• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! ბერიძეების ღვინის მარანი – აჭარის მთავარი მასპინძელი

August 10, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ აჭარა საზღვაო ტურიზმითაა გამორჩეული, თუმცა რეგიონს აქვს პოტენციალი, რომ ღვინის ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. „ბერიძეების საოჯახო ღვინის მარნის“ შექმნის მიზანიც ეს იყო – ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აჭარის უნიკალურობისა და სტუმარმასპინძლობის წარმოჩენა.

„ბერიძეების მარანი“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. ის აჭარაში, ბათუმიდან 1კილომერტში, მახინჯაურში მდებარეობს. გარდა გამორჩეული ღვინისა, აქ მოსულ სტუმრებს თვალწარმტაცი ბუნება, მთისა და ზღვის სურნელი ათრობს.

როგორც დამფუძნებელი და მეღვინე, ჯიმშერ ბერიძე გვიყვება – ღვინის მარანი აღჭურვილია როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე ტიპის საღვინე დანადგარებით.

„ვწურავთ დასავლური წარმოშობის ყურძნის ჯიშებისგან – ჩხავერისა და ცოლიკოურისგან ქვევრის ნატურალურ ღვინოებს. ღვინის სახეობები მომხმარებლისთვის ჯ.ვაინით არის ცნობილი“.

ასევე, აქ ღვინოს წურავენ საქართველოს მიკროზონებში მოწეული ყურძნისგან, როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ ჯიშებს: უსახელოური, ალექსანდროული, მუსკატი, ჩხავერი, ცოლიკოური, ალადასტური, საფერავი, ქინძმარაული და სხვა.

 

ბერიძეების მარანსა და სარესტორნო სივრცეში გასტრონომიული ტურები იმართება, რაც მოიცავს აჭარის კულინარიული კერძების მასტერკლასებს, ასევე აქ შეძლებთ ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას, სადაც მშვიდ და საინტერესო სივრცეში გაეცნობით ქართულ ღვინოს, კერძებს, ადათ-წესებსა და ფოლკლორს.

აღსანიშნავია, რომ „ბერიძეების მარნის“ სამიზნე აუდიტორიას უცხო ქვეყნის ტურისტები წარმოადგენენ.

„თითქმის ყოველდღიურად ვმასპინძლობთ ქართველ ებრაელებს, რომლებსაც ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები მოჰყავთ, რათა გაიხსენონ და ხელახლა შეიგრძნონ ქართული გემო და ტრადიცია. ჩვენი ღვინის მომხმარებლები არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან, ბალტისპირეთიდან, შუა აზიიდან ჩამოდიან და უმეტესობა წინასწარ ჯავშნის „ბერიძეების ღვინის მარანში“ ვიზიტს“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ბერიძეების მარნის“ უნიკალურობა ღვინოში, ქართული ხასიათის სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენასა და მომხმარებლისგან მიღებულ შეფასებებში ვლინდება. ბრენდის მიზანია, ეს უნიკალურობა უფრო მეტად გაამრავალფეროვნოს. გარდა ამისა, დღის წესრიგშია წარმოების გაფართოება.

„რადგანაც წლიურად წარმოებული დაახლოებით 25000 ბოთლი ღვინის რაოდენობა საკმარისი არაა, ამიტომაც ვგეგმავთ როგორც რაოდენობის ზრდას, ასევე ჩვენი აგროტურისტული ობიექტის გაფართოებას, ხის კოტეჯების განთავსებას, რათა ადგილზე მოსულ სტუმარს არამარტო ღვინო და გასტრონომიული ტურიზმი შევთავაზოთ, არამედ განთავსებისა და სოფლად განტვირთვის სერვისიც“.

 

ასევე გაეცანი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი
Travel

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

February 2, 2026
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

August 10, 2025
#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

January 25, 2023
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! ამერიკაში ახდენილი ბავშვობის ოცნება – ინტერვიუ ქართველ კომპოზიტორ ლილი სოლოშვილთან

#OK! ამერიკაში ახდენილი ბავშვობის ოცნება – ინტერვიუ ქართველ კომპოზიტორ ლილი სოლოშვილთან

December 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები