• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ცვლილებების დრო: 40+ ქალი და მისი ახალი საზღვრები

July 16, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ყველა ადამიანი უნიკალური, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. განვლილი ცხოვრებისეული გზა და გამოცდილება ყველა ჩვენგანს განსხვავებულად გვაყალიბებს. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ იცვლება ადამიანის თვითშეფასება და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება 40 წლის შემდეგ, რადგან ეს ასაკი ბევრი ქალისთვის გარდამტეხი ეტაპია – ქალს აღარ ეშინია საკუთარი ჭეშმარიტი სურვილებისა და მიზნების.

 

 

 

როგორ იცვლება ქალის იდენტობა 40 წლის შემდეგ?

ირინა ბაქრაძე, გეშტალტფსიქოთერაპევტი, „ჩემი სივრცის“ დამფუძნებელი: იდენტობა ნიშნავს საკუთარი თავის კარგად გაცნობას, ღირებულებების, სურვილებისა და საზღვრების გაცნობიერებას. ეს არის შიდა კომპასი, რომელიც გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებასა და ცხოვრების გზაზე თავდაჯერებულად სიარულში.

40 წლის ზევით ქალის ყველაზე დიდი შენაძენია დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვადასხვა როლში – როგორც მშობელი, მეუღლე, საქმიანი ქალი და ა.შ. ქალმა უკვე გაიარა თვითშემეცნების დიდი გზა – იცის თავისი ძლიერი მხარეები და სისუსტეებიც, იცნობს საკუთარ ემოციებს. შეუძლია მათი მართვა. იცის, ვინ არის და რა სჭირდება. ეს კი აძლევს საშუალებას, ადვილად გაუმკლავდეს თავის ყველა როლს, იპოვოს ბალანსი და იყოს კომფორტულად. ამ ასაკში ქალს აღარ სჭირდება იმის მტკიცება, თუ როგორი კარგი ან შეუცვლელია, ის ბევრად თავდაჯერებულია. 40 წლისთვის ქალის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება, ანუ ქალის იდენტობის ჯანსაღი ჩამოყალიბება ხდება, თუმცა ეს ყველაზე არ ვრცელდება. ცვლილებები და საკუთარი თავის მოსმენა შინაგანი ძალისხმევაა,ამისთვის საჭიროა დრო, სურვილი და შინაგანი მზაობა, რომ გავიაზროთ საკუთარი საჭიროებები და გადავაფასოთ ღირებულებები. ამ გზას ყველა ჩვენებურად გავდივართ, სხვადასხვანაირ გამოცდილებას ვაგროვებთ, შესაბამისად, განსხვავებულად ვერგებით ასაკს.

 

როგორ მოქმედებს ეიჯიზმი ქალის თვითშეფასებაზე 40+ ასაკში?

ირინა შიშნიაშვილი, გეშტალტთერაპევტი, „ჩემი სივრცის“ გუნდის წევრი: ეიჯიზმი გარკვეულ შემთხვევებში იწვევს მერყევ თვითშეფასებას, რაც განპირობებულია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით. იქნება ეს გარეგნობა, კარიერული ზრდა თუ პირადი წარმატება. შესაძლოა ასაკობრივმა დისკრიმინაციამ გავლენა იქონიოს ქალის იდენტობაზე, თუმცა არა ყოველთვის. ბევრი ქალი სწორედ 40+ ასაკში იწყებს ცხოვრების ახალ ეტაპს და იძენს თვითშეფასების უფრო მყარ და სტაბილურ ფორმას.

 

როგორ მოქმედებს ასაკობრივი ცვლილებები ქალის ფსიქიკაზე?

ირინა ბაქრაძე: 40+ არის გარდამტეხი ასაკი ქალის ცხოვრებაში როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ჰორმონალური ცვლილებები, ესტროგენის შემცირება მოქმედებს განწყობაზე, ემოციურ სტაბილურობაზე. ზრდის შიშებს და დეპრესიის რისკებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თავად როგორ ვიღებთ ამ ასაკს და ჩვენს თავს ახალ ეტაპზე.

 

 

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, როცა დაბერების შიში გვიჩნდება?

ირინა შიშნიაშვილი: „მე ვარ ახლა, და ეს უკვე საკმარისია“ – გამახსენდა ჩემი ლექტორის სიტყვები. მნიშვნელოვანია ჩვენს ასაკსა და გამოცდილებასთან დადებითი დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ. საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგი გვქონდეს, რომ ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, რომელიც ამავე დროს პიროვნული ზრდისა და ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა. ვიზრუნოთ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. დავკავდეთ ჩვენი ჰობით ან ახალი რაიმე შევისწავლოთ. დავისახოთ მიზნები, და, რაც მთავარია, მადლიერებით აღვნიშნოთ ნებისმიერი წარმატება. ყოველი ასაკი ცხოვრების უნიკალური ეტაპია, რომელიც თავისებურ ღირებულებებსა და სილამაზეს წარმოადგენს.

 

როგორ აისახება საზოგადოებაში არსებული ასაკობრივი სტერეოტიპები 40+ ქალებში და როგორ უნდა გაუმკლავდნენ ქალები მას?

ირინა ბაქრაძე: ადრე დამკვიდრებული სტერეოტიპი იყო, რომ 30 წლამდე ყველაფერი მოგესწრო: განათლების მიღება, ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა და კარიერაში წარმატების მიღწევა, რადგან მერე დაგვიანებული იყო. დღეს ასაკის აღქმა გაახალგაზრდავდა. 40+ ქალებს შეუძლიათ მისცენ თავს რადიკალური ცვლილებების უფლება – დაიწყონ კარიერა ნულიდან, გააჩინონ შვილები, ისწავლონ ენები, იმოგზაურონ და სხვ.

იმისთვის, რომ შევახსენოთ ქალებს მათში არსებული სიძლიერე და შევძინოთ გამბედაობა, სავარჯიშოს შემოგთავაზებთ. გააკეთეთ ორი სია. დაფიქრდით და გაიხსენეთ ყველაფერი, რაც 40 წლამდე გააკეთეთ. ჩამოწერეთ. ეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ. გადაიკითხეთ და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს იმისთვის, რაც მოასწარით და გამოგივიდათ. ბუნებრივია აღმოაჩენთ, რომ დარჩა აუსრულებელი სურვილები, მიუღწეველი მიზნები.

მეორე სიაში ჩამოწერეთ ის, რაც გინდათ კიდევ გააკეთოთ და რაც რეალისტურია. კარგად გადახედეთ ამ სიასაც. არ დაკარგოთ დრო, დაიწყეთ თქვენი სურვილების ასრულება. იმის გააზრება, რომ ჩვენი ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა, ძალიან მნიშვნელოვანია. და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

 

დაბოლოს წარმოგვიდგინეთ „ჩემი სივრცე“, რას სერვისებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ირინა ბაქრაძე: სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ფუნქციონირება ფსიქოთერაპიულმა ცენტრმა „ჩემი სივრცე“. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანის ღირებულებებია ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი. ვქმნით გარემოს, სადაც ყველა დაცულად გრძნობს თავს. აქ, კონფიდენციალურ, თბილ ადგილას, სანდო სპეციალისტებთან ერთად იწყება ცვლილებები.

„ჩემი სივრცე “ გთავაზობთ ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას ზრდასრულებს, მოზარდებს, ბავშვებს და წყვილებს. გვაქვს ასევე სხვადასხვა მიმართულების ჯგუფური თერაპია. ვმართავთ თემატურ, ჯგუფურ მხარდამჭერ შეხვედრებს ქალებისთვის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე  კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

August 28, 2021
#OK! ბროდვეი შენს ქალაქშია!

#OK! ბროდვეი შენს ქალაქშია!

November 7, 2023
#OK! რას ნიშნავს იყო მშობელი…

#OK! რას ნიშნავს იყო მშობელი…

February 22, 2023
საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026

კვირის ჰიტები

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 13, 2026
#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე  კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები