სალონი ის ადგილია, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობს ნებისმიერი ჩვენგანი, სწორედ ამიტომ აუცილებელია დაგვხვდეს ისეთი გარემო, რომელიც შეგვიქმნის სრულ კომფორტს და დიდხანს გაგვყვება მიღებული ემოციები. ჟურნალი OK! Beauty Mode-ის შესახებ გიამბობთ, რომელიც სწორედაც რომ თქვენს ინტერესებზეა მორგებული და ერთ სივრცეში ყველა საჭირო პროცედურას აერთიანებს. OK! Fashion Book სალონის დამფუძნებლებს − სალომე და ანი მდინარაძეებს ესაუბრა, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ, თუ რა სახის პროცედურები დაგვხვდება Beauty Mode-ში.
გაგვაცანით Beauty Mode. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს?
სალონის გახსნა ძალიან სპონტანურად, 2021 წლის ზაფხულში გადავწყვიტეთ. გამოწვევა მივიღეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან/პარტნიორისგან, რაზეც ძალიან მალე დავთანხმდით. სამწუხაროდ ეს ადამიანი დღეს აღარ არის, მაგრამ ჩვენ ეს საქმე გავაგრძელეთ და ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ.
ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იწყებ და სიყვარულით აკეთებ, დროისა და ენერგიის უდიდესი რესურსი სჭირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოდის ის წარმატებული. ჩვენი საქმიანობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ „ბიუთი მოუდით“ − დროის დიდ ნაწილს ჩვენს საკუთარ და სხვა საქმეებს ვუთმობთ. აქედან გამომდინარე, მეგობრებისთვის და ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის ნაკლები თავისუფალი დრო გვრჩება. ვიცოდით, რომ ეს დრო კიდევ შეგვეზღუდებოდა ამ წამოწყების განხორციელების პროცესში, მაგრამ სურვილი იმისა, რომ შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ჩვენი მეგობრები და სრულიად უცხო ადამიანები, გარდა იმისა, რომ მიიღებდნენ ხარისხიან მომსახურებას, თავს კომფორტულად იგრძნობდნენ და ერთმანეთს ოჯახურ გარემოში შეხვდებოდნენ, გახდა ინსპირაცია „ბიუთი მოუდის“ ქართულ ბაზარზე გამოჩენის.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?
Beauty Mode-ში ძალიან ბევრი პროცედურა გავაერთიანეთ, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. ერთ სივრცეში მომხმარებელს შეუძლია ჩაიტაროს ფრჩხილის მოვლის პროცედურები, თმის მოვლის პროცედურები. გვყავს უნივერსალური სტილისტები: მამაკაცის, ბავშვისა და ქალბატონების. გარდა ამისა, ჩვენთან მუშაობენ ვიზაჟის სპეციალისტები. ტარდება წარბ-წამწამის პროცედურები, მოქმედებს კოსმეტოლოგის კაბინეტი, „ერგოლაინის“ სოლარიუმი და ლაზერული ეპილაციის სივრცე.
გვესაუბრეთ სპეციალისტებზე.
საკმაოდ რთულია პროფესიონალი კადრის მოძიება ნებისმიერ საქმეში. მით უმეტეს, ეს ისეთი სფეროა, სადაც უწვრილმანეს ხარვეზსაც კი ყურადღება ექცევა. გახსნის დღიდან უზომოდ დიდი დრო და რესურსი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გვეპოვა ისეთი პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც საუკეთესო შედეგს გვაჩვენებდნენ ამ საქმეში.
დღეს, გახსნიდან მეცხრე თვეს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Beauty Mode-ის სახელი ბევრისთვის ცნობილია თავისი კვალიფიციური და ძალიან კეთილმეგობრული გუნდით, საქმის პროფესიონალი სპეციალისტებით, ვისთვისაც ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი პრიორიტეტია.
რა არის Beauty Mode-ის მთავარი უპირატესობა?
დღეს ამ სალონის უპირატესობა და მთავარი საზრუნავი დეტალებზე, ხარისხსა და მომხმარებელზე მაქსიმალური ზრუნვაა. სწორედ ეს გამოგვარჩევს.
ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრები რესურსს არ ვიშურებთ, რათა მაქსიმალურად კომფორტული და უპირველესად ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს.
გვაქვს ტიპიური სალონებისგან განსხვავებული ინტერიერი, ოჯახური, უშუალო და მყუდრო გარემო. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან უყვართ და უხარიათ ჩვენთან ყოველი ვიზიტი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და უდიდესი მოტივაციაა მათთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი ისაა, რომ ყველა პროცედურა ერთ სივრცეში გვაქვს გაერთიანებული, ვმუშაობთ 10:00-დან 22:00-მდე, რაც მომხმარებლისთვის, რომელსაც ჩვენსავით ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, დიდი კომფორტია.
ჩვენი მთავარი საზრუნავია, ყველა მომხმარებელი Beauty Mode-იდან კმაყოფილი გავიდეს. სამუშაო დღე ღამის 2-3 საათზეც დაგვისრულებია მომხმარებლის თხოვნით. გვყავს ძალიან კოლეგიალური სპეციალისტები, შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ ყველანაირად შევუწყოთ ხელი საკუთარ გუნდის წევრებს, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, ვინაიდან კმაყოფილ მომხმარებელს ქმნის კმაყოფილი გუნდი და ეს კარგად გათავისებული გვაქვს.
გაგვაცანით სილამაზის ცენტრში წარმოდგენილი აპარატურა.
გვაქვს უახლესი, 2022 წლის გერმანული სამსხივიანი დიოდის აპარატი, „ერგოლაინის“ ვერტიკალური სოლარიუმი, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ და უსაფრთხო რუჯს.
ასევე, ყველა ინსტრუმენტი სტერილდება უახლესი თაობის ავტოკლავში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გვესაუბრეთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, ჰიპოალერგიულ საღებავებს, ასევე გვაქვს ვეგანური გელ-ლაქები. გვინდა ამ სივრცეში შემოსული განურჩევლად ყველა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ყველამ მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება. ჰიგიენა და უსაფრთხოება რა თქმა უნდა 100%-ით დაცულია, რადგან სალონური სივრცისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორია Beauty Mode-ის სამომავლო გეგმები?
Beauty Mode-ს ძალიან დიდი და რეალური გეგმები აქვს. უახლოეს მომავალში კაფეს დამატებასაც ვფიქრობთ, ვამუშავებთ კაფე-სალონის კონცეფციას, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო დიდ და განსხვავებულ კომფორტს შექმნის. ასევე, გეგმაში გვაქვს გაფართოება და ფილიალის დამატებაც.
ყველაფერთან ერთად, ჩვენს მომხმარებელს ვპირდებით ბევრ სხვა სიახლეს, ხარისხისა და მომსახურების მეტად გაუმჯობესებას.
ტელ: 032 231 40 20
მის: ალ.ყაზბეგი 44
FB: Beauty Mode•ბიუთი მოუდ
Insta: Insta: beauty_mode_studio
Mail: [email protected]