• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

აბანოები იყო და რჩება იმ სივრცედ, სადაც დრო ჩერდება და ტრადიციები ცოცხლდება. ის თბილისისთვის მხოლოდ წარსულის დანატოვარი არ არის, აბანოები ქალაქის იდენტობის ნაწილი და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ეს არის ცოცხალი მემკვიდრეობა, რომლის მოვლა და განვითარება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს – ზრუნვას როგორც ისტორიაზე, ასევე თანამედროვე მოთხოვნებზე. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა „აბანოთუბანი ჯგუფი“, პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ჭრელ აბანოს, ერეკლე მეფის აბანოს და რესტორან „ისტორიას“.

აბანოთუბნის ისტორიულ ლაბირინთში ერთ-ერთი გამორჩეული და თვალში საცემი სწორედ ჭრელი აბანოა – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც შუააზიური ელემენტებით გაფორმებული ფასადით, ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან იზიდავს როგორც ადგილობრივს, ისე ტურისტს. დღეს „ჭრელი აბანო & სპა“ სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და თანამედროვე კომფორტს. განტვირთვის საუკეთესო საშუალება, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

 

 

 

ჭრელი აბანო თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა. რა შეგრძნებაა, როცა ასეთი ისტორიის მქონე სივრცეს მართავთ?

ჯაბა მამაცაშვილი, „აბანოთუბანი ჯგუფის“ დირექტორი: ჭრელი აბანოს მართვა ჩემთვის ერთდროულად დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის თბილისის ცოცხალი ისტორიის მოფრთხილება და მისი სულისკვეთების ნაწილად ყოფნა. ყოველდღიურად ვგრძნობ კავშირს საუკუნეების წინანდელ ტრადიციებთან და ვცდილობთ, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მომავალ თაობებსაც გადავცეთ.

ჩვენი მიზანია, ჭრელი აბანო გახდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც მიმზიდველი კულტურული და სპა-ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციას.

 

 

რა იყო „აბანოთუბნის ჯგუფის“ შექმნის მიზანი?

უკვე დიდი ხანია რაც აბანოთუბანი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია ტურისტების მხრიდან მაღალი ინტერესის ღირსეულად დაკმაყოფილება და ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ტურისტული მიმართულება საგრძნობლად გაზრდილია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოთი.

„აბანოთუბანი ჯგუფი“ საკუთარი პლატფორმის მეშვეობით ხელს შეუწყობს როგორც აბანოთუბნის ისტორიული უბნის, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისებას და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

„აბანოთუბანი ჯგუფის“ პლატფორმა აერთიანებს ჭრელ აბანოს, ერეკლე მეფის აბანოს, რესტორან „ისტორიას“ და ცოტა ხანში კიდევ სხვა სივრცეც დაგვემატება. ჩვენ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიური ბიზნესრუტინა.

ჭრელი აბანოს ისტორია და ტრანსფორმაცია

ჭრელი, იგივე ორბელიანის აბანო, თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული აბანოა, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და უკავშირდება გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებს, რომელთა ირგვლივაც თბილისი გაშენდა. ლეგენდის თანახმად, ქალაქის სახელწოდებაც სწორედ თბილი გოგირდოვანი წყლებიდან მოდის.

ჭრელი აბანო მრავალჯერ აღდგენილა და გადაკეთებულა, მაგრამ მისი ავთენტური ხასიათი და სული ყოველთვის შენარჩუნებული იყო. საუკუნეების განმავლობაში ის არა მხოლოდ ჰიგიენური პროცედურების, არამედ სოციალური შეკრების, დასვენებისა და რიტუალების ადგილი იყო. ეს არის ადგილი, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საქართველოს მდიდარ ისტორიასა და უძველეს ტრადიციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული იმიჯის გაუმჯობესებას.

„ჭრელი აბანოს“ ტრანსფორმაცია „ჭრელ აბანო & სპად“ მოხდა იმ მიზნით, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული, კულტურული ღირებულება და იერსახე, და ამავდროულად, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით სტუმრებისთვის შეგვეთავაზებინა თანამედროვე კომფორტი და მომსახურება. შესაბამისად, დავნერგეთ ონლაინჯავშნების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა მთელი მსოფლიოდან ტურისტებისათვის მომსახურების მიღება. ასევე, ჩვენი სპეციალისტები გადავამზადეთ სპა მომსახურებისა და თანამედროვე პროცედურების მიმართულებით, და, ამავდროულად, შევინარჩუნეთ ტრადიციული ქისა მასაჟი.

 

 

 

რას სთავაზობს დღეს „ჭრელი აბანო & სპა“ საზოგადოებას?

დღეს „ჭრელი აბანო & სპა“ სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და თანამედროვე კომფორტს. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ:

გოგირდის აბაზანები, სამკურნალო გოგირდოვანი წყლით გაჯერებული, რომლებიც ცნობილია კანის, სახსრებისა და ნერვული სისტემის დადებითი ზემოქმედებით;

ტრადიციული ქისა მასაჟი: კანის ღრმა წმენდისა და განახლებისთვის;

სხვადასხვა სპა-პროცედურები, მათ შორის არომათერაპია, სხეულის შეფუთვა, სახის მოვლის პროცედურები და ასე შემდეგ.

ჩვენი სერვისები არა მხოლოდ დასვენებასა და განტვირთვას ემსახურება, არამედ წარმოადგენს საქართველოს უნიკალური კულტურის ნაწილს, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

ერეკლე მეფის აბანო

XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში, თბილისი მნიშვნელოვნად განვითარდა და აბანოები ქალაქის სოციალური და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ერეკლე II ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს დასასვენებლად და სამკურნალოდ.

აბანო გმოირჩევა უნიკალური ინტერიერითა და არქიტექტურული დეტალებით: მის კედლებს ამშვენებს 12 უნიკალური ფრესკა, რომლებიც ასახავს ისტორიულ მოვლენებსა და სცენებს საქართველოს წარსულიდან. ეს ფრესკები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულების მატარებელია, არამედ უძველეს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს. თითოეული ფრესკა გულდასმითაა აღდგენილი და შენარჩუნებული, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, იხილონ ისტორიის ცოცხალი ნიმუშები.

აღსანიშნავია, რომ აბანოში დღემდეა შემორჩენილი ერეკლე მეფის პირადი ოთახი, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ რელიკვიას და ერეკლე მეფისა და იმ ეპოქის ყოფა-ცხოვრებას ასახავს.

აბანოს კედლები და ინტერიერის სხვა ელემენტები ხელითაა მოპირკეთებული, რაც ოსტატობისა და შრომისმოყვარეობის საოცარ ნიმუშს წარმოადგენს. ეს დეტალები მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. ასევე, აბანო გამოირჩევა გუმბათოვანი კონსტრუქციითა და შიდა სივრცის ორიგინალური დაგეგმარებით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლური აბანოებისთვის. სინათლე გუმბათის მცირე ღიობებიდან შემოდის და ქმნის განსაკუთრებულ, იდუმალ ატმოსფეროს.

ერეკლე მეფის აბანო დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ადგილია თბილისში, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, შეეხონ საქართველოს მდიდარ ისტორიასა და კულტურას.

 

 

 

ხშირად ამბობენ, რომ აბანო მხოლოდ დასვენების ადგილი არ არის – ის რიტუალია, რომელიც ენერგეტიკას ცვლის. თქვენი გამოცდილებით, როგორ ზემოქმედებს ჭრელი აბანოს ვიზიტი ადამიანზე?

აბსოლუტურად გეთანხმებით. ჭრელი აბანო ნამდვილად არ არის მხოლოდ ჰიგიენური პროცედურების ადგილი. ის რიტუალია, რომელიც სხეულსა და გონებას წმენდს. ჩვენი გამოცდილებით, ჭრელ აბანოში ვიზიტი ადამიანზე მრავალმხრივ დადებითად მოქმედებს: მათ შორის გოგირდოვანი წყალი და ორთქლი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, კუნთების მოდუნებას და კანის გაჯანსაღებას. ადამიანი თავს მსუბუქად და ენერგიულად გრძნობს, ასევე, აბანოს მშვიდი და თბილი ატმოსფერო სტრესის მოხსნას უწყობს ხელს. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ მოსწყდეთ ყოველდღიურ საზრუნავს და დრო დაუთმოთ საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ გადატვირთვას.

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ცნობიერების დონე ავამაღლოთ საზოგადოებაში გოგორდის წყალზე, რომ ის მხოლოდ ცხელი წყალი კი არა, არამედ უნიკალური თვისებების მქონეა, ძალიან სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ვატარებთ წყლის ანალიზს, ვიყენებთ დრონებს ჭაბურღილის ყელის მდგომარეობის შესამოწმებლად, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომხმარებელს დახვდეს ბუნებრივი, უსაფრთხო და ნამდვილი გოგირდის წყალი, რომელიც არის მინერალური, არ ირევა სხვა წყლებთან და არ საჭიროებს დამატებით გათბობას. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც სარგებლობა ამ წყლით, როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის მიზნით.

ეს უნიკალური უპირატესობები ჭრელ აბანოს აქცევს განსაკუთრებული დანიშნულების ადგილად ჯანმრთელობისა და ველნეს-ტურიზმისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების, პოტენციალს.

 

რა გეგმები აქვს „აბანოთუბანი ჯგუფს“ განვითარებისთვის?

უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ „აბანოთუბანი ჯგუფის“ შექმნის იდეა უკავშირდება „აბანოთუბანი ჯგუფის“ ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს როგორც სარესტორნო, სასატუმრო, ტრადიციული გოგირდის აბანოს და სპა მომსახურებას, ასევე, ტურისტული კომპანიის იდეას და დააკავშირებს როგორც საერთაშორისო ტურისტებს, ასევე ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და გიდების მომსახურებას. ჩვენი მიზანია, ტურისტულ ბაზარს შევთავაზოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გადამზადების თემატური პროგრამებიც.

გარდა ამისა, მალე ვგეგმავთ რესტორან „ისტორიის“ გახსნას. ეს იქნება განსხვავებული გარემო, სადაც სტუმრებს შევთავაზებთ როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული ქართული კერძების ინტერპრეტაციებს. „ისტორია“ სტუმრებს წარსულში ამოგზაურებს და გააცნობს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ფაქტებს, რაც სტუმარს დასამახსოვრებელ განწყობებს შეუქმნის. ამას გარდა, რესტორნის შიდა ინტერიერი იქნება ციფრული, მოეწყობა განსაკუთრებული საღამოები და ივენთები, ისტორიულ ფაქტებს მიეძღვნება ციფრულ ეკრანებზე გასული ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მუდმივად შეიცვლება და სტუმრებისთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შექმნაზე იზრუნებს.

ეს კონცეფცია მიზნად ისახავს, ტურიზმის განვითარებაზე აქცენტის გაკეთებას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას უნიკალური გასტრონომიული გამოცდილების მეშვეობით. გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კომფორტის გაზრდაზე, რათა ჩვენთან სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ.

 

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი, პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! და-ძმა ჩარკვიანები – ნანა ჩარკვიანის ახალი ფოტოები ძმასთან ერთად

#OK! და-ძმა ჩარკვიანები – ნანა ჩარკვიანის ახალი ფოტოები ძმასთან ერთად

January 11, 2023
#OK! დიზაინერის, ბიჭოლას გლამურული დაბადების დღე კახეთში!

#OK! დიზაინერის, ბიჭოლას გლამურული დაბადების დღე კახეთში!

July 6, 2023
#OK! “ბორდოსფერი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერია” – ზამთრის სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

#OK! “ბორდოსფერი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერია” – ზამთრის სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

November 27, 2023
#OK! ბილი აილიშის პირველი თამამი ფოტოსესია Vogue-ისთვის!

#OK! ბილი აილიშის პირველი თამამი ფოტოსესია Vogue-ისთვის!

May 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

August 6, 2025
#OK!    ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები