცნობდეთ და გეიმედებოდეთ, დაკო – დალი ნესუაშვილი, თურქეთის სამედიცინო კლინიკათა ქსელის MLP Care ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილე, ექიმი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი. ქართველ პაციენტთა საიმედო დასაყრდენი „მედიკალ პარკისა“ და „ლივ ჰოსპიტლების“ კლინიკებში.

 

საიდან დავიწყოთ?

სტუდენტობიდან.

 

და ბავშვობა, სკოლა?

იქ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, პროვინციულ ქალაქში, პედაგოგების ოჯახში როგორც იზრდებიან კარგი გოგოები, ჟურნალისტობა მხიბლავდა, რაიონულ გაზეთთან სკოლის პერიოდიდან ვთანამშრომლობდი, კონკურსებშიც გავიმარჯვე, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ჭკვიანი გოგო ექიმი უნდა გამოსულიყო. მე დამჯერი გოგონა ვიყავი, პედაგოგების ოჯახიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით ჩავირიცხე, აქედან იწყება ჩემი პიროვნება, დალი, რომელიც ეცდება, თავისი ცხოვრება თავად მართოს, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შემდეგ კი სამყაროს დაუმტკიცოს, რომ ის იმსახურებს მაღალ ქულებს, გამარჯვებებს, წარმატებებს – დამოუკიდებლად! და იწყება მუდმივი სვლა კიბეზე, რომლის ბოლოს, სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ ვხედავ…

მერე დიდხანს, დეტალურად და სიყვარულით საუბრობს სტუდენტობის წლებზე, წარმატებით დაძლეულ ბარიერებსა და წინააღმდეგობებზე, სასწავლო გამოცდილებასა და სამედიცინო პრაქტიკაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, კონკურსებზე, როგორ ირჩევდა მიმართულებას და როგორ მიიღო გადაწყვეტილება, მარდალეიშვილის კლინიკაში გამხდარიყო ყბა-სახის ქირურგი.

ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე მთავარი წარმატება და ამაღელვებელი მოგონება მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს უკავშირდება, სადაც სტაჟირებას გავდიოდი და მქონდა პატივი, ასისტენტობა გამეწია თავად პროფესორ კოტე მარდალეიშვილისთვის, არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ შევძელი და არ გავყევი ამ ოცნებას, ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ მეოცნებე და ყოველთვის იმ სივრცეს ვირჩევ, სადაც მყარად და დამაჯერებლად ვდგავარ.

 

 

და ეს სივრცე საქართველოს საზღვრებს მიღმა იპოვეთ?

არ მიძებნია, ასე გამოვიდა, ერთ-ერთი სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის ძალიან კარგ კლინიკაში, ძალიან კარგ ექიმებთან აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ აქ შევძლებდი გავზრდილიყავი პროფესიონალად. დავიწყე ენის სწავლა, ოჯახმა ხელი შემიწყო, მნიშვნელოვან ეტაპზე დამიდგა მხარში როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, არ იყო ადვილი უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, ჩემთვის ერთგვარად ეს იმ „თამაშის“ გაგრძელება იყო – „მე ეს უნდა შევძლო დამოუკიდებლად“ რომ დავარქვი, ამ გამოწვევაში არაერთი იმედგაცრუება შემხვდა, არაერთხელ დავბრუნდი სამშობლოში, თუმცა ერთი დღე არ გავჩერებულვარ…

 

დაკო, თქვენ ცხოვრებას კიბე უწოდეთ, რომლის ზედა მხარეს ჯერ ვერ ვხედავო, დაახლოებით, რომელ საფეხურზე დგახართ დღეს?

ყველაზე მყარ, სწორ და საინტერესო ეტაპს გავდივარ, ცხოვრებაში პირველად მომწონს დაკო, გოგონა, რომელსაც სულ სხვას ვადარებდი, დღეს მყარად დგას, კმაყოფილია. ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე უკეთ გამომდის და მანიჭებს სიამოვნებას, მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოგვარება, ზრუნვა მათზე, თითოეული გამარჯვებული პაცინტის ისტორია ჩემი გამარჯვებაცაა, მთელ გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა. „მედიკალ პარკისა“ და „ლივ ჰოსპიტლის“ კლინიკების ქსელი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს ადგილობრივ და უცხოელ პაციენტებს, თურქეთის საუკეთესო ექიმებითაა დაკომპლექტებული და გამოირჩევა უმაღლესი დონის მენეჯმენტით. სწორედ ამ კლინიკასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სამედიცინო მენეჯმენტი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ექიმობა, ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, სწავლა ჯანდაცვის მენეჯმენტზე გამეგრძელებინა. დღეს კი ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვმუშაობ, კოორდინირებას ვუწევ საერთაშორისო პაციენტების მიმართულებასაც, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი სამშობლოდან ჩამოსული პაციენტია, მათი სიხარული, მათი დადებითი შედეგები საკუთარივით მახარებს და მოტივაციას მაძლევს.

 

 

დაკო, საინტერესოა თქვენი შეფასება ქართულ-თურქულ ურთიერთობაზე სამედიცინო კუთხით, დიდი გადინებაა ქვეყნიდან, რომელსაც არცთუ ურიგო სამედიცინო სკოლა აქვს თავად.

ვერ დაგეთანხმებით, რომ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლა ქვეყნის ურიგობა-რიგიანობაზე მიუთითებს, თურქეთის სამედიცინო ტურიზმი ძალიან განვითარდა, მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერი და გამართული ქვეყნებიდან სტუმრობენ ჩვენს კლინიკებს პაციენტები, ზოგადად „მეორე აზრის“ მოსმენა თანამედროვე მედიცინაში კარგად აპრობირებული მიდგომაა, თურქეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით სერვისი ხელმისაწვდომია, ტურისტულად კომფორტული ქვეყანაა, მედიცინა ბოლო წლებში უდავოდ და მნიშვნელოვნად განვითარდა. ეს მიზეზებია, რის გამოც აქ ჩამოდიან პაციენტები. რაც შეეხება ქართულ მედიცინას, ჩვენ ნამდვილად გვყავს მსოფლიო სტანდარტების მქონე პროფესიონალები სამედიცინო სფეროში, ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს კონფერენციებით, ტრენინგებით, ვორქშოფებით და თურქი ექიმებიც სწავლობენ ქართველი ექიმებისგან, დღეს მსოფლიო გახსნილია და მარტივია გასვლა ქვეყნიდან, შესაბამისად, პაციენტებს აქვთ საშუალება, მოისმინონ სხვა ქვეყნის ექიმის აზრიც და იყენებენ ამ შესაძლებლობას.

 

სად ხედავთ თქვენს თავს 10-15 წლის შემდეგ?

როგორც გითხარით, პროგრამა მაქსიმუმი არ მაქვს განსაზღვრული, მინდა სწავლა გავაგრძელო, ევროპული სკოლის გამოცდილებაც მივიღო, გაცვლითი პროგრამები მინდა გავაკეთო ქართველი ახალგაზრდა, დამწყები ექიმებისთვის, საქართველოში გავხსნათ მაღალი სტანდარტის კლინიკა, ახლა ვაგროვებ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად მოვახმარ ჩემს ქვეყანას…

თავს ემიგრანტად არ მიიჩნევს, მჭიდრო კავშირი აქვს სამშობლოსთან და თურქეთშიც აქტიურადაა ჩართული ქართველი პაციენტების ისტორიებში, მყარად უჭირავს საკუთარი ცხოვრების სადავეები და თამამად მიდის წინ, უკეთესი საკუთარი თავის შესაქმნელად, გზად კი ბევრ სითბოს, სიკეთეს, მხარდაჭერას და თანადგომას უზიარებს ადამიანებს…

 

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

 

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

October 28, 2022
#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები