• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Bela Borse – ჩანთების მაღაზია მრავალფეროვანი არჩევანით

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

Bela Borse – იგივე თათულის ჩანთები, ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს განსაკუთრებული კოლექციებით ანებივრებს. სტილის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს აქსესუარის შერჩევას, რადგან ის გარკვეულ კრეატივს მოითხოვს. დამფუძნებელმა ტატიანა კუხიანიძემ წარმატებულ ბიზნესსა და სამომავლო გეგმებზე OK -სთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

ტატიანა, გაგვეცანით და გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ აქსესუარების მაღაზიის გახსნა?

ჩემი პროფესია დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, უმაღლესი განათლება ამ კუთხით მივიღე, ფარმაცევტ-პროვიზორის განხრით და 10 წელი ვმუშაობდი კლინიკაში. საკუთარი მაღაზიის გახსნა გადამაწყვეტინა აქსესუარების მიმართ სიყვარულმა, განსაკუთრებით ჩანთების. თავდაპირველად ონლაინ ვმუშაობდი, შემდეგ გადავწყვიტე გამერისკა და უკვე ერთი წელია, რაც მაღაზია არსებობს. პირველ ეტაპზე ჩვენთან მხოლოდ ჩანთები იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ დავამატეთ სხვადასხვა აქსესუარი, რათა უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვქონოდა. დიდი ხანი ვფიქრობდი მაღაზიის სახელწოდებაზეც, მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო, ამიტომ დავუკავშირე ოჯახის წევრს, დედას, რომელიც საუბრის დროს ხშირად მეძახის „ბელას“, რაც იტალიურად „ლამაზს“ ნიშნავს, ხოლო მაღაზიის სახელწოდება Bela Borse – ლამაზ ჩანთებს.

 

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული წარმატებული ბიზნესის მართვა?

სირთულეები და დაბრკოლებები ყოველთვის იყო, რადგან ეს საქმე დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მომხმარებელთან ურთიერთობა ყოველთვის რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან თავდაპირველად, სანამ ყველა დეტალს არ შეისწავლი, არ იცნობ ადამიანს და მის გემოვნებას. რა თქმა უნდა, ეს დროის გარკვეულ რესურსსაც მოითხოვს. ბიზნესის დაწყება ასევე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ავიღე საბანკო ვალდებულება, თუმცა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში მეხმარება ოჯახი, რომელიც მამხნევებს და ყოველთვის გვერდით მიდგას.

 

 

რა პროდუქციას სთავაზობს Bela Borse მომხმარებელს?

ჩვენს მაღაზიაში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: ჩანთები, შარფები, გემოვნებიანი სტილისთვის საჭირო აქსესუარები, სამკაულები და პარფიუმერია, ასევე გვაქვს  სათვალეების ძალიან დიდი არჩევანი. მომხმარებელს ვთავაზობთ საკურიერო მომსახურებასაც საქართველოს მასშტაბით და პროდუქციას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვაგზავნით.

 

თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული Bela Borse ბაზარზე?

ვთვლი, რომ განსხვავებული კოლექცია მაქვს. არ მიყვარს ერთფეროვნება, ყოველთვის ვეძებ სიახლეებს და ვაკვირდები ტენდენციებს. ასევე აქტიური ვარ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე, მყავს ჩემი დიდი აუდიტორია, რომელთანაც ყოველდღიურად ვკონტაქტობ და მათ საინტერესო სიახლეებსა და პოზიტიურ ენერგიებს ვუზიარებ.

 

რამდენად ითვალისწინებთ მომხმარებელთა გემოვნებას კოლექციის შერჩევის პროცესში?

ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მომხმარებელია და, რასაკვირველია, მათ აზრსა და გემოვნებას ყოველთვის ვითვალისწინებ. ვცდილობ მათ სურვილებს მოვერგო და ის აქსესუარი, რომელიც იმ მომენტში არ მაქვს ადგილზე, ჩამოვიტანო და კოლექცია შევავსო. ეს პროცესი ორმხრივია, მომხმარებლებიც მეკითხებიან რჩევას და ითვალისწინებენ ჩემს აზრს, რაც ძალიან დიდი სიამოვნებაა მათი მხრიდან.

 

სამომავლო გეგმები…

ვფიქრობ,  ახლო მომავალში შევქმნა ჩემი ტანსაცმლის ხაზი, რომელიც განსხვავებული და ინდივიდუალურ სტილზე იქნება მორგებული, უფრო გავფართოვდე და ეს სფერო მთლიანად მოვიცვა, რათა ადამიანებს მუდმივად შევთავაზო სიახლეები.

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მოულოდნელი მარცხი – მედალს მიღმა დარჩენილი ილია მალინინი

#OK! მოულოდნელი მარცხი – მედალს მიღმა დარჩენილი ილია მალინინი

February 14, 2026
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

December 28, 2022
#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

May 17, 2023
#OK! ამანდა სეიფრიდი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე! მსახიობი Oscar De La Renta-ს კაბით!

#OK! ამანდა სეიფრიდი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე! მსახიობი Oscar De La Renta-ს კაბით!

March 3, 2021

კვირის ჰიტები

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

February 13, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები