• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! უარი თქვით ტრადიციულ სიგარეტზე, გადადით თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე – მარიან სალცმანი

August 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მარიან სალცმანი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

 

 

თავდაპირველად, როდესაც “ფილიპ მორის ინთერნეიშენალისგან” სამუშაო შეთავაზება მივიღე, კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს და ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ თამბაქოს გიგანტი მიზნად ისახავდა, შეექმნა სიგარეტისგან თავისუფალი მომავალი.

 

სწორედ ამ ამბიციის განხორციელებისათვის, ჩვენ მიზნად დავისახეთ, 2025 წლისთვის ხელი შევუწყოთ მინიმუმ 40 მილიონი ზრდასრული მწეველის თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლას.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთათვის, მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” ბოლო ათ წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესაქმნელად და მისი შესაძლო სარგებლის შესახებ კვლევების ჩასატარებლად. საბოლოოდ, კომპანიამ, ასობით მეცნიერისა და ინჟინერის დახმარების შედეგად შეძლო, შეექმნა მეცნიერულად დადასტურებული თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც სიგარეტთან შედარებით ამცირებს ორგანიზმზე მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას.

მიუხედავად მთავრობებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მრავალწლიანი ძალისხმევისა, შეემცირებინათ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება, დღეს მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია და მათი დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. სწორედ ამიტომ, ისინი საჭიროებენ სანდო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ: 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მსოფლიოში 15 მილიონი ზრდასრული მწეველი მოიხმარდა თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობას, მათგან 70%-ზე მეტმა კი სრულად შეწყვიტა სიგარეტის მოხმარება.

თუმცა, ამ მნიშვნელოვან გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის შედეგად შეუძლებელია. ჩვენ ძალიან დიდ რესურს მივმართავთ უკვამლო მომავლის შექმნისათვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, თუმცა, წარმატების მისაღწევად საჭიროა მნიშვნელოვანი სტეიკჰოლდერების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების ჩართულობა – მათი მხრიდან გონივრული და რისკზე დაფუძნებული რეგულაციების იმპლემენტაცია, რაც დაეხმარება ზრდასრულ მწეველ ინდივიდებს, გადავიდნენ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.

სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის ექსპერტების მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 10-15 წელიწადში შევძლებთ, შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს უნდობლობა თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების ფატალური შედეგები ჩემს თავზე გამოვცადე მაშინ, როდესაც მამაჩემი მოწევით განვითარებული ფილტვის კიბოს შედეგად გარდაიცვალა. ამ გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე, მთელი ჩემი ძალისხმევა საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმემართა და წვლილი შემეტანა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში – ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა.

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, მილიონობით ზრდასრული ადამიანი მაინც აგრძელებს მოწევას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც კომპანია, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე და თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას. მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს და ეს მეცნიერულად არის დამტკივცებული.

თუმცა, ტრადიციული სიგარეტიდან თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე “მიგრაციის” პროცესს მოძველებული რეგულაციები და სწორ, სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა აფერხებს. თამბაქოს კონტროლის შესახებ არსებული რეგულაციების უდიდესი ნაწილი შეიქმნა მაშინ, როდესაც ბაზარზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ინოვაციური, შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს მოწყობილობები. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს და არ აღიარებს განსხვავება ტრადიციულ და თამბაქოს ინოვაციურ მოწყობილობებს შორის. შედეგად, ასეთი მიდგომა არ აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეს თამვაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე.

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ჩვენ ამ პრობლემას მეცნიერულ ფაქტებსა და საფუძვლებზე დაფუძნებული ინფორმაციის მეშვეობით უნდა ვებრძოლოთ.

მიგვაჩნია, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად, დიალოგი აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ ღია დიალოგისთვის როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე ჯანდაცვის ორგანიზაციებთან.

ჩვენი მთავარი მოწოდება კი შემდეგნაირად ჟღერს:

თუ თქვენ არ ეწევით, არ დაიწყოთ მოწევა.

თქვენ თუ ეწევით, მაშინ თქვენთვის საუკეთესო გამოსავალს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ან არ ანებებთ თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, მაშინ აუცილებლად გადადით თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ უკეთესი მომავალი, მიუხედავად, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობისა, ჩვენ მაინც პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი გვაქვს – უფრო  მეტი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის.

მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კომუნიკაციების სფეროში მუშაობენ, აქვთ შესაძლებლობა, დაყოფილი მსოფლიო გააერთიანონ, სიკეთე, თანაგრძნობა და ემპათია აქციონ მთავარ საყრდენად და ხელი შეუწყონ ცრურწმენაზე დაფუძნებულ რიტორიკასთან მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით ბრძოლას. ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი “რეალობა” იმაზე უკეთესი გავხადოთ, ვიდრე ის კოვიდის პანდემიამდე იყო.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევით და სწორი კომუნიკაციით შესაძლებელი იქნება, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას. ასეთი რევოლუციური ცვლილების განხორციელება კი მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ასიმილაციის შედეგად არის შესაძლებელი. ეს არის ჯანდაცვის სისტემის შანსი, დაიცვას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და მონაწილეობა მიიღოს უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 15, 2023
#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან
Health & Beauty

#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! დევინ ბუკერმა კენდალ ჯენერს საკუთარი ბებია გააცნო (ვიდეო)

#OK! დევინ ბუკერმა კენდალ ჯენერს საკუთარი ბებია გააცნო (ვიდეო)

September 1, 2021
#OK! ბავშვი Nirvana-ს ალბომის ყდიდან ჯგუფს “პორნოგრაფიის” ბრალდებით უჩივის

#OK! ბავშვი Nirvana-ს ალბომის ყდიდან ჯგუფს “პორნოგრაფიის” ბრალდებით უჩივის

August 26, 2021
#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან

#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან

May 2, 2022
#OK! ზენდეია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ზენდეია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

March 23, 2023
#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

March 24, 2023
#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

March 22, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×