• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბი ფაქტორი“ – სივრცე, რომელიც თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნის

June 14, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

წარმატების მიღწევა ისეთ სპეციფიკურ სფეროში, რომელიც ბავშვებთან, მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და ბედნიერებასთან ასოცირდება, საკმაოდ რთულია. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა რესპონდენტმა შეძლო მიზანი რეალობად ექცია. როგორც დამფუძნებელმა, ქეთი ნინუამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „ბი ფაქტორი“ 2 წელია, რაც არსებობს და საზოგადოების კეთილგანწყობას ბაზარზე ურყევად ინარჩუნებს. უფრო მეტ დეტალს ჟურნალ „OK! ქუთაისში“ შეიტყობთ.

როდის და როგორ გაჩნდა „ბი ფაქტორის“ შექმნის იდეა?

 ერთხელ, როცა შვილი პატარა მყავდა, სტუმრად წავედით ერთ-ერთ დაბადების დღის ცენტრში, სადაც რაღაც შეცდომები დავინახე, როგორც მომხმარებელმა, და მიზნად დავისახე, თუ ბიზნესს ამ სფეროში დავიწყებდი, მსგავს დეტალებს აუცილებლად გავითვალისწინებდი და გამოვასწორებდი. 2016 წლის ბოლოს გავხსენი დაბადების დღის ცენტრი „ბამბინო“, ხოლო 2021 წელს რებრენდინგი გავაკეთეთ, გადავედით ახალ მისამართზე, უფრო დიდ სივრცეში და 2021 წლის 15 მაისს დაფუძნდა „ბი ფაქტორი“, რომელიც უკვე 2 წელია ბაზარზე აქტიურად ოპერირებს.

რატომ გადაწყვიტეთ ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა?

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრი პროფესიის გამოცვლამ მომიწია. დავაგროვე სამუშაო გამოცდილება და მივხვდი, რომ სფერო, რომელშიც ახლა ვარ, განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. მომწონს, როცა ბედნიერ ბავშვებს ვხედავ და, პარალელურად, მათ კმაყოფილ მშობლებს. ეს საქმე მოწყენისა და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. თავად გარემოც ქმნის ურთიერთობებს, ჩემს გუნდში 16 ადამიანია დასაქმებული და მაქვს შეგრძნება, რომ აქ არის ჩემი ოჯახი, რადგან დროის ძირითად ნაწილს ერთად ვატარებთ.

პირველი ნაბიჯები…

მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე, დიდი იყო ენთუზიაზმი და რისკი. ალბათ, ახალი საქმის წამოწყების ახლა უფრო შემეშინდება, მაგრამ მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სურვილი რეალობად მექცია. როგორც იტყვიან, საქმე შიშველი ხელებით დავიწყე, ვიქირავე შენობა, სადაც ყველაფერი თავად გავარემონტე. ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივი ჩანს, მაგრამ ეს საქმე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რეკვიზიტები ყოველ სამ თვეში უნდა განაახლო და ახალი ფორმები შეიძინო.

რა პროგრამებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. გვაქვს სტანდარტული პროგრამა, რომელიც მოიცავს 2 საათს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით შერჩეულ ანიმატორებთან ერთად, ასევე გვაქვს ილუზიონისტის შოუ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა და საყურებლად ძალზე საინტერესოა. ახლახან დავამატეთ ისტორიული გმირების თემატიკაც, გაფორმებული სპეციალური დეკორაციითა და სამოსით. გვაქვს ბინაზე გამოძახების სერვისიც. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ სრულფასოვან კვებას, რომლის ხარისხსაც დიდი ყურადღება ექცევა, რადგან როცა ბიზნესს ვიწყებდი, ყოველთვის იმაზე ვამახვილებდი ყურადღებას, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი კმაყოფილი დარჩენილიყო როგორც გასართობი პროგრამით, ასევე კვებით. ვფიქრობ, ეს მიდგომა რამდენიმე წელში გადამდები გახდა სხვა ცენტრებისთვისაც.

 

რა გზით მოახერხეთ საზოგადოების დაინტერესება?

ალბათ, ამას მხოლოდ მე ვერ შევძლებდი, მყავს ძალიან მაგარი გუნდი, რომლის თითოეული წევრი დაუღლელად, ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ საინტერესო ვიყოთ მომხმარებლისთვის და ჩვენზე მოთხოვნა სულ იყოს. ის მეგობრული და თბილი გარემო, რომელსაც ერთად ვქმნით, გარკვეულწილად, განსაზღვრავს ხარისხს, რაც პირდაპირკავშირშია საზოგადოების დაინტერესებასთან. ასევე ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში ვმონაწილეობთ და ყოველთვის მზად ვართ კეთილი საქმის საკეთებლად.

თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს წარმატებულ ბიზნესს?

პირველ რიგში, აუცილებლად ნებისყოფა, არ უნდა გაჩერდე და ყოველთვის იპოვო მიზნისკენ მიმავალი გზა. უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და მომხმარებელი, რომლის აზრს და შემოთავაზებას პატივი უნდა სცე. მთავარი, ჩემი აზრით, მაინც თანამშრომელია, რომლის სიყვარულის გარეშეც ვერაფერს მიაღწევ. შემიძლია თავს უფლება მივცე და ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი გუნდით.

სამომავლო გეგმები…

ჩემი უმთავრესი სურვილია, სამომავლოდ მქონდეს საკუთარი ფართი, ბევრად უფრო მასშტაბური შენობა, სხვადასხვა ასაკზე მორგებული სივრცით, ასევე სპორტული აქტივობებისთვისაც. მჯერა, რომ შევძლებ, რადგან ახლა რაც მაქვს, 5 წლის წინ მიუღწევლად მეჩვენებოდა, მაგრამ აქამდე მოვედით და სამომავლოდ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით.

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა
OK! Doctors

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე
OK! Doctors

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

February 14, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! “არანაირი მაკიაჟი, მაგრამ 27 ფილტრი სახეზე” – რატომ გააკრიტიკეს ვიქტორია ბექჰემი

#OK! “არანაირი მაკიაჟი, მაგრამ 27 ფილტრი სახეზე” – რატომ გააკრიტიკეს ვიქტორია ბექჰემი

January 22, 2023
#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

March 17, 2021
#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

February 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
#OK!  AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

#OK! AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

February 13, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები