რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! და შენ, შენ თუ გადაცურავ ზღვას?..

დეკემბერი 1, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read
რეკლამა

„დამშვიდდი,ზღვაო, ჩვენ არ გვაშინებს ტალღების რისხვა,

ჩვენ გადავლახეთ ცხოვრების ზღვები − უფრო მკაცრი ზღვა“

                                                                                             გალაკტიონი

 

ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა ახალი მიუზიკლი დადგა, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებზე, სახელწოდებით „მე გადმოვცურავ ზღვას“. სპექტაკლი ორი თვეა სრული ანშლაგით მიმდინარეობს, უფრო მეტს კი დოი გვიამბობს.

„ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ისე შორს შეგვიტყუებდა ხოლმე წყალი, რომ სანაპირო დაცვა თითის ქნევით უკან გვაბრუნებდა… სანაპიროზე აწრიალებული ხალხი ტაშისკვრით გვეგებებოდა… ჰო, დღესაც არ ვიცი, ტაში უფრო მიყვარდა თუ ზღვა, რომელიც სიღრმისკენ მიხმობდა, მაგრამ ეს რომ სარფში იყო, ნამდვილად მახსოვს… თინეიჯერობისას, გონიო-კვარიათშიც არ ვუშინდებოდი აზვირთებულ ტალღებს და ერთხელ შტორმმა ისე დამღალა, რომ დიდხანს აღარ მინდოდა ზღვაში შესვლა… მაგრამ ასე ადვილად ბავშვობის სიყვარულზე ვინ ამბობს უარს? დღეს, უკვე ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს ვისწავლე ცურვა, თმაში ჭაღარაც შემომერია, მაგრამ ისევ ისე მაღელვებს ფსკერიდან მომავალი კენჭების იდუმალი ხმა, წყლის ხმას რომ ერწყმის და ისევ ისე მიყვარს ტალღებთან თამაშიც… უბრალოდ, უკვე სამი შვილი მყავს და აღარ ვებრძვი დინებებს მაინცდამაინც… ხანდახან ტალღებსაც მოვყვები ხოლმე, თუკი სწორი ნაპირისაკენ მოდის… რატომაც არა? ცხოვრება დაღლა და დასვენებაა − ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, რომელსაც სამი თვლის ნაცვლად ოთხში ვაკეთებ, რომ მხოლოდ მარჯვნიდან ვუყურო ჰორიზონტს… კი, გულს უფრო მიღლის, სამაგიეროდ იმ მხარეზე ვარ, რომელიც მე უფრო მიყვარს. ცისფერი ცის ქვეშ ადამიანები თვითონ ვწერთ ჩვენს ისტორიას… და ზღვა ემოციებსაც თვითონ ვაგროვებთ… პრინციპში, ამ ემოციებში რა გვაქვს რო, „სიყვარულზე მეტი“?..“

დავიწყოთ შედეგით: მთელი თბილისი აღფრთოვანებულია სპექტაკლით. თქვენი მოლოდინი გამართლდა?

ჩემთვის ძალიან უცნაური პროცესი იყო, რადგან პირველად გადავწყვიტე, თეატრი და ბიზნესი ერთმანეთთან დამეკავშირებინა. სხვა გამოსავალი არც მქონდა, მიუზიკლი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სატელევიზიო პროექტებშიც კი მივიღე მონაწილეობა, რათა გარკვეული თანხა მომეპოვებინა. ვითანამშრომლეთ „შარქებთან“ და მათთან მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო − როგორ შეიძლება ბიზნესი და კულტურა ერთმანეთს შეერწყას ისე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მომგებიანი გახდეს. შეიძლება ითქვას, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვეკეთებინა თეატრალური ბლოკბასტერი. რთული ამოცანა იყო, მაგრამ ჩაბარების დღესვე მივხვდით, რომ ეს შევძელით.

მეორე მხრივ, ასეთი აჟიოტაჟი შესაძლოა ირაკლი ჩარკვიანის სახელსაც უკავშირდებოდეს. როგორ გადმოვიდოდა ირაკლი სცენაზე?

რა თქმა უნდა, უპირველესად, ირაკლი იყო ეს ყველაფერი. რაღაცნაირი მუსიკაა, ყველა უსმენს: ჩემი 7 წლის შვილიც და მამაჩემიც, რომელიც 80 წლისაა. ირაკლის სიმღერები ძალიან რთული შესასრულებელია − სხვა სიღრმე, ტემბრი, ენერგია სჭირდება. როდესაც დავიწყეთ რეპეტიციები, მანანა მორჩილაძე მეხმარებოდა. მივხვდი, რომ ყველა მათგანს თავისი ირაკლი ჰყავს. ერთი ირაკლი, როგორც icon-ი, არ არსებობს − ყველა სხვადასხვანაირად მღეროდა. ამიტომ გავაკეთეთ ოთხი შემადგენლობა და ეს ოთხივე შემადგენლობა ჩემთვის სხვადასხვა სპექტაკლიც კია − ყველა სხვადასხვაგვარად ასრულებს და ყველას თავისი ირაკლი ჰყავს. რაც მთავარია, ვეცადე, ახალგაზრდებისთვის მაქსიმალური თავისუფლება მიმეცა. მათ თავიანთი დიდი სათქმელი ჩააქსოვეს და ეს ძალიან მიხარია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ამ პიესის აღება გადავწყვიტეთ, იყო ის, რომ ახალგაზრდები დაგვებრუნებინა სცენაზე − 25 მსახიობიდან 15 წასული იყო თავისი პროფესიიდან. 5-7 წელიწადში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით, როცა, უბრალოდ, აღმოჩნდებოდა, რომ ეს თაობა გაქრა თეატრიდან.

მუდამ მიმაჩნდა, რომ პედაგოგობა, ქირურგობის შემდეგ, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა დედამიწაზე. ყოველთვის გავურბოდი ამ საქმიანობას, რადგან როცა ახალგაზრდულ სულთან გაქვს შეხება, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი არ გეპატიება. ჰო, სხვა პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ საკითხს და ამან გარკვეული დაღი დაამჩნია იმას, რომ თვითონ არ მქონდა ურთიერთობა ახალგაზრდებთან. ამ სპექტაკლში საჭირო იყო ბევრი ახალგაზრდა და მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. სულ სხვა თაობაა. თქვენ თაობას აღარ აქვს შიში და ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებელი საქართველოსი. სამწუხაროდ, მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც მემკვიდრობით მომდევს ეს გაუცნობიერებელი შიში − შესაძლოა დავისაჯოთ, მე არა, მაგრამ ჩემი მშობლები. შეიძლება ისეთი სიტუაცია მომიწყონ, საიდანაც გამოსავალია არ არის და რა ვიცი, კიდევ რა. ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენს თაობას მოჰყვება. ჰოდა, ამ სპექტაკლით ესეც გვინდოდა გვეთქვა, რომ არის რაღაც, რაშიც არ უნდა დაბრუნდე. გარდა ამისა, არის გარკვეული საკითხები, რომელსაც კარგი ანალიზი და გააზრება სჭირდება. დღეს ბევრი შეცდომა იმიტომ მოგვდის, რომ უახლესი ისტორია არ ვიცით. ყველაფერს თუ გავიაზრებთ და თავის სახელს დავარქმევთ, ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, მაიმედებს ეს ახალი თაობა − ბავშვები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ საბჭოთა შიშისა და შებოჭილი ცხოვრების არსს.

სცენარი ახსენეთ და როგორი იყო დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან მუშაობის პროცესი? აქვე არ შემიძლია არ ვახსენო გიორგი ასანიშვილი − მუსიკის საოცარი არანჟირების ავტორი, და არა მხოლოდ…

შემიძლია ვთქვა, რომ სცენაზე ირაკლის სიმღერების გადატანის იდეა ეკუთვნოდა გიორგი ასანიშვილს − ირაკლის მეგობარს, რომელიც მუშაობდა ირაკლისთან ერთად. რაც შეეხება ბასას, მე ზოგადად არ გამოვირჩევი ცოცხალ დრამატურგებთან მუშაობით და მათთან თანამშრომლობაზე მცდარი წარმოდგენაც კი მქონდა სირთულეებთან დაკავშირებით. ბასამ ეს წარმოდგენები დამიმსხვრია და აღმოჩნდა ყველაზე კომფორტული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო სცენარის ყოველ პასაჟზე გვემსჯელა. საერთოდ, მგონია, რომ ეს სპექტაკლი ყველასი ერთად დამსახურება. შესაფერისი ადამიანები შევიკრიბეთ ერთად − მსახიობებით დაწყებული, კოსტიუმების დიზაინით დასრულებული. მხატვრები − თეა თელია და თიკო კვინიკაძე არიან; ქორეოგრაფი − კოტე ფურცელაძე; გიორგი ცაგარელმა და ბექა გოჩიაშვილმა ოთხი სიმღერის წარმოუდგენლად კარგი ვერსიები შემოგვთავაზეს, გიორგი ასანიშვილმა მუსიკის საოცარი არანჟირება გააკეთა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქეთათოსი, რომ ბრმად მენდო. მითხრა, შენ თუ აკეთებ მიუზიკლს, მე პრობლემა არ მაქვს და საერთოდ არ ჩავერევიო. ასე გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

სპექტაკლში დიდ ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა ფერის ერთნაირი კოსტიუმები…

თიკო წარმოუდგენლად მაღალი დონის პროფესიონალია. როცა კოსტიუმებზე საუბარი დავიწყეთ, მითხრა, რომ საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა ყოფილიყავი გამორჩეული − უნდა ყოფილიყავი ისეთი, როგორც ყველა. ამიტომ წავედით ამ მიმართულებით − ყველას ერთნაირად აცვია, სხვადასხვა ფერში.

თქვენ დროს ზღვის გადაცურვა რთული იყო, მაგრამ მაინც იყო 9 აპრილი, არა?..

კი, დამოუკიდებელი საქართველო ჩვენი თაობის ყველაზე დიდი მონაპოვარია, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გადავცურეთ ზღვა. ახალი თაობა შეძლებს ამას − არ ეშინიათ იმის, რატომ უნდა გადაცურონ ზღვა…

ჩვენც გვჭირდება 40 წელი იმისთვის, რომ მონობიდან გავთავისუფლდეთ?

მოსესავით, არა? ჰო, თაობები უნდა გამოცვლილიყო და დაბადებულიყო აბსოლუტურად სხვა, თავისუფალი თაობა. ამ გზაზე ვართ ჩვენც, და დავიცდით იმ ათ წელსაც, თუ მხოლოდ ეს გვჭირდება სრული თავისუფლებისთვის…

ამ გზაზე რომელია ის მთავარი ღირებულება, რომელიც არასდროს უნდა შეიცვალოს?

იცით რა, არსებობს ჩემთვის ფასეულობები, რომლებიც არცერთ საუკუნეში არ იცვლება და ეს ღირებულებები ღირებულებებად რჩება. არ მგონია, რომ რომეო და ჯულიეტას განსხვავებულად უყვარდათ, ვიდრე მე ჩემი მეუღლე მიყვარს. ეს არ იცვლება. მთავარია, ჩვენ თვითონ შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ მთავარი ფასეულობები, არ ვიფიქროთ მხოლოდ მატერიაზე − როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული. სინდისი ყველა დროს ფასობს.

და რომ გადავცურავთ ზღვას, იქით ნაპირზე რა გველოდება?..

არ ვიცი… მაგრამ ტალღებთან ბრძოლის გამოცდილება რომ გექნება, მთავარი ეს არის. თუნდაც იმ ნაპირზე არც არაფერი დაგხვდეს. რაც უნდა მძლავრი იყოს ტალღები, შენ მის საწინააღმდეგოდ უნდა იცურო. ეს არის ცხოვრება. რთულია, გქონდეს განსხვავებული ხედვა − არ დაემორჩილო უმრავლესობას და შენი ხედვის არ გეშინოდეს, მაგრამ შესაძლებელია. ასეთი იყო ირაკლი. რაც იყო ირაკლი.

და რას ეტყოდით ტალღებთან მებრძოლ ახალ თაობას?

ახალგაზრდობა არის ცხოვრების გენიალური მომენტი, როცა შენ შეგიძლია დაუშვა შეცდომები, და ამის არ უნდა შეგეშინდეთ. მთავარია, ამ შეცდომებზე ისწავლოთ. მე შეცდომების ჩემს ასაკში მეშინია, რადგან პასუხისმგებლობა უკვე გაცილებით დიდია, რომელიც ასაკს მოაქვს, გვინდა თუ არა. მგონია, რომ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად დღეს სიღრმისეული ანალიზი აკლიათ, ასე რომ იფიქრეთ, ბევრი იფიქრეთ და სწორ ნაპირზე აუცილებლად გახვალთ.

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ბექა ცირეკიძე

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია
Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

იანვარი 30, 2023
#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან
Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება
Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

დეკემბერი 29, 2022
#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!
Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

დეკემბერი 29, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი მოდის ჩვენებებიდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს

#OK! ჯიჯი ჰადიდი მოდის ჩვენებებიდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს

მარტი 7, 2022
#OK! “არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია, მხოლოდ ბოტოქსი” – კიმ კარდაშიანი

#OK! “არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია, მხოლოდ ბოტოქსი” – კიმ კარდაშიანი

ივლისი 12, 2022
#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

აპრილი 18, 2022
#OK! ქოუჩინგი – პიროვნული და პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი (ინტერვიუ თამარ ბოკერიასთან)

#OK! ქოუჩინგი – პიროვნული და პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი (ინტერვიუ თამარ ბოკერიასთან)

ნოემბერი 24, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

იანვარი 25, 2023
#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

იანვარი 30, 2023
#OK! მეფე ჩარლზს სურს, რომ პრინცი ჰარი მის კორონაციას დაესწროს, თუმცა უილიამი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას

#OK! მეფე ჩარლზს სურს, რომ პრინცი ჰარი მის კორონაციას დაესწროს, თუმცა უილიამი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას

იანვარი 29, 2023
#OK! როგორ ულოცავს გიორგი მახარაძე შვილს დაბადების დღეს

#OK! როგორ ულოცავს გიორგი მახარაძე შვილს დაბადების დღეს

იანვარი 27, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×