ანტიკური დროიდან ადამიანი ისწრაფვის ჰარმონიისკენ, რომელიც მხოლოდ სილამაზისა და ჯანმრთელობის სრული თანხვედრით მიიღწევა. რამდენად არის ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული, ეს ძნელი სათქმელია, თუმცა ფიზიკური მხნეობა რომ ყველა სიკეთის წინაპირობაა, ფაქტია. სტრესი, უძილობა, დაუბალანსებელი კვების რაციონი და სხვა დისკომფორტი ორგანიზმის გამოფიტვად „კონვერტირდება“ და გვართმევს შესაძლებლობას ვიყოთ ლაღები, ხალისიანები, ჯანმრთელები, და რატომაც არა?! – ლამაზები. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის წითელსა და ლურჯ კაფსულებს შორის ბრმა არჩევანი არ მოგვიწევს, თუ სტატიას ბოლომდე ჩავიკითხავთ და ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ საკვებ დანამატებს შევარჩევთ.
სხვადასხვა მიკროელემენტით, ვიტამინითა და აქტიური ინგრედიენტით გაჯერებული აბები ავსებს ორგანიზმის ბუნებრივ საბადოს, ბალანსს, რომელიც აუცილებელია მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლის, ძლიერი იმუნიტეტისა და სხვა სასიცოცხლო პროცესებისთვის. ხშირად მთავარ სირთულეს ამ დანამატების სწორი შერჩევა წარმოადგენს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ყველაზე პოპულარულ, უსაფრთხო საკვებ დანამატებზე, რომელთა ეფექტურობაც კვლევებმა დაამტკიცა.
დავიწყოთ ყველაზე აქტუალური პრობლემით: თმის ცვენა ორივე სქესის წარმომადგენლისთვის მტკივნეული, თუმცა ხშირად გარდაუვალი მოვლენაა. პათოლოგიის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორებს შორის არის ასაკი, გენეტიკური მიდრეკილება, მიმდინარე ან გადატანილი დაავადებები და სეზონურობაც კი. ეს გასაკვირი არც არის − ადამიანის ევოლუციის გზაზე ხომ თმიანი საფარველი გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან თავდასაცავად ჩამოყალიბდა?! ზაფხულში მზის სხივების აქტიური კონცენტრაციისას შედარებით სქელი, ხოლო ზამთრის პირობებში – თხელი ვარცხნილობაა საჭირო, ამიტომ გვიანი შემოდგომისას ყვითელი ფოთლებისა და თმის ცვენა ერთდროულად იწყება. ფოთოლცვენისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი ნაკლებად სასიამოვნო მოვლენაა, პირიქით − ქალთა 29% განიცდის სერიოზულ დეპრესიას თმის ცვენის გამო. ვირუსით აქტიური ინფიცირებისა და პოსტკოვიდურ პერიოდში აღნიშნული პათოლოგია კიდევ უფრო აქტუალური გახდა ორივე სქესის წარმომადგენლისთვის. ფაქტია, რომ მხოლოდ კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით ასეთი მასშტაბის პრობლემა ვერ მოგვარდება, საჭიროა კიდევ უფრო კომპლექსური მიდგომა.
სოლგარი
მეგასორბიკოენზიმ − Q10
საკვებ დანამატებზე საუბრისას პირველი ბრენდი, რომელიც აზრად მოგვდის, „სოლგარია“. ამერიკული ფარმაინდუსტრიის გიგანტი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, ჩვენ გირჩევთ მულტიფუნქციურ დანამატზე შეაჩეროთ არჩევანი. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთარში იმუნიტეტის სიძლიერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გავრცელებული ვირუსებისა და გრიპის სეზონზე ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს სხვადასხვა გამაღიზიანებელთან საბრძოლველად. მეგასორბიკოენზიმ Q10
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას. ამავდროულად, მისი მიღების ჩვენებას წარმოადგენს: დერმატოვენეროლოგიის (ფსორიაზი, სებორეა), პულმონოლოგიის (სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები), ენდოკრინოლოგიის (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე) და სხვა მიმართულების პათოლოგიები. ჩატარებული კურსი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რაც მომატებული ენერგიის, დამშვიდებული ნერვული სისტემისა და ძლიერი იმუნიტეტის სახითაა გამოხატული.
ნიუ ნორდიკი
ჰეა ვოლუმი
შვედური კომპანია „ნიუ ნორდიკი“ 30 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და ორიენტირებულია ორგანული, ინოვაციური, მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნასა და წარმოებაზე. მისი უნიკალური, უანალოგო შემადგენლობის მქონე „ჰეა ვოლუმი“ საუკეთესო გადაწყვეტილებაა თმის ცვენის შეჩერების, ღერების სიმტკიცისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. „ჰეა ვოლუმი“ წარმოადგენს ერთადერთ ტაბლეტირებულ ფორმას, რომელშიც შედის ვაშლის დაპატენტებული ექსტრაქტისგან მიღებული პროანტოციანიდინ B2 − ბუნებრივი ზრდის ფაქტორი. იგი ახანგრძლივებს ე.წ. ანაგენის ფაზას და ამით აღადგენს თმის განვითარების ნორმალურ ციკლს, ზრდის თმის სიხშირესა და მასში კერატინის შემადგენლობას. „ჰეა ვოლუმი“ შეაჩერებს არა მხოლოდ თმის ცვენას, არამედ მის შეთხელებასაც, რადგან გამდიდრებულია ყველა იმ მიკროელემენტით, ვიტამინითა და ამინომჟავით, რომელიც სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ აღადგენს თმის განვითარების ციკლს.
ნიუ ნორდიკი
ეფლ საიდერი
რადგან სასაუბრო თემას პრობლემების აქტუალობის მიხედვით ვარჩევთ, შემდეგი პროდუქტი ასევე „ნიუ ნორდიკის“ წარმოების „ეფლ საიდერია“, რომელიც უსაფრთხო გახდომისთვისაა ფორმულირებული! ნუ აჰყვებით თანამედროვე ტრენდს, დაივიწყეთ ვაშლის ძმრის თხევადი სახით მიღების იდეა და ისიამოვნეთ თანამედროვე მედიცინის სიკეთეებით. „ეფლ საიდერი“ შეიცავს ულტრაკონცენტრირებულ ვაშლის ძმრის მჟავას ფხვნილს, რომელიც მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნოა მისაღებად. ხელს უწყობს ორგანიზმის ცხიმის მარაგის გამოყენებას და წარმოადგენს ბუნებრივ პრობიოტიკს, რომელიც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით: ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ხელს უწყობს წონის კლებას, იწვევს ქოლესტეროლის დონის შემცირებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურად ხსნის ყაბზობას და ასტიმულირებს მოდუნებული ნაწლავის მუშაობას, აქვს სუსტი საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება. „ეფლ საიდერი“ მსუბუქი და ეფექტური საშუალებაა სხეულის სასურველი სილუეტის მისაღებად.
ლაქტიბიენ რეფერენსი
პილეჟი
და მაინც, სილამაზისა და ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლო ჩვენი ორგანიზმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებში უნდა ვეძებოთ. გარეგანი მოქმედების არც ერთი საშუალება არ არის ისე ეფექტური, როგორც სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მუშაობის მასტიმულირებელი საკვები დანამატი. ნორმალური მიკროფლორის პირობებში უმჯობესდება იმუნიტეტი, გუნება-განწყობა, ჰორმონული ბალანსი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედება, მეტაბოლიზმი და ძილის რეჟიმი. თავს გრძნობთ მსუბუქად, დასვენებულად და კომფორტულად. ფრანგული პრემიუმბრენდი „ლაქტიბიენ რეფერენსი“ სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ აღადგენს ნაწლავის ნორმალურ ფლორას. პროდუქტი წარმოებულია საფრანგეთში, პრობიოტიკების წარმოების წამყვანი, ექსპერტი კომპანია „პილეჟის“ მიერ. თითოეული შტამი შესწავლილია დნმ-ის დონეზე, დაპატენტებულია და რეგისტრირებულია მიკროორგანიზმების კულტურების საფრანგეთის ეროვნულ კოლექციაში. შეიცავს საჭირო რაოდენობით − 10 მილიარდი ბაქტერია 1 კაფსულაში.
ამვილაბი
ვეივევიტი
თმა, კანი და ფრჩხილი
ამერიკული კომპანია „ამვილაბი“ 30 წელზე მეტია, რაც აწარმოებს
ნატურალურ საკვებ დანამატებს, რომლებიც შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტს და ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე. „ამვილაბის“ „ვეივევიტი“ არის სილამაზის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, მოქმედებს ორგანიზმზე შინაგანად. შესაბამისად, გეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი თუნდაც იმ მოვლის საშუალებებისგან, რომელსაც იყენებთ. წლებია, რაც თმის, კანისა და ფრჩხილის სიმტკიცისთვის სხვადასხვა ტიპის ფორმულა იქმნება, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი სრულყოფა „ამვილაბის“ „ვეივევიტმა“ მოახერხა. „სილამაზის ვიტამინი“ − ბიოტინის, ჰიალურონის, კოლაგენის, კერატინისა და სხვა აქტიური ინგრედიენტების კომბინაციით შეიქმნა საუკეთესო ფორმულა ჯანსაღი თმის, ახალგაზრდული კანისა და ძლიერი ფრჩხილებისთვის. „ვეივევიტი“ სწრაფად აგვარებს ფრჩხილების მტვრევადობის, კანის არაერთგვაროვნების, გამოშრობის, დაქვეითებული ელასტიკურობის, გამონაყარისა და თმის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ამვილაბი
კოლაფიბი
კოლაგენი − უნიკალური ცილა მარადიული ახალგაზრდობისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის სიმტკიცისთვის! ის ორგანიზმის ფაქტობრივად ყველა ქსოვილშია და მის სიჯანსაღეზე ზრუნავს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, კოლაგენის საკმარისი რაოდენობა მთელი ცხოვრება რომ ნარჩუნდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, 25 წლის ასაკიდან მისი სინთეზი ნელ-ნელა მცირდება და სულ უფრო იზრდება მოთხოვნა გარეგანი მიღების საშუალებებზე, რომელთა
წყალობით შევძლებთ ბუნებრივი ბალანსის აღდგენას. სწორედ ამაში გვეხმარება ამერიკული კომპანია „ამვილაბის“ „კოლაფიბის“ კაფსულების მიღება. გასათვალისწინებელია, რომ „ამვილაბის“ „კოლაფიბი“ შეიცავს + ჰიდროლიზებულ კოლაგენურ პეპტიდებს, რომელსაც აქვს მცირე მოლეკულური მასა, შესაბამისად − მაღალი ბიოშეღწევადობა. ფაქტობრივად, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ „კოლაფიბის“ კოლაგენური პეპტიდები მიღებიდან სწრაფად მიაღწევს სამიზნე ორგანოებს და გააუმჯობესებს მათ სტრუქტურასა და ჯანმრთელობას. არ არის აუცილებელი გქონდეთ კონკრეტული ჩვენება „ამვილაბის“ „კოლაფიბის“ გამოყენებისთვის. წელიწადში ორჯერ, მოკლე კურსის ჩატარებით ხელს შეუწყობთ და გაახანგრძლივებთ კოლაგენის სინთეზს და შესაბამისად, ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.
სოლგარი
კოლაგენი − ჰიალურონის მჟავა
თუ კოლაგენის მიღებაზე დაფიქრდით, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული მტკიცებულებები გესაჭიროებათ, გეტყვით: კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბიოუჯრედოვანი კოლაგენის პერორალური გზით მიღება ამცირებს კანის დაბერების ვიზუალურ ნიშნებს. მისი მიღებიდან 12 კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ნაოჭები და კანის სიმშრალე. უნდა გვახსოვდეს, რომ კანის სტრუქტურის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია მასში არა მხოლოდ კოლაგენის, არამედ ჰიალურონის მჟავის არსებობა. კანს სიმტკიცეს ანიჭებს კოლაგენი, რომლის ჰიდრატაციას და დატენიანებასაც უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავა, ამიტომ „სოლგარის“ ზემოთ მოცემული საკვები დანამატი იდეალურ კომბინაციას ქმნის თქვენი ორგანიზმისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ სილამაზის ინდუსტრია კომპლექსური ხასიათის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება, საზრდოობს ინოვაციებით და სასურველი შედეგების მიღების კიდევ უფრო დახვეწილ მეთოდებს გვთავაზობს. მიუხედავად ევოლუციისა, არ არსებობს განვითარების საფეხური, რომელზეც ის ჯანმრთელობაზე ზრუნვას სცილდება, პირიქით − სულ უფრო უახლოვდება ჭეშმარიტებას, რომ სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოებები ჩვენს ორგანიზმში უნდა ვეძიოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ტექსტი: ლალიკო თუმანიშვილი