• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ანიშ კაპურის VANTABLACK-ი

ივნისი 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ანიშ კაპური თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სკულპტორია და მისი შემოქმედებაც კონცეპტუალურ არტსა და ინსტალაციებს მოიცავს. მან გარდაქმნა ქანდაკების ცივი, განყენებული ხასიათი და მისი ობიექტები გარკვეულ ემოციურ ნაკადს ასხივებს. კაპური თავის შემოქმედებაში ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც მნახველი თავად განიხილავს სკულპტურის შინაარსსა და მის საზრისს. სწორედ კაპურის ადრეული პერიოდის ნამუშევრებია 1000 Names, რომლითაც მან დამთვალიერებლების ფორმისა და სივრცის აღქმის „მანიპულაცია“ წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი საჯარო ქანდაკების ავტორი, რომელიც მრავალფეროვან ფორმასა და მედიუმში მანევრირებს, ერთ-ერთი პრესტიჟული ბრიტანული ჯილდოს − Turner Prize-ის მფლობელია.

 

ანიშ კაპური ერთადერთი არტისტია, რომელიც მატერია Vantablack-ზე ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს. მატერია Vantablack, რომელიც ბრიტანულმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა Surrey NanoSystems-მა გამოიგონა, სინათლის 99.96%-ს ისრუტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ Vantablack-ით დაფერილ ნებისმიერ ზედაპირზე ნებისმიერი სინათლის სხივი მინიმალურად, შეიძლება ითქვას, არც ირეკლება.

ვანტაბლექი (Vantablack) კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის შექმნეს და ალბათ ეს უძირო სიშავე კოსმოსისავე უსასრულო სივრცეში დარჩებოდა, რომ არა კომპანია Surrey NanoSystems. უეცრად ის, რაც 2016 წლამდე ურთულესი კოსმოსური ტექნოლოგია იყო, ხელმისაწვდომი გახდა.

 

როცა ადამიანი ვანტაბლექით დაფარულ საგანს ხედავს, მისი თვალი და ტვინი ფორმას ვეღარ აღიქვამს. თვალი ვერცერთ ანარეკლს ვერ ეჭიდება, აბსოლუტური სიშავის ზედაპირზე ცურდება და ტვინიც საგანს, როგორც შავ ხვრელს, ისე ხედავს.

როგორც კი Surrey NanoSystems-მა განაცხადა, რომ ჯადოსნური შავი ფერი მათ განკარგულებაშია, კომპანიაში არაერთი ზარი შევიდა. თუმცა, როცა საქვეყნოდ ცნობილმა არტისტმა ანიშ კაპურმა გამოთქვა ვანტაბლექისადმი ინტერესი, მეცნიერები ღელვამ მოიცვა. ანიშ კაპურის სახელი მათი პროდუქტის საყოველთაო აღიარებას ნიშნავდა. სწორედ ასე ჩაბარდა ვანტაბლექი ანიშს.

2016 წელს როდესაც ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ანიშ კაპურს შეეძლო ამ მატერიის გამოყენება, ბრიტანელმა არტისტმა სტიუარტ სემპლმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ფერი არ შეიძლება ვინმეს ეკუთვნოდეს და ანიშ კაპურისგან პოზიციების დათმობას მოითხოვდა. მან Surrey NanoSystems-ს ვანტაბლექზე წვდომის თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

მოგვიანებით მან შექმნა პიგმენტი pinkest pink, რომლითაც კაპურს დაუპირისპირდა და მხოლოდ მას ჩამოართვა ამ პიგმენტის გამოყენების უფლება, თუმცა pinkest pink კაპურის ხელში მაინც აღმოჩნდა. პასუხად კაპურმა სტიუარტს მის ვარდისფერ პიგმენტში ამოვლებული შუათითის ფოტო გაუგზავნა.

 

სტიუარტმა მთელი კამპანია წამოიწყო ვანტაბლექის „გასათავისუფლებლად“. #sharetheblack-მა მალე სოციალურ ქსელში თითქმის არტ-ინსტალაციის ფორმა მიიღო. ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა „შავის მიტაცება“ არტისტების განხილვის თემად აქცია. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, იმიტომ, რომ ანიშს ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა სტიუარტს – უშავესი შავი პიგმენტი.

ამიტომ მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით სემპლმა თავის ვანტაბლექზე დაიწყო მუშაობა. ათასობით ცდის მიუხედავად, მან მოახერხა თითქმის ისეთივე ეფექტის მქონე შავი ფერის მიღება და მას Black 2.0 დაარქვა. ამ საღებავის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, არატოქსიკურია და რაც მთავარია, ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი ყიდვა არ შეუძლია, ანიშ კაპურია.

 

ასევე გაეცანი

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს
Health & Beauty

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად
Techno

#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

ივნისი 10, 2022
#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად
Techno

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

ივნისი 3, 2022
#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები
Techno

#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები

ივნისი 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ვაჟა-ფშაველას მოტივებზე გადაღებული ფილმი amazon prime video-ზეა

#OK! ვაჟა-ფშაველას მოტივებზე გადაღებული ფილმი amazon prime video-ზეა

აპრილი 6, 2022
#OK! 47 წლის ქეით მოსის ფოტოსესია Self Service Magazine-ისთვის

#OK! 47 წლის ქეით მოსის ფოტოსესია Self Service Magazine-ისთვის

ოქტომბერი 27, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი კრის ჯენერს დედის დღეს აქამდე უცნობი ფოტოთი ულოცავს

#OK! კიმ კარდაშიანი კრის ჯენერს დედის დღეს აქამდე უცნობი ფოტოთი ულოცავს

მაისი 9, 2022
#OK! მუგლერის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის Ready-to-Wear კოლექცია

#OK! მუგლერის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის Ready-to-Wear კოლექცია

აპრილი 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აგვისტო 8, 2022
#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

აგვისტო 11, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

აგვისტო 11, 2022
#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

აგვისტო 8, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×