ამერიკელი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესის დატოვებას გეგმავს მას შემდეგ, რაც მისი ტყუპები, ვივიენი და ნოქსი, ამ წლის ზაფხულში 18 წლის გახდებიან.
ჯოლის საზღვარგარეთ გადასვლის გადაწყვეტილება ერთ მთავარ პრიორიტეტს ეფუძნება – მის შვილებს. მსახიობს ყოველთვის სურდა ამერიკის დატოვება, რათა მის შვილებს მეტი პირადი სივრცე ჰქონოდათ, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ბავშვები ბრედ პიტის მეურვეობის ქვეშაც არიან.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(999x0:1001x2)/angelina-jolie-2-bbf18ade3e6642dd96c505c7aa9ab57a.jpg)
სექტემბერში, San Sebastián Film Festival-ზე ყოფნისას პანელურ დისკუსიაზე დასმულ კითხვაზე ,,რისი გეშინიათ როგორც არტისტს და როგორც ამერიკელს” ანჯელინა ჯოლიმ უპასუხა: ,,მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვეღარ ვცნობ ჩემს ქვეყანას. მე ყოველთვის საერთაშორისოდ ვცხოვრობდი, ჩემი ოჯახიც საერთაშორისოა, ჩემი მეგობრებიც, ჩემი ცხოვრებაც. ჩემი მსოფლმხედველობა თანასწორია, ერთიანი, საერთაშორისო, ამიტომ ყველაფერი, რაც ვინმესგან ჰყოფს ან, რა თქმა უნდა, ზღუდავს პირად გამოხატვასა და თავისუფლებას, ვფიქრობ, ძალიან საშიშია”.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(981x430:983x432)/Angelina-Jolie-021026-a338098f69584b998ee927d9ec5cbda7.jpg)












