• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! #ჩვენიანი – „ლიბერთის“ ახალი კონცეფცია

February 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ფინანსურმა ორგანიზაციამ საქართველოში – „ლიბერთიმ“ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა „ჩვენიანი“ წარადგინა

„ჩვენიანი“ ერთგვარი შეხსენებაა, რომ „ლიბერთი“, რომელიც 1,7 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის – წარმოდგენილია ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვისცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით და ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით – ინტერნეტბანკითა და სრულყოფილი მობაილბანკით. თუმცა, როგორც „ლიბერთის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ მეგრელიშვილი, OK-სთან საუბარში აღნიშნავს, „ლიბერთის“ მთავარი ძალა „ჩვენიანებია“ – მომხმარებლები და თანამშრომლები – ადამიანები, რომლებიც აცოცხლებენ „ლიბერთის“ მუდმივად განვითარებად ძრავას და რეალურად ქმნიან ბრენდის გამოცდილებას. უფრო ვრცლად ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის შესახებ გაიგეთ ჩვენი ინტერვიუდან.

 

ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა „ჩვენიანი“ ცოტა ხნის წინ წარადგინეთ, რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?

„ლიბერთის“ მიზანია უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს. ამ მიზნის მისაღწევად ახალი სტრატეგია დავსახეთ, რაც ახალ სამომხმარებლო სეგმენტებზე „ლიბერთის“ ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და პროდუქტებისა და შეთავაზებების რეპოზიციონირებასაც გულისხმობს.

კამპანიის დაწყებამდე დაგვჭირდა რამდენიმეთვიანი სამზადისი იმისთვის, რომ ზუსტად გაგვეგო ბრენდის აღქმა თანამშრომლებსა და არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებში, გვინდოდა გამოგვევლინა ბრენდის ძლიერი მხარეები და გამოწვევები და, საბოლოო ჯამში, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიგვეღო.

საკომუნიკაციო მესიჯის მთავარი ინსპირაცია და წყარო ჩვენი თანამშრომელი და მომხმარებელია – კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ისინი მიგვიჩნევენ „თავისიანად“. როგორც თავად ამბობენ – „ლიბერთი არის ჩვენი ბანკი“ და ჩვენ ვართ მათთვის ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტიტუტი. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს გააჩნიათ „ლიბერთის“ ბრენდთან ძალიან მჭიდრო ემოციური კავშირი. საკომუნიკაციო პლატფორმა და მთავარი სათქმელიც სწორედ ამ დამოკიდებულებებს ითვალისწინებს და გულწრფელად ჰყვება რეალური თანამშრომლებისა და მომხმარებლების ამბავს. ამასთან, განახლებული დაპირებით საშუალება გვეძლევა, რომ არსებულ მომხმარებლებთანაც განვაახლოთ კომუნიკაცია.

მესიჯით „ჩვენიანი“ გვსურს, საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ „ლიბერთი“, როგორც ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი ბანკი.

 

 

თქვენ ახსენეთ „ლიბერთის“ ახალი სტრატეგია, ტრანსფორმაციის პროცესი… მოიცავს თუ არა ეს პროცესი ცვლილებებს კომუნიკაციაში და რას გულისხმობს ეს ცვლილებები?

დიახ, ახალმა მიზნებმა შეცვალა სამიზნე სეგმენტები, შესაბამისად – კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა საკომუნიკაციო არხები, ამ არხების მიხედვით კი საკომუნიკაციო ენა და ვიზუალური სტილი. დღევანდელ სამყაროში, ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭიროა კონკრეტულ მომხმარებელს საჭირო დროს, საჭირო ადგილას შესაფერისი შეთავაზებით დახვდე და მისთვის მისაღებ და გასაგებ ენაზე მოუყვე ბრენდის ამბავი.

რამდენიმე წელია ახალმა გუნდმა „ლიბერთის“ ტრანსფორმაცია და რებრენდინგის პროცესი დაიწყო. ამ პერიოდში, იდენტობასთან ერთად, შეიცვალა ვიზუალური სტილი ფიზიკურ და ციფრულ არხებში, ბრენდთან შეხების ყველა წერტილში მომხმარებელი დადგა ყურადღების ცენტრში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კი მომდევნო წლების უმაღლეს პრიორიტეტად იქცა. თითქმის სამი წლის წინ ბანკმა აქტიურად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების განვითარება და მცირე დროში ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია.

„ლიბერთის“ მიზანია, გახდეს სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი ტოპ-არჩევანი ნებისმიერი საბანკო მომსახურებისთვის, შესაბამისად, 2022 წლის ბოლოდან საცალო საბანკო მიმართულების განვითარებაც აქტიურად დავიწყეთ.

უნივერსალიზაციის პროცესში გადამწყვეტია, რომ ეფექტიანი კომუნიკაცია ვაწარმოოთ ჩვენს სამიზნე აუდიტორიასთან, მათი ცხოვრების სტილზე მორგებული საკომუნიკაციო ენა, სტილი და არხები გამოვიყენოთ.

 

ვინ ქმნის ახალ „ლიბერთის“?

1,7 მილიონამდე მომხმარებელი, 5000-მდე დასაქმებული, ათასზე მეტი მომსახურების წერტილი თუ ბანკომატი საქართველოს გარშემო. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც გავიკვალავთ გზას, რომ შორეულ სოფლებში დროულად მივწვდეთ თითოეულ ოჯახს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდი გადამწყვეტ როლს თამაშობს „ლიბერთის“ ბრენდის ყოველდღიურ ფორმირებაში, ორგანიზაციის მასშტაბით ერთობლივი ძალისხმევა და ერთიანი ხედვა უზრუნველყოფს ბრენდის მიმართ ჰოლისტურ მიდგომას.

ჩემი აზრით, ბრენდის მთავარი „შემქმნელი“ ჩვენი წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლები არიან – ადამიანები, რომლებიც ყოველდღე პირისპირ ემსახურებიან ჩვენს მომხმარებელს და აქვთ პატივი და შესაძლებლობა, ბრენდის დაპირება „ჩვენიანებამდე“ თავად მიიტანონ. ჩვენი მთავარი ძალა ხომ სწორედ „ჩვენიანები“ არიან.

 

 

თქვენი კარიერა მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით უკვე 25 წელზე მეტს ითვლის, პირველი ქალი მარკეტერი ხართ საბანკო სექტორში, გიმუშავიათ სხვადასხვა ბრენდთან საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. როგორ გეხმარებათ ეს გამოცდილება „ლიბერთის“ ბრენდის შექმნასა და განვითარებაში?

რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩემს მუშაობაში და, შესაბამისად, „ლიბერთის“ ბრენდის ჩამოყალიბებასა და პროცესების წარმართვაში.

საბანკო სექტორში იყო მარკეტინგის პირველი პროფესიონალი ქალი – ნიშნავს მაშინდელ გარემოში მუდმივად სტერეოტიპებთან ბრძოლას, სტატუს-კვოს რღვევას, ახალი აღქმების შექმნისკენ სწრაფვას. ამ გამოცდილებამ მასწავლა ინკლუზიურობის მნიშვნელობა და რეპრეზენტაციულობის ძალა ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაში.

გლობალურმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გააძლიერა სხვადასხვა კულტურის გაგებისა და მათი პატივისცემის მნიშვნელობა. თითოეული კამპანიის შექმნისას, გლობალურად გასაგები სათქმელის გარდა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ადგილობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციაზე.

მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ტენდენციებისა და ინოვაციების ევოლუციის მოწმე ვარ და ბოლო წლებში კიდევ უფრო აჩქარდა ევოლუციის პროცესი. ყოველდღიურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ დარგის სიახლეებს. ეს კი გულისხმობს ბრენდის განვითარების პროცესში უახლესი ინსტრუმენტებისა და ინოვაციების გამოყენებას.

„ლიბერთის“ ბრენდის წარმატება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილების ან მიღწევების შედეგი, არამედ გუნდური მუშაობისა და გუნდის ძალისხმევის შედეგია. ყოველდღიურად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ერთად არ ვაშენებთ მხოლოდ ბრენდს – ჩვენ ვქმნით მუდმივ მემკვიდრეობას.

 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბიზნეს შეხვედრაზე მიმავალი ჰეილი ბიბერი: საოფისე სტილის ინსპირაცია ამერიკელი მოდელისგან

#OK! ბიზნეს შეხვედრაზე მიმავალი ჰეილი ბიბერი: საოფისე სტილის ინსპირაცია ამერიკელი მოდელისგან

April 20, 2021
#OK! ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, პაციენტს არ უნდა ავნო…

#OK! ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, პაციენტს არ უნდა ავნო…

June 12, 2025
#OK! მენეჯერი – ქეთა დაუშვილი

#OK! მენეჯერი – ქეთა დაუშვილი

April 1, 2025
#OK! მენეჯერი – ვერიკო ნანოშვილი

#OK! მენეჯერი – ვერიკო ნანოშვილი

April 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი  მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები