• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News
Screenshot

Screenshot

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

April 1, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

Accountant 2- ის ვარსკვლავმა, 52 წლის მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ბენ აფლეკმა სამთვიანი დუმილი დაარღვია და ჯენიფერ ლოპესთან განშორების მიზეზებზე პოპულარულ გამოცემა GQ-სთან საჯაროდ პირველად  ალაპარაკდა.

სენსაციურ ინტერვიუსთან ერთად  გამოცემა გასაოცარი ფოტოსესიიდან მსახიობის შთამბეჭდავ ფოტოებსაც გვიზიარებს.

 

 

“ჯენიფერთან განქორწინება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო.ხშირი ტენდენციაა, რომ წყვილის დაშორების შემდეგ ეძებენ ამის რაიმე გამომწვევ მიზეზს და სურთ, რომ ეს კონკრეტულ ფაქტს მიაწერონ,  თუმცა აქ არ ყოფილა არანაირი სკანდალი, არც საპნის ოპერა ან   ინტრიგა.  გეტყვით, რომ სიმართლე  ისეთი  ბანალური და უინტერესოა, რომ ხალხი ალბათ არც კი დაიჯერებს.  ადამიანებს ზოგჯერ ერთსა და იმავე საკითხზე ერთმანეთისგან  განსხვავებული მოსაზრება აქვს. ჩვენი დაშორების კონკრეტულ მიზეზს რაც შეეხება, ამაზე საუბარი საკმაოდ უხერხულია, თუმცა ყველაფერმა ზედმეტი დრამებისა და სკანდალების გარეშე ჩაიარა”.

 

 

52 წლის მსახიობმა, რომელიც ჯენიფერ გარნერთან ერთად სამ შვილს ზრდის – 19 წლის ვაიოლეტს, 16 წლის სერაფინას და 13 წლის სამუელს, – განმარტა, თუ რა კონტექსტი ჰქონდა 2024 წელს გამოსული  დოკუმენტური ფილმიდან  The Greatest Love Story Never Told გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მან და ჯეილომ პოპულარობის მიმართ თავიანთი განსხვავებული ხედვები წარმოადგინეს. ინტერვიუში ჟურნალისტი ბენს  კითხვას უსვამს იმ  სცენაზე, სადაც ლოპესი აღნიშნავს, რომ  ადამიანებს აქვთ თავიანთი  პირადი ცხოვრება, მაგრამ როგორც არტისტებს საზოგადოებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.   ბენი კი  ამბობს: „არ შეიძლება    დაქორწინდე გემის კაპიტანზე და შემდეგ თქვა, რომ წყალი არ გიყვარს“ – სწორედ ამის გამო,  ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებების გამჟღავნება ბევრისათვის წყვილის  განქორწინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იქცა, თუმცა,  მსახიობმა თავისი ფრაზა GQ-სთან საუბრისას  ასე განმარტა-

„როგორც ყველა ურთიერთობაში, ჩვენც ყოველთვის ერთნაირად არ ვუყურებდით ამ საკითხებს.“

 ბენი ადასტურებს, რომ მათი არაერთ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ  განსხვავებული ხედვა, თუმცა ეს  დაშორების მთავარი მიზეზი არ ყოფილა.

„როცა ურთიერთობაში შედიხარ, უნდა აღიარო, რომ თავიდანვე იცოდი, რასთან გქონდა საქმე“ – თქვა მან.
„ვფიქრობ  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ  ეს არ იყო მთავარი პრობლემა, რამაც ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. შეუძლებელია ამ დოკუმენტური ფილმის უყურო და  შემდეგ თქვა – “ახლა გავიგე, რა პრობლემები ჰქონდათ მათ.’“

აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით ბენი ამბობს იმასაც, რომ მასში მონაწილეობა მისთვის საინტერესო გამოწვევა იყო და რადგან ეს ნაბიჯი გადადგა,  მაქსიმალურად შეეცადა ყოფილიყო გულწრფელი.  ასევე, მან ისიც თქვა,   რომ მას უყვარს და გულშემატკივრობს ლოპესს და სურს  ხალხმა ეს ნახოს.

მსახიობმა ინტერვიუში თავისი ყოფილი მეუღლე  ჯენიფრ გარნერიც ახსენა და თქვა, რომ ის ძალიან იღბლიანია, რადგან მას ჰყავს შესანიშნავი ადამიანი, რომელიც არის მისი შვილების დედა და ამავდროულად, არაჩვეულებრივი პარტნიორი, რომელთან ერთად მუშაობაც მისთვის სასიამოვნოა.

აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს რომანტიკული კომედიის “Gigli”-ზე მუშაობისას შეხვდნენ და 2002 წელს დაინიშნნენ, მაგრამ 2003 წელს ქორწილი გააუქმეს, მიზეზად გადამეტებული მედიის ყურადღება დაასახელეს. ამის შემდეგ მათ სხვა ადამიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა: ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, ხოლო აფლეკი 2005 წელს ჯენიფერ გარნერზე. ჯეილო 2019 წელს ალექს როდრიგესზეც  იყო დანიშნული.

თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ,  აფლეკმა და ლოპესმა 2021 წელს ურთიერთობა განაახლეს და მომდევნო წელს იქორწინეს. თუმცა, 2024 წელს “Jenny from the Block”-ის შემსრულებელმა აფლეკთან განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში. დაშორების თარიღად 26 აპრილი იქნა მითითებული, ხოლო განქორწინების პროცესი  ამ წლის იანვარში დასრულდა.

გარდა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის განხილვისა,    ბენ აფლეკი ინტერვიუში  საუბრობს   თავის  პროდიუსერულ კომპანია Artists Equity-ზე  რომლისთვისაც ბევრს მუშაობს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ასევე, ინტერვიუში მსახიობმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ    მისი ცხოვრება ხშირად არასწორად აღიქმება ტაბლოიდების გავლენით და უმეტესწილად, მასზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.   ამის მიზეზი, მისი აზრით არის ის, რომ არასოდეს არ ერიდება პაპარაცებთან გამოჩენას.

მსახიობმა GQ-სთან ინტერვიუში თავის კარიერაზეც ისაუბრა და კითხვაზე “თვლით, რომ თქვენი თაობის უდიდესი რეჟისორების მხრიდან გარკვეულწილად ყურადღების მიღმა დარჩით?” ის პასუხობს: “არა. შევამჩნიე, რომ მსახიობებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.  თუ ვინმე თვის სასურველ როლს ვერ მიიღებს, ამას აღიქვამენ ისე, რომ თითქოს ეს მათ კარიერაში გზას უღობავს. მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ კარიერას. არასოდეს ვზივარ და არ ვფიქრობ: “რატომ ქირაობს მარტი ლეოს? ეს მე უნდა ვიყო” – გულწრფელად, ასე არ ვფიქრობ. თუ რაიმეზე უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო, ეს უფრო ის იქნება, რომ საკუთარ თავს, პირველ რიგში რეჟისორად აღვიქვამ და შესაბამისად წარმოვაჩინო ის. თუ მკითხავდნენ, რომელი პროფესიით მინდა რომ მიცნონ, მე სწორედ ამას ვეტყოდი.  მაგრამ,  ასევე  ვიტყვი, რომ არ მაქვს განცდა  ვინმემ რაიმე წამართვა ან გზა გადამიღობა, ამიტომ  თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ.”

ცნობისთვის, აფლეკი პირველად ფართოდ გახდა ცნობილი 1997 წლის Good Will Hunting-ით, რომელშიც მან  ითამაშა თავის მეგობართან მეტ დეიმონთან ერთად. მსახიობი  უკვე  30  წელია, რაც  უწყვეტად   ყურადღების ცენტრშია,  არის 2 ოსკარის მფლობელი და კვლავ აქტიურად განაგრძობს  კინოინდუსტრიაში მუშაობას.

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
Uncategorized

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

November 7, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე
Hollywood News

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე

October 10, 2025
#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?
OK! News

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

September 30, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სეზონის 5 ყველაზე გახმაურებული სერიალი Netflix-ზე

#OK! სეზონის 5 ყველაზე გახმაურებული სერიალი Netflix-ზე

October 20, 2023
#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესი JLO Body-ის სადებიუტო კოლექციისთვის

#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესი JLO Body-ის სადებიუტო კოლექციისთვის

July 25, 2022
#OK! LEXDEN UK საქართველოში  მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ახალი შესაძლებლობები

#OK! LEXDEN UK საქართველოში მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ახალი შესაძლებლობები

September 14, 2025
#OK! “კიმ კარდაშიანის კლონი” – ვინ არის ქალი, რომელსაც ქანიე “იე” უესტი ხვდება

#OK! “კიმ კარდაშიანის კლონი” – ვინ არის ქალი, რომელსაც ქანიე “იე” უესტი ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

December 3, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები