• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

OK! ბათუმის სტუმარი ცირა გოგრაჭაძეა, კოსმეტოლოგი, რომელსაც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ეხმაურება, მადლობას უხდის შედეგისთვის.

ცირა თავისი პროფესიონალიზმით ქმნის ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ვიზიტი არა მხოლოდ სილამაზის გაუმჯობესების შესაძლებლობაა, არამედ კომფორტული, ნდობით სავსე მეგობრული გარემო, დაფუძნებული ადამიანის შინაგანი სამყაროს პატივისცემაზე.

 

როგორ დაიწყო თქვენი გზა კოსმეტოლოგიაში? გახსოვთ ის პირველი მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ ეს თქვენი საქმე იქნებოდა?

რომ ვთქვა მარტივი იყო-მეთქი,   მოგატყუებთ. აბსოლუტურად სხვა გარემოდან მომიწია ამ სფეროში გზის გაკვალვა. თუმცა, საბოლოო ჯამში,  ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რაც ცხოვრებაში მიმიღია. ამის მთავარი მოტივატორი მარი იყო, ჩემი და, რომელმაც მითხრა, რომ  წარმატებას სწორედ კოსმეტოლოგიაში მივაღწევდი, იმიტომ რომ ბუნებით ყოველთვის ესთეტი ვიყავი,  ყოველთვის შემეძლო, ჩემ მიერ მოფიქრებული დიზაინით, უბრალო სივრცე სადღესასწაულოდ გადამექცია. მიზნისკენ მიმავალი არც ერთი გზა არ არის იოლი, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ყოველი ნაბიჯი იყო თვითშემეცნების, განვითარების, ახლის ძიების, რამაც ჩემს საქმეში წარმატება, ნდობა და სიყვარული  მომიტანა.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის კოსმეტოლოგია- სილამაზეს, ხელოვნებას თუ ორივეს ერთად?

კოსმეტოლოგია ჩემთვის სილამაზისა და ხელოვნების ერთობლივი ენაა. სილამაზე ჰარმონიას და სრულყოფილებას ეძებს, ხელოვნება კი მას ემოციას და სითბოს ჰმატებს. ჩემი ყოველდღიური საქმე სწორედ ამ ორი სამყაროს გაერთიანებაა – ტექნიკური სიზუსტე და სულიერი დამოკიდებულება ერთად ქმნის შედეგს, რომელიც მხოლოდ გარეგნობას არ ეხება,  ადამიანს მთლიანად ახალ ენერგიასა და თვითდაჯერებულობას აძლევს.

 

თქვენს სფეროში მუდმივად ახალი ტექნოლოგიები და მეთოდებია, როგორ ახერხებთ ფეხის აწყობას?

პასუხისმგებლობა არ მაძლევს შესაძლებლობას ჩამოვრჩე  ტექნოლოგიების ცვლილებას. ჩემი განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ჩემი მომხმარებლებისთვის უკეთესი შედეგების მიღებაზე, ამიტომ, მუდმივად ვეძებ სიახლეებს, ვსწავლობ ახალ მეთოდებს და მათ პრაქტიკაში ვიყენებ. ეს პროცესი ჩემთვის არ არის მხოლოდ პროფესიული საჭიროება, ეს არის შრომის, ეთიკის გამოხატულება, მუდმივად ინოვაციური, ეფექტური და უსაფრთხო შედეგებისთვის.

 

რომელ პროცედურას ან მეთოდს თვლით თქვენი პროფესიული ხელწერის ნაწილად?

პერმანენტულ მაკიაჟს. ის, რაც საბოლოოდ აგვირგვინებს ინექციურ პროცესებს, მისი წყალობით ვქმნი ჰარმონიას, რომელიც ადამიანის გარეგნულ სახესა და შინაგან კომფორტს მთლიანობაში აერთიანებს.

 

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს პროფესიაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე –  გამოწვევა ყოველთვის ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესებაა. ეს სფერო სწრაფად ვითარდება, ამიტომ საჭიროა მუდმივი სწავლა და საკუთარი ცოდნის განახლება, რათა მომხმარებლებს საუკეთესო შედეგი შევთავაზო.

 

 

როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მომხმარებელთან – უფრო პროფესიული თუ მეგობრული?

მეგობრულზე მეგობრული! თითოეული პაციენტი ჩემთვის უნიკალური ისტორიაა. ადამიანებთან მუშაობის 8-წლიანმა გამოცდილებამ პროფესიონალად ჩამომაყალიბა, როგორც კარგი ფსიქოლოგი. პროცედურის დროს ვახერხებ მეგობრულ, საინტერესო და სასიამოვნო დიალოგს, რაც მომხმარებელში ნდობასა და კომფორტს იწვევს.

 

ყოველდღიურობის რომელი დეტალია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი?

საღამოს სახლში შვილების ჩახუტება და დღის შეჯამება ყველაზე ჯადოსნური და საყვარელი მომენტია ჩემთვის. მიუხედავად დაღლილობისა, ყოველთვის ვუსმენ და ერთად განვიხილავთ მათი დღის ამბებს. დღე, თითქმის ყოველთვის,   პატარა კულმინაციით მთავრდება, როცა მობილურზე კმაყოფილი პაციენტის შეტყობინება მომდის: „მადლობა, ცირა“. ეს პატარა გზავნილი მაბედნიერებს, სიმშვიდეს და სასიამოვნო შეგრძნებას მმატებს.

 

არის თუ არა ვინმე, ვინც განსაკუთრებულად გეხმარებათ შთაგონებაში?

მეუღლე და მეგობრები. ისინი მუდამ ჩემ გვერდით არიან, აზროვნებით, მხარდაჭერითა და შთაგონებით. მათი ემოციური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩემთვის.

 

რთულ დღეებში რა გაძლევთ რწმენას?

ყოველთვის მჯერა, რომ რთულ დღეებს აუცილებლად ცვლის ნათელი დღეები, და სწორედ ეს რწმენა მაძლევს ძალას, რომ მუდამ წინ წავიდე, განვვითარდე და ვიმოქმედო. როცა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ, როცა კმაყოფილი ადამიანების ჯარი გყავს, როცა გულწრფელი ხარ, შრომისმოყვარე და უფლის მადლიერი, ყოველთვის გამონახავ ძალას რომ არ დანებდე და იბრძოლო უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, უკეთესი საკუთარი თავის გამოძერწვისა და იმ სივრცის გაჯანსაღებისთვის, რომელშიც გიწევს ყოფნა.

 

კოსმეტოლოგია გეხმარებათ ადამიანების გარეგნობის შეცვლაში, მაგრამ შინაგანად რას გასწავლით ეს პროფესია?

ვფიქრობ, ვერანაირი გარეგნული შტრიხი ვერ გაალამაზებს სულს, რადგან შინაგანი სილამაზე პირველია. მინახავს ადამიანები, რომლებიც გარეგნულად შესაძლოა სტანდარტულები არ იყვნენ, მაგრამ მათი შინაგანი სიმდიდრე და სითბო ნებისმიერ გარეგნულ შტრიხზე აღმატებული იყოს. და პირიქით, მინახავს გარეგნულად სავსებით მიმზიდველი ადამიანები, მაგრამ ცარიელები, შინაგანი ბალანსის არმქონეები, რომლებიც ჩემს თვალში სულაც არ არიან ლამაზები.

 

 

როგორი ხედვა გაქვთ თქვენი საქმიანობის განვითარებაზე, სად ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ?

მომავალში საკუთარ თავს კვლავ ამ სფეროში ვხედავ, თუმცა უფრო დახვეწილს, განვითარებულსა და ნოვატორულს. მინდა არასდროს შევწყვიტო წინსვლა და სიახლეების ძიება, სწორედ ეს მიდგომა მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ შემიძლია ყოველთვის ვიყო მოწინავე და გავამყარო ჩემი პროფესიული ცოდნა.

 

რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ ამ სფეროში ნაბიჯებს?

გულით, სიამოვნებით და მთელი სიზუსტით უნდა აკეთონ ეს საქმე, რადგან, ესთეტიკის სფერო იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუ არ გიყვარს, მართლა არაფერი გამოვა. ნამდვილი პროფესიონალიზმი მაშინ მოდის, როცა მუშაობა არის სტიმული, სიამოვნება და არა უბრალოდ შემოსავლის წყარო.

 

ნდობა რომ მოიპოვო, საჭიროა?

იმუშაო პაციენტზე ისე, როგორც საკუთარ თავზე. ამას გრძნობს ყველა, ვისაც შენ ემსახურები და სწორედ ეს ქმნის ნდობას, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვამართლებ.

 

როცა სამუშაო დღის შემდეგ სარკეში იყურებით, რას ეუბნებით საკუთარ თავს?

სარკეში არა, ჩემი შინაგანი დიალოგი იწყება უფალთან, მადლიერებით. როდესაც ადამიანი მადლიერია, მისი სული ივსება სიმშვიდითა და სიხარულით. მადლიერება გვასწავლის დავაფასოთ ყოველდღიური სიკეთეები და ყველაფერი, რაც გაგვაჩნია.

 

რომ არა კოსმეტოლოგია, რომელ პროფესიას აირჩევდით?

 ან დიზაინერი  ვიქნებოდი, ან კონდიტერი – აუცილებლად ავირჩევდი პროფესიას, რომელიც ასევე საჭიროებს სიზუსტეს, შემოქმედებითობას და ადამიანის გემოვნების სწორ აღქმას.

 

მას, ვინც ჟურნალ OK! ბათუმის საშუალებით გაგიცნობთ და თქვენთან  მოსვლის სურვილი გაუჩნდებათ, პროცედურებისთვის სად მოგაკითხონ?

სიხარულით ვუმასპინძლებთ ყველას  სტომატოგიურ კლინიკა M denti-ში (ნ. ფიროსმანის18 დ), აქ მაქვს ჩემი კოსმეტოლოგიური სივრცე. დაგხვდებათ მშვიდი გარემო, კომფორტი და მაქსიმალური ყურადღება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

ასევე გაეცანი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია
OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი  რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას
OK! ბათუმი

#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას

December 28, 2025
#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება
OK! ბათუმი

#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „სფერა“ – შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში

#OK! „სფერა“ – შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში

April 11, 2024
#OK! Ye-ს პუტინის ნახვა და რუსეთში კონცერტის ჩატარება სურს

#OK! Ye-ს პუტინის ნახვა და რუსეთში კონცერტის ჩატარება სურს

January 12, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! წარმატებული კარიერა და ბედნიერი პირადი ცხოვრება – ინტერვიუ ელენე შამუგიასთან

#OK! წარმატებული კარიერა და ბედნიერი პირადი ცხოვრება – ინტერვიუ ელენე შამუგიასთან

March 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

December 26, 2025
#OK! 2026 წლის ნაქსოვი ტანსაცმელი  – მთავარი ტრენდები და მასალები

#OK! 2026 წლის ნაქსოვი ტანსაცმელი – მთავარი ტრენდები და მასალები

December 27, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები