• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! არსენ გვენეტაძე – ბედნიერების ელჩი

October 20, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Doctors-ის გამოცემა ამ ადამიანის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლიდა. ჩვენი ერთგული რესპონდენტი, მეგობარი და, უბრალოდ, საინტერესო ადამიანი, რომელთან ინტერვიუ მოთხრობის წერას ჰგავს. მასთან საუბრისას ყოველთვის რაღაც ახალს იგებ და ხვდები, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მას სჯეროდეს ამის.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ თავისი საქმის პროფესიონალს, ადამიანს, რომელსაც უზომოდ უყვარს სიცოცხლე, ადამიანები და საკუთარი პროფესია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი, საქართველოში კოგნიტურ-შემეცნებითი არტის დამფუძნებელი და ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე.

 

ბატონო არსენ, თქვენ მრავალი წელია მუშაობთ ამ სფეროში, რა ძირითადი ცვლილებები და პროგრესი შეინიშნებოდა საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში ამ დროის განმავლობაში?

არსენ გვენეტაძე: 36 წელია რეპროდუქტოლოგი გახლავართ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თვალშისაცემია ტექნოლოგიური პროგრესი, მხოლოდ ის რად ღირს, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება 21-ე საუკუნის მონაპოვარია. დღეს ვისაუბრებ ბოლო 5 წელზე, ინ ვიტრო განაყოფიერებაში გენეტიკური კვლევის ფართოდ გამოყენება და დანერგვა ჯანმრთელ ნაყოფზე ორსულობის გაცილებით მაღალი შესაძლებლობაა, ვიდრე ეს იყო 15 წლის წინ. ასევე, სპეციალური სამკურნალო საშუალებები ქალის ორგანიზმისათვის გაცილებით უკეთ მიღებადია. აღარ ვსაუბრობ ლაპარასკოპიაზე, რომლის ტელე-ვიდეო აპარატურის გამოყენების პატივი მე მქონდა 1992 წელს. დღეს ლაპარასკოპიით პრაქტიკულად ყველა ოპერაცია შეიძლება შესრულდეს.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ხუთგზის ევროპული სერტიფიცირება აქვს. 5 წლის წინ, 2020 წელს, უშვილობის მკურნალობის შემდეგ, ჩვენი ორსულების წლიური რაოდენობა 700-ის ფარგლებში იყო, 2024 წელს ეს რიცხვი 847 გახდა და წელს, 43 ორსულობით წინ ვართ, ვიდრე შარშან. საერთო ჯამში 8033 ახალი სიცოცხლე გვაქვს მიღებული.

 

 

პაციენტებთან მუშაობისას რა არის თქვენი მთავარი პრინციპი?

თავის დროზე, როდესაც კლინიკა შევქმენით, ჩემს ოთახს დავაწერე – პიროვნების, პაციენტის პატივისცემა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. სულ ვამბობ – არ გაუკეთო სხვას ის, რასაც არ გაუკეთებდი შენს თავს, ან ოჯახის წევრს. სამაგიეროდ გაუკეთე ის, რასაც შენთვის ცოდნაზე დამყარებული ემოციით გააკეთებ.

მიმაჩნია, რომ რეპროდუქტოლოგია „სიმშვიდის ბედნიერებას“ ნიშნავს, რომ თუ ექიმი სწორად აუხსნის პაციენტს თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის შესაძლებლობებს, იმას, თუ მის ორგანიზმს წლების განმავლობაში კვერცხუჯრედის მარაგის, სპერმის ხარისხის, მილების გამავლობის, საშვილოსნოს ფორმისა და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით რა სჭირდება, პაციენტს ეცოდინება, რომ, ვთქვათ, ბუნებრივი მეთოდით რამდენიმე თვე შეიძლება მოიცადოს, შემდეგ კი უპრიანია მიმართოს თანამედროვე არტტექნოლოგიებს.

 

რა გაძლევთ ძალას, რომ მუდმივად ოპტიმიზმით შეხედოთ ცხოვრებას?

როგორც კიბოგადატანილი, უკვე 15 წელია… ჩემი ცხოვრების მიზანი – იკიგაი – მარტივია: უკეთესი გავხადო სამყარო, ვიდრე ის ჩემ გარეშე იქნებოდა. ეს მისია ორ სიტყვაში ეტევა: ზრუნვა და სიყვარული. ცხოვრება აქ და ახლა.

როგორც ექიმი, ვზრუნავ ახალი სიცოცხლის ჩასახვაზე. ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად ქმნის 4 ახალ სიცოცხლეს. 2009 წლიდან დღემდე 8033 ახალი ორსულობა შევქმენით (2025 წლის აგვისტოს მონაცემით) და ამ წუთშიც, როცა მე აქ ვსაუბრობ, ახალი სიცოცხლე იქმნება და იბადება. როგორ შეიძლება ჩემი პროფესია არ მაბედნიერებდეს?!

როგორც მენტორი, ჩემი ინიციატივით ფსიქოლოგები ატარებენ ონლაინსაუბრებს  -„ზრუნვა სიყვარულია“ – მომავალ მშობლებთან. 2023 წლიდან 67 ასეთ შეხვედრას 600-ზე მეტი ოჯახი დაესწრო. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაგრძელება ჩემს ანდერძშიც კი შევიტანე.

როგორც კიბოს გადარჩენილი, ვზრუნავ ონკოსიფხიზლეზე. 100-ზე მეტ ახალგაზრდას დავეხმარეთ კიბოს ადრეული აღმოჩენით, და დღეს ყველა მათგანი სრულიად ჯანმრთელია.

ვცდილობ, ყველა პრობლემას  ვუპოვო გასაღები. ვარ ოპტიმისტი, სწორუპოვარი, მკვდარიც კი მიჯობს ვიღიმებოდე.

 

 

როგორ ხედავთ რეპროდუქციული მედიცინის მომავალს საქართველოში?

რეპროდუქციული მედიცინის მომავალი ფანტასტიკურია. ახლა, როცა ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, ჩემს კლინიკაში ერთ სამუშაო დღეში 4 ახალი სიცოცხლე იქმნება. რომ არა თანამედროვე ცოდნა, ისინი ვერ დაიბადებოდნენ. ცოდნის და ტექნოლოგიების მუდმივი დახვეწა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ დარგის წინსვლას. რეპროდუქტოლოგია ყველაზე სწრაფად განვითარებადი ახალგაზრდა დარგია.

 

რას ურჩევდით ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

2018 წლიდან რჩევას აღარ ვიძლევი, ამას თავისი ისტორია აქვს. მოკლედ გეტყვით, ჩემმა ქალიშვილმა და მისმა კლასელმა მითხრეს, ჩვენ ფსიქოლოგმა გვითხრა, რომ რჩევა არასოდეს არ უნდა მისცე ადამიანს, რადგან თუ თქვენი რჩევის გათვალისწინებით მან ვერ მიიღო შედეგი, სულ უკმაყოფილო იქნება, რომ თქვენი რჩევა გაითვალისწინაო. მას შემდეგ, მე ექიმებს, პაციენტებს, რომლებიც რჩევას მთხოვენ ვეუბნები, „მე გეტყვით რა ვიცი ამის შესახებ“… ახალგაზრდა, დამწყებ ექიმებსაც ასე ვეტყოდი, მე შემიძლია გითრათ რა ვიცი ამ საკითხის შესახებ,  რეპროდუქტოლოგია ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, თუ სწავლის და შრომის სურვილი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ადამიანებისთვის ძალიან საჭირო, ბედნიერი პროფესიული და ყოველდღიური ცხოვრებით. ეს არ არის რჩევა, ეს არის თქვენი არჩევანი…

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

March 20, 2023
#OK! 15 წლის შაილო ჯოლი პიტი წითელ ხალიჩაზე კვლავ კაბით გამოჩნდა

#OK! 15 წლის შაილო ჯოლი პიტი წითელ ხალიჩაზე კვლავ კაბით გამოჩნდა

October 25, 2021
#OK! “ბავშვების მოვლა ცოტა რთულია და დამღლელი, თუმცა არც კი შეედრება იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მათი ყურებისას განიცდი” – გალ გადო

#OK! “ბავშვების მოვლა ცოტა რთულია და დამღლელი, თუმცა არც კი შეედრება იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მათი ყურებისას განიცდი” – გალ გადო

April 30, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

November 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები