• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! გარდასახვის ფილოსოფია – ანდრო დგებუაძე

May 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

როდის და როგორ დგება ადამიანის ცხოვრებაში დიდი გარდატეხის ეტაპი? როგორ ვპოულობთ სულიერ ძალას და ნებისყოფას იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ, სტრესებსა და კრიზისებს შევეჭიდოთ და გავუმკლავდეთ, გადავლახოთ უღელტეხილი და ცხოვრების ახალი გზით სიარული დავიწყოთ? ქართული OK!-ს მაისის ნომრის ამ ძალიან საინტერესო მთავარ თემაზე – ადამიანის გარდასახვის ფილოსოფიაზე სასაუბროდ ანდრო დგებუაძეს ვეწვიეთ.

 

 

ანდრო, პიროვნების გარდასახვაზე ვისაუბროთ.

ნებისმიერი ცხოვრებისეული კრიზისი, კომფორტის ზონიდან გამოსვლა სტრესის შემცველია, ხომ ასეა? რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კრიზისი პიროვნულად ზრდის ადამიანს?

პიროვნული ზრდა იმაზეა დამოკიდებული, ადამიანი მოახერხებს თუ არა, რომ თავისივე აზროვნებას შეხედოს გვერდიდან და იცნოს ტყუილი. რა უშლის ხელს ამ პროცესს და რა ეხმარება? ხელს უშლის შიში, ამპარტავნება, უმეცრება, უმეობა. რა ზრდის ადამიანს? კი, ერთ-ერთია კრიზისი, ასევე, შეხვედრა რაიმე ისეთთან, რაც იწვევს აღფრთოვანებას, ინსპირაციას. დანახვა რამე ისეთის, რაც გაფიქრებინებს, რომ ამას მეც შევძლებდი, წლები რომ არ დამეკარგა და მიხვდები, რომ შენში არის რაღაც შენზე მეტი.

გარდასახვა, ცხოვრების მიმართულების რადიკალურად შეცვლის სურვილი რამდენად ბუნებრივია ადამიანისთვის? თქვენი აზრით, რა თვისებები, გარემოებები უბიძგებს ადამიანს ცვლილებებისკენ?

მე ვიტყოდი: რომ გაუშვა ხელი იმას, რაზეც ხვდები, რომ გასაშვებია – ეს არის ყველაზე რთულიც და მნიშვნელოვანიც. რთულია იმიტომ, რომ შენ აიგივებ შენს თავს წარსულთან, ფანტაზიასთან, ილუზიებთან, შენივე გამოგონილ მორალსა და ვითომ ფასეულობებთან. ფანტაზია რეალობით რომ შეიცვალოს, ჯერ უნდა ვამხილო ჩემი თავი ფანტაზიაში, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში და უკვე ამ პროცესში მივხვდები, რომ რითაც ვხვდები, სად ვიტყუები, ის ვარ სწორედ მე რეალურად. მე ვარ ნერვი, რომელიც ანსხვავებს ყალბს ნაღდისგან. ამიტომ, სულერთია, რა გარემოება იქნება, ეს უნარი, განვასხვავო ცოცხალი მკვდრისგან – არის გადამწყვეტი.

 

 

 

როდის დგება დიდი კრიზისის დროს პიროვნების კათარზისი, თუკი ის საერთოდ დგება. და რა წინაპირობებს ეფუძნება მისი არსებობა?

კათარზისის წინაპირობაა, გქონდეს წყურვილი, გაიგო. რა გაიგო – სულერთია. ყველაფრის გაგება საბოლოო ჯამში საკუთარი თავის, საკუთარი არსის გაგებაა. მაგრამ ეს წინაპირობა არასაკმარისი პირობაა. რაღაც კიდევ უნდა მოხდეს, რომ განათდეს. რა? ეგ არ ვიცი. რომ ვიცოდე, ავდგებოდი და ერთ დღეში ყველაფერს გავიგებდი. მე მხოლოდ ის დამრჩენია, ვიყო სამყაროს წინაშე აზროვნების პატიოსნებით, რაც ნიშნავს, თვალი გავუსწორო რეალობას და არა ვხედავდე იმას, რისი დანახვაც მინდა ან იმას, რაც სხვას უნდა, რომ დავინახო. მე მგონი, მე რაც მომეთხოვება, მხოლოდ უტყუარობაა საკუთარ თავთან. ყველაფერი სხვა აქედან გამომდინარეა.

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო, (ქვეყნის) ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“ – ილია ამბობს. ეს მიდგომა კრიზისის დროსაც ამართლებს? სად არის გადარჩენა?

ილიამ რა კონტექსტშიც თქვა ეს სიტყვები, გასაგებია. ზოგადად, ქართველები იდეათა სამყაროში უფრო კომფორტულად ვართ, ვიდრე მიწაზე. ჩემს თავსაც ვიჭერ ამაში. თუმცა, თუ დიდ სურათში შევხედავთ, ასე უნდა ვთქვა: ადამიანი შედგება სამი წევრისგან: აზრი, გრძნობა, ნება (ან მოქმედება, მოძრაობა). თუ კითხვაა – სადაა გადარჩენა? ჩემი პასუხი იქნება: გადარჩენა იქაა, სადაც აზრი, გრძნობა და ქმედება ერთია. სადაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ვიცი, ვიცი რასაც ვგრძნობ, ვგრძნობ, რაც ვიცი, ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ გრძნობით. ამის მიღმა არც სრულყოფილებაა და არც არაფერი მევალება.

თქვენ თავად თუ გქონიათ დიდი ცხოვრებისეული გარდატეხა საქმიანობაში, აზროვნებაში… ნებისმიერი მიმართულებით, რამაც თქვენი ცხოვრება შეცვალა? გვესაუბრები შენს მაგალითზე?

მე ვარ მიკროგარდატეხების მოყვარული. რასაც ყველას ვუმტკიცებ ისაა, რომ არაა საჭირო დიდი მიწისძვრები და კატაკლიზმები. ჯობია დაშალო 365 ნაწილად და მცირე დოზებით მიირთვა. წლის ბოლოს სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდები. ამიტომ ჩემი მეტამორფოზები დიდად მოსაყოლიც არაა, თუმცა შიგნით ხომ ვიცი, როგორ შემცვალა. მაგალითად, 25 წლის წინ გავიგონე, ერთმა ლექტორმა სტუდენტს როგორ უთხრა უარი იმაზე, რომ გამოცდაზე ნაკლებად მკაცრი ყოფილიყო, უბრალოდ, იმიტომ, რომ ერთი მოსწავლის დაბადების დღე იყო გუშინ და მომზადება ვერ მოასწრეს. ამ კაცმა ისე ზრდილობიანად უთხრა უარი, რომ მივხვდი, მე იმავენაირად ვერ ვიტყოდი. უთხრა, რომ მკაცრი იქნებოდა, ოღონდ მათთვის დამატებით დროს გამოყოფდა, რომ აეხსნა, თუ რამე მათთვის გაუგებარი იყო.

აქ მარტო თქმაში არ იყო საქმე. მე ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ სიკეთე და სისუსტე მერეოდა ერთმანეთში. ეს ისეთი შეცდომაა, მთელი ცხოვრება შეიძლება დაგაკარგვინოს. მაშინ გადავწყვიტე კიდეც, რომ ამაზე სამუშაო მქონდა და ყველაზე კარგს, რასაც ჩემს თავს გავუკეთებდი, იყო, თუ მეც გავხდებოდი ლექტორი.

დღეს ვფიქრობ, რომ ადამიანი არის ორი არსება ერთ სხეულში: ერთია ადამიანის არსი, რაც წმინდაა და ხელშეუხებელი, მეორეა მისი ეგო, რაცაა საზიზღარი და აუტანელი. ადამიანს თუ ეპყრობი ისე, რომ მის ეგოს არასდროს პატიობ და მის სულს გადაჰყვები – მაშინ მენეჯმენტიც გცოდნია, სიყვარულიც, მეგობრობაც, მშობლობაც და მეზობლობაც. და ეს ყველაფერი დავინახე იმით, რომ ერთმა ლექტორმა სტუდენტების ეგო არ დაინდო და ამ დროს მაინც გადაჰყვა.

მე მგონი, მიკროგარდატეხები ყოველდღიური გასაკეთებელია. არცერთი დღე არ ჩაივლის ისე, მეტაფორფოზის შანსს რომ არ გადავეყაროთ. კითხვა ისაა, გავშიფრავთ თუ არა ამას და როგორ დავხვდებით: გავატარებთ თუ გავიზრდებით.

 

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! საზაფხულო საკითხავი
Slider Area

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს
OK! News

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში
OK! News

#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში

June 24, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის
Slider Area

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ადელის იშვიათი გამოჩენა NBA-ს თამაშზე

#OK! ადელის იშვიათი გამოჩენა NBA-ს თამაშზე

July 19, 2021
#OK! თერმოინდუსტრია – ხარისხის 10-წლიანი ისტორია

#OK! თერმოინდუსტრია – ხარისხის 10-წლიანი ისტორია

November 3, 2022
#OK! 58 წლის ნიკოლას ქეიჯი და 27 წლის რიკო შიბატა შვილს ელოდებიან

#OK! 58 წლის ნიკოლას ქეიჯი და 27 წლის რიკო შიბატა შვილს ელოდებიან

January 7, 2022
#OK! ნიკოლ შერზინგერის რეტრო სტილი! მომღერალი ტყავის ორეულს ირგებს!

#OK! ნიკოლ შერზინგერის რეტრო სტილი! მომღერალი ტყავის ორეულს ირგებს!

April 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

June 25, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები