• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ციცი ბეროზაშვილის პროფესიული გზა

April 23, 2025
საკითხავი დრო: 9 წუთში წასაკითხი

”ლიდერ ქალთა საზოგადოება” უკვე წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას საქართველოში. ორგანიზაციას, უამრავი პროფესიონალი და მოტივირებული პიროვნება ჰყავს, სწორედ ერთ–ერთი გახლავთ ციცი ბეროზაშვილი, რომელიც ორგანიზაციას 2022 წლიდან შემოუერთდა, იგი მუდმივად მონაწილეობს იმ პროექტებსა და აქტივობებში, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს თავის წევრებს. ”ლიდერ ქალთა საზოგადოება” მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ და უშუალო ჩართულობას როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

 

უპირველესად გაგვეცანით.

მე გახლავართ ციცი ბეროზაშვილი, დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მყავს მეუღლე – დავით ზილფიმიანი, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის დოქტორ–აკადემიკოსსა და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრს, ამავდროულად მყავს 2 შვილი და 4 შვილიშვილი.

თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. ვასწავლიდი მაღალ კლასებს. მაშინვე დავიწყე იმ განსხვავებული და ინოვაციური მიდგომების გამოყენება, რაც ჩემს გაკვეთილებს განსაკუთრებულობას სძენდა. ჩემი გაკვეთილები განსხვავდებოდა იმ დროისთვის გავრცელებული, ჩარჩოში ჩასმული და მოსაწყენი გაკვეთილებისგან. მე ვიყავი ნოვატორი პედაგოგი. თითოეული გაკვეთილის ახსნა ემოციური და პროფესიონალური იყო, სადაც ჩვენ ყველა ვხდებოდით იმ ლიტერატურული პერსონაჟის ნაწილი, რომლის შესახებაც ვსწავლობდით. ვატარებდი საჩვენებელ გაკვეთილებს, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულთან ერთად, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული იყო ჩვენი მთავარი კრედო. ამ სულისკვეთებით გავზარდე მრავალი თაობა. მოგვიანებით ვკითხულობდი ლექციებს კერძო უნივერსიტეტში „საქართველო“, ხოლობოლოს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრაზე.

 

 

რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

ჩემი საქმიანობა დროებით შეჩერებული იყო, რაც ქვეყანაში მიმდინარე რთული მდგომარეობითა და პანდემიით იყო გამოწვეული. ამჟამად ჩემი პროფესიით აღარ ვმუშაობ, ვფიქრობ, ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ, მაგრამ აქტიური ადამიანი ვარ და ისე ვერ გავჩერდებოდი. გადავწყვიტე, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავრთულიყავი. საზოგადო მოღვაწე ის პირია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ ინტერესებთან.

ვარ:

•​მსოფლიო ებრაელ–ქართველ ქალთაორგანიზაციის წევრი,

•​„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრი 2022 წლიდან,

•​საზოგადოება „თაობა 21 საქართველოს“ პროექტის „აფხაზეთი მე ვარ – მშვიდობის ელჩი“,

•​საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის“ თანადამფუძნებელი, რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

•​შეყვანილი ვარ  ქალბატონ ნინო რეხვიაშვილის მიერ გამოცემულ სამ წიგნსა და ჟურნალში („სამყაროს სამკაულები“, „წახნაგები“, „ნიჭიერების კვალდაკვალ“) როგორც თბილისის ქალთა წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენელი.

•​ვარ საზოგადოებრივი აზრის ასოციაციის ინსტიტუტის ნამდვილი წევრი.

•​2024 წელს, ნინო ანდრო ნიკაშვილთან ერთად, დავაფუძნე საერთაშორისო ორგანიზაცია„დიპლომატთა ერთობა“, რომელიც მოიცავს პროექტს „თბილისი ყველას აერთიანებს!“ პირველი ღონისძიება ანშლაგით ჩატარდა და ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. ორგანიზაციის მიზანია, დიპლომატიის გზით, ხალხთა შორის მეგობრობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მუშაობა სხვადასხვა დიასპორულ ორგანიზაციებთან.

•​პროექტი „თბილისი ყველას აერთიანებს“ მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების დაჯილდოებას მათი ნიჭის, ღვაწლის, უნარის, შემოქმედებისა და სამეცნიერო საქმიანობის მიხედვით. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს 10 ნომინანტი შეირჩევა სხვადასხვა სფეროდან.

მიღებული მაქვს უამრავი დიპლომი და მადლობის სიგელი სხვადასხვა საქმიანობაში გაწეული წვლილისათვის.

 

 

რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგეცლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.

მოგეხსენებათ, რომ კარგი პროფესიონალია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს!

ჩემი პროფესიის ადამიანს უნდა უყვარდეს ბავშვები, ახალგაზრდები, ჰქონდეს მოთმინების უნარი და საქმეს აკეთებდეს მონდომებით და  არა ვალდებულების გამო.

პიროვნული უნარები: როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა უნდა ახასიათებდეს, პედაგოგს, პროფესორს. და როცა უკვე პროფესიით აღარ ვმუშაობდი, გადავწყვიტე ეს სითბო, სიყვარული და მზრუნველობა უკვე დიდი მასშტაბით გადამეტანა საზოგადო საქმიანობაში, დამეფასებინა, მოვფერებოდი გამოჩენილ ადამიანებს და მათი საქმიანობა კიდევ ერთხელ გამეცნო ახალი თაობისათვის!

 

თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემი მიზანია  ხალხის სიყვარული და დაფასება!

ბევრი სიკეთე და კარგი საქმე!

შეჭირვებული, ონკოლოგიური სენით დაავადებული ადამიანების დახმარება.

და კიდევ, ცხოვრება რა გზასაც მიჩვენებს, იმას გავყვები, სწორად და სამართლიანად!

 

ავტორი: გვანცა გორდელაძე

პარტნიორი კომპანიის კონტენტი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ლილი კოლინზი 34 წლის გახდა – Emily in Paris-ის ვარსკვლავი და ამავდროულად პროდიუსერი, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვად ქალ მსახიობად დასახელდა

#OK! დღეს ლილი კოლინზი 34 წლის გახდა – Emily in Paris-ის ვარსკვლავი და ამავდროულად პროდიუსერი, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვად ქალ მსახიობად დასახელდა

March 18, 2023
#OK! რეზი არველაძეს და თეონა თავართქილაძეს პირველი შვილიშვილი შეეძინათ!

#OK! რეზი არველაძეს და თეონა თავართქილაძეს პირველი შვილიშვილი შეეძინათ!

March 28, 2024
#OK! წარმატებული კარიერა და ბედნიერი პირადი ცხოვრება – ინტერვიუ ელენე შამუგიასთან

#OK! წარმატებული კარიერა და ბედნიერი პირადი ცხოვრება – ინტერვიუ ელენე შამუგიასთან

March 7, 2024
#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

October 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

February 2, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026
#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

January 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები