CAMBRIDGE EDUCATION CORNER რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საზოგადოებას სთავაზობს ენის შესწავლის სახალისო, კრეატიულ და თანამედროვე მეთოდებს, რაც ენის მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ. კემბრიჯის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ცენტრის დამფუძნებლები – გურანდა ხაბეიშვილი და სალომე გურეშიძე გვესაუბრნენ.
Cambridge Education Corner-ის უპირატესობები:
(გურანდა): Edu Corner არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა. ჩვენთან დანერგილია ინგლისური ენის სწავლის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეების ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაზე. ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც მოიცავს სწავლების კომუნიკაციურ მიდგომას, სახალისო, ინტერაქტიულ გაკვეთილებს, თამაშით/კეთებით სწავლებას, რომელიც უზრუნველყოფს, ბავშვებმა და ზრდასრულებმა ენა ისწავლონ ბუნებრივად და სახალისოდ, დავალებაზე/პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩვენი სასწავლო პროგრამები გათვლილია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. გვაქვს კურსები როგორც ბავშვებისთვის (4 წლის ასაკიდან), ასევე ზრდასრულთათვის.
როგორ შეაჯამებდით 2023 წელს?
(სალომე): წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი გვქონდა. ყოველი წლის ბოლოს ვგრძნობთ, თუ როგორ ვიზრდებით და ვვითარდებით. გახსნის დღიდან დღემდე ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და უდიდესი მოტივაციაა, როცა ამის შედეგს ვხედავთ. ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ და ჩვენს მოსწავლეებს ახალ-ახალი მიდგომები და პროგრამები გავაცნოთ, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, შედეგზეც აისახება. რასაკვირველია, კმაყოფილი მოსწავლე ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია. Edu Corner-ის გუნდის თითოეული წევრი ვქმნით განსხვავებულ, პროდუქტულ და ეფექტიან სასწავლო გარემოს, რომელიც მათ ჯერ არ გამოუცდიათ.
გარდა ამისა, 2023 წელს დავამატეთ ახალი ფილიალი ახალ ლოკაციაზე, მის: კიკვიძის ბაღთან, თორნიკე ერისთავის 8 ნომერში.
უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ ამ წელს კემბრიჯის საერთაშირისო გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აიღეს, რაც რა თქმა უნდა სწავლა-სწავლების ხარისხზე მეტყველებს. ჩვენს სასწავლო პროგრამებში ადაპტირებულია კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, რაც მათ დამატებით საშუალებას აძლევთ ამ გამოცდებისთვის მოემზადონ. ამის გათვალისწინებით კი, წელს Cambridge University Press & Assessment აღიარა, Cambridge Education Corner – როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ერთგული კემბრიჯის გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი.
სამომავლო გეგმები…
(გურანდა): მართალია წარმატებული წელი გვქონდა, თუმცა ამაზე ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, წინ კიდევ ბევრი გეგმა, ხედვა და საინტერესო სიახლე გვაქვს. ჩვენთან სწავლების გამოცდილება გვსურს კიდევ უფრო ბევრმა მოსწავლემ მიიღოს, არამარტო დედაქალაქში არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. იგეგმება არამარტო ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მიწოდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამის, ასევე პროფესიული განვითარების მსურველებისთვის სხვადასხვა ტრენინგ-კურსის და სასწავლო პროგრამის შეთავაზება. ჩვენი დიდი სურვილია განათლების დარგში ჩვენ წვლილი შევიტანოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ მიდგომები სწავლა-სწავლების მიმართ.