ესთეტიკის ცენტრი „ანალაინი“ ქუთაისში უკვე ტრენდულია, მუდმივად სიახლეზე ორიენტირებული, პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული. საოცარია ის გარემო და დამოკიდებულება, რაც აქ მომხმარებელს ხვდება. ეს ყველაფერი ცენტრის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, ანა კაკაბაძის დამსახურებაა, რომელიც ინოვაციებსა და შთამბეჭდავ სიახლეებზეა ორიენტირებული.
ესთეტიკური ცენტრის წარმატებული პროექტია „ინიექციური და არაინიექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსი“, სადაც უკვე ორი ნაკადის გამოშვება დასრულდა და სექტემბრიდან მიღება მესამედ გამოცხადდება.
სასწავლო კურსი 3-თვიანია. ჩარიცხვის მსურველისთვის ერთადერთი აუცილებელი პირობაა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება ან იყოს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. ამ ხნის განმავალობაში სტუდენტები შეისწავლიან ყველა კოსმეტოლოგიურ პროცედურას, რასაც ესთეტიკის ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს.
კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. თუმცა ის სრულიად გამორჩეული და ინოვაციურია იმით, რომ სწავლების უდიდესი წილი პრაქტიკულ მეცადინეობებს უჭირავს.
სტუდენტები თეორიულ ნაწილში სწავლობენ ანატომიისა და ფიზიოლოგიის საფუძვლებს. დასაწყისში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სამედიცინო მულაჟის გამოყენებით ეუფლებიან, შემდგომ კი, ანა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პრაქტიკას გადიან რეალურ პაციენტებზე, რომლითაც კლინიკა უზრუნველყოფს. რაც შეეხება პროდუქციას, სტუდენტები სწავლების მიმდინარეობისას წამყვანი ევროპული და ამერიკული ბრენდების პროდუქტებს გამოიყენებენ.
„ყველა პროცედურას აკეთებენ საკუთარი ხელით, რაც თეორიული სწავლების დროს გავიარეთ და პრაქტიკაში უყურებდნენ. ეს ჩვენი ყველაზე გამორჩეული ნიშაა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, 3 თვეში დამოუკიდებლად და სრული თავდაჯერებით შეასრულონ თავიანთი საქმე. ძალიან საპასუხისმგებლოა, ასწავლო სხვას ესთეტიკური კოსმეტოლოგიისთვის საჭირო ტექნიკა. მთელი ძალისხმევის, ენერგიის და ცოდნის ჩადება მიწევს ამ პროცესში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში“, – ამბობს ესთეტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ანა კაკაბაძე.
სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის შემოწმება გამოცდებით, ტესტირებითა და სიტუაციური მაგალითებით ეტაპობრივად ხდება. კურსის დასრულებისას გაიცემა ორვენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაეწევათ დასაქმების რეკომენდაცია „ანალაინის“ პარტნიორ ესთეტიკის ცენტრებში.
„ანალაინის“ სიახლეები მხოლოდ აქ არ მთავრდება. მორიგი ინოვაცია, რაც მიმდინარე წელს ესთეტიკურ ცენტრს დაემატა, განსაკუთრებული სივრცეა, სადაც პროფესიონალური ვიზაჟისა და სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთებაა შესაძლებელი. აღნიშნული სერვისი იდეალურია დედოფლებისთვის საქორწილო ცერემონიის მზადების წინ, საბანკეტო დღეებისა და სხვა ნებისმიერი წვეულებისთვის. „ანალაინთან“ ერთად თქვენი ვიზუალი ყველასგან გამორჩეული იქნება.
ეს საუკეთესოა ადგილია მათთვის, ვინც სილამაზის, ახალგაზრდობის და მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის პროცედურების ჩატარებას ერთ სივრცეში ამჯობინებს. სწორედ „ანალაინში“ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო სერვისი მშვიდ, კომფორტულ გარემოში და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი პროფესიონალი კადრისგან.
უახლესი ტრენდი ლაზერულ ეპილაციაში
უკვე მრავალი წელია ლაზერული ეპილაცია მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე ყველაზე პოპულარული მანიპულაციაა. „ანალაინი“ ამ მხრივაც გამორჩეული და ტრენდულია.
ესთეტიკურ ცენტრში არასასურველ თმას, უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ყველაზე თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სისტემით აშორებენ.
ხარისხის გარანტი კი 2024 წლის გერმანული, ZIMMER-ის ქარხანაში წარმოებული YC.იუს ქეას ლაზერული ეპილაციის აპარატია. მას გააჩნია სამედიცინო სფეროში პრესტიჟული ISO, CE და FDI სერტიფიკატები, რაც ადამიანის სხეულზე მომუშავე აპარატურისთვის მნიშვნელოვანია. ეს სიახლე ქუთაისში პირველად სწორედ „ანალაინში“ დაინერგა.
YC.იუს ქეას საფირის მოყინვის თავაკი პროცედურის უმტკივნეულოდ ჩატარების საშუალებას იძლევა და აღიქვამს ყველა ტიპის პიგმენტს – მუქი, საშუალო და ღია ფერის თმას, ამასთანავე, ღინღლოვანსაც. სწორედ ამიტომ შედეგი პირველივე პროცედურისას საგრძნობლად შესამჩნევია.
ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რაც აღნიშნულ აპარატს გამორჩეულს ხდის, მისი დერმატოლოგიური მოქმედებაა. ამ უნიკალური თვისების წყალობით, ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარება არ იზღუდება თვით გამონაყარის და აკნეს არსებობის შემთხვევაშიც კი.
იდეალური მაკიაჟი მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის
ბევრ დროს ნუ დახარჯავთ იმის ძიებაში, სად დაფაროთ შეთხელებული წარბი ან ასიმეტრიის გასასწორებლად ვის მიმართოთ. „ანალაინი“ ერთადერთი ადგილია ქუთაისში, სადაც ამ პრობლემას უახლესი მეთოდით, აპარატურული ნანო ღერების ტექნიკით მოაგვარებენ.
მისი უპირატესობა ღერების სახით ძველი ტატუაჟის გადაფარვაა. ეს არის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს წვრილი, ბუნებრივი და მაქსიმალურად რეალისტური თმისებური ხაზების შექმნას.
ანდეთ თქვენი იდეალური წარბის ფორმირება „ანალაინის“ პერმანენტული მაკიაჟის კაბინეტს, სადაც პერმანენტის სპეციალისტი, ქეთევან აბზიანიძე, ზომიერი ჩარევის შედეგად, შეგირჩევთ სასურველ ფორმას, ფერს და სწორად გადაანაწილებს პიგმენტებს ისე, რომ მაკიაჟი მუდმივად დაგრჩეთ.
პერმანენტული მაკიაჟის კაბინეტში სიახლეა მათთვის, ვისაც ალოპეციის პრობლემა აქვს. ტრიქოპიგმენტაცია კოსმეტიკური პროცედურაა, სპეციფიკური პიგმენტის შეყვანით კანის ზედაპირულ შრეში, სპეციალური აპარატურის და აღჭურვილობის გამოყენებით.
მამაკაცებში ინტენსიური თმის ცვენის შედეგად გამოწვეული დისკომფორტისას, გადაპარსული თმის იერის იმიტაციის მისაღწევად, ტრიქოპიგმენტაცია ყველაზე სასურველი და გავრცელებული არაოპერაციული მეთოდია. პიგმენტის შეყვანა კანქვეშ საკმაოდ ბუნებრივ კოსმეტიკურ შედეგს იძლევა, მიმსგავსებულია თმის ბუნებრივ ეფექტს და ესთეტიკურად მომხიბვლელია.
ინოვაცია და ინდივიდუალური მიდგომები კოსმეტოლოგიაში
სახის კანის წმენდა ყველა კოსმეტოლოგიურ კაბინეტშია შესაძლებელი, პაციენტისთვის სწორად წმენდის დაგეგმვა კი მხოლოდ „ანალაინში“.
ექიმი-კოსმეტოლოგი მადონა კუხიანიძე დაადგენს თქვენი კანის ტიპს და შეგირჩევთ ინდივიდუალურ პროგრამას, თუ როგორ უმკურნალოთ მას.
სახის წმენდა ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა მათთვის, ვისაც საკუთარი გარეგნობა, კანის სიჯანსაღე და იერი აწუხებს.
ასევე, „ანალაინის“ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში სრულიად ინოვაციურ პროცედურას, აპარატურულ მიკრონიდლინგს გვთავაზობენ.
Microneedling-ი არის მეთოდი, რა დროსაც უწვრილესი ნემსებით დაფარული სპეციალური მექანიზმი – DermaPen-ი იწვევს მიზანმიმართულ მიკროდაზიანებებს, რის შედეგადაც კანში, მისი ტიპის მიხედვით, შეჰყავს სპეციალური მეზოთერაპიული პრეპარატები და დაუყოვნებლივ იწყებს სამკურნალო პროცესს. ამ მეთოდით შესაძლებელია კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტაციის შემცირება, ფორების შევიწროება, წვრილი ნაოჭების კორექცია და ნაწიბურების სრულად ალაგება.
ეგზოსომური თერაპია „ანალაინში“ დანერგილი მორიგი ახალი თაობის პრეპარატია, რომელიც კანის აღდგენის, გაახალგაზრდავებისა და ორგანიზმში ანთების შემცირების ეფექტიანი საშუალებაა.
ეგზოსომები, რომლებსაც აქვთ ძალიან მცირე ნაწილაკების სტრუქტურა 30-200 ნმ დიამეტრით, შედიან უჯრედში, ფუნქციადარღვეულ უჯრედს აწესრიგებენ და უბრუნებენ სიჯანსაღეს.
თქვენი მნიშვნელოვანი დღესასწაულებისთვის „ანალაინში“ სიახლეა. შვეიცარიული ბრენდის, Mila D’Opiz-ის სადღესასწაულო კიტი გამორჩეულად გაასხივოსნებს და ბრწყინვალე ეფექტს მისცემს თქვენს სახეს. არ გამოგრჩეთ თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები და „ანალაინთან“ ერთად გახადეთ ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი.
მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტი სამკურნალო პრეპარატებია. „ანალაინი“ ამ მხრივაც გამორჩეული და ინოვაციის შემომტანია. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მკურნალობა მხოლოდ მაღალი ხარისხის ევროპული, ამერიკული და ისრაელის წარმოების პროდუქციით ხდება. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების სახლის მოვლის კოსმეტიკური ხაზი ნებისმიერი ტიპის კანისთვის როგორც ქალის, ასევე მამაკაცებისთვის.
ყველაფერი წარბსა და წამწამზე
„ანალაინი“ გამორჩეული სივრცეა, სადაც ადგილიდან გაუსვლელად ერთდროულად რამდენიმე მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მათ შორისაა წარბისა და წამწამის პროცედურები, რომელთაც სპეციალისტი ანანო ლორია ჩაატარებს.
წამწამის ღეროვანი დაგრძელებისთვის იგი ზუსტად შეგირჩევთ შესაბამისი დახრილობის, სიგრძისა და მოცულობის წამწამებს, თანაც ისე, რომ დისკომფორტი არ იგრძნოთ, ხოლო წამწამის ღერის ხარისხი მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს. ამის გარანტი კი სპეციალისტის მიერ გამოყენებული მაღალი ხარისხის მასალაა, რომლებიც „ანალაინის“ არაერთმა პაციენტმა გამოსცადა. აქვე შესაძლებელია წარბის ლამინირება, კორექცია ან შეღებვა.
ფრჩხილის ჯადოქარი „ანალაინში“
ესთეტიკური ცენტრის ფრჩხილის სპეციალისტის, მარიანა ჯიბლაძის სახელი, კანადის დედაქალაქში უკვე მეორე წელია ესმით. 2023 წელს ტორონტოს მე-11 საერთაშორისო კონკურსზე „ბრილიანტის ფრჩხილი DIAMOND NAILS“ მან პირველი ადგილი მოიპოვა კლასიკური თეთრი ფრენჩის სალონურ მოდელირებაში. 2025 წელს კი, გამარჯვებასთან ერთად, მასტერის წოდება მიიღო და საერთაშორისო ლიცენზიაც მოიპოვა.
10-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტისთვის ანატომიური და ფიზიოლოგიური ბარიერები არ არსებობს. იგი ინდივიდუალურად განიხილავს გელ-ლაქისა თუ დაგრძელების თითოეულ შემთხვევას და მომხმარებელს ზუსტად იმ მასალას შეურჩევს, რაც მისი ფრჩხილის სტრუქტურას მოერგება და სიმყარეს გარანტირებულად შესძენს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ მარიანა არაა მხოლოდ ფრჩხილის მასტერი, არამედ ჯადოქარია, რომელიც მომხმარებლის ნებისმიერ ფანტაზიას რეალობად აქცევს.
„ანალაინი“ შესაძლებლობას გაძლევთ ფრჩხილის მასტერის ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება გაიზიაროთ, პრაქტიკულად და თეორიულად შეისწავლოთ ფრჩხილის კურსი და მიიღოთ ორენოვანი სერტიფიკატი.
რა საერთოა იაპონიასა და „ანალაინს“ შორის?
იცით თუ არა, რომ ფრჩხილის სილამაზე მის შინაგან ვარდისფერ ბრწყინვალებაშია? რა უნდა გააკეთოთ ამისთვის, თუ არა იაპონური მანიკიური და სად უნდა მიხვიდეთ, თუ არა „ანალაინში“?
იაპონური მანიკიური არის ფრჩხილების მოვლის სრულყოფილი პროცედურა, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ კომპონენტებზე, რათა არ დააზიანონ ფრჩხილები და თითების კანი. ამისთვის გამოიყენება ბიოჰიდრატირებული პროდუქტები – ლოტოსის თესლი, ბრინჯის რძე, მცენარეული ექსტრაქტები და ჟენშენი.
იაპონური მანიკიურის სპეციალისტი, ნინო კვერნაძე იზრუნებს თქვენი ფრჩხილების გაძლიერებასა და კვებაზე, შემდეგ კი მათ პოლირებაზე. პროცედურის დროს არ გამოიყენება საჭრელი ინსტრუმენტები, რაც კანის დაზიანებას გამორიცხავს.
ნებისმიერი პროცედურა ფრჩხილზე, იქნება ეს იაპონური მანიკიური, გელ-ლაქი თუ სხვა, „ანალაინში“ უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება, რადგან ერთჯერადი მასალით მოგემსახურებიან. გარდა ამისა, ესთეტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ავტოკლავი, სასტერილიზაციო აპარატი, რომელიც ანადგურებს ყველა სახის ბაქტერიას, ვირუსსა და პათოგენურ მიკროორგანიზმს.
„ანალაინი“ – უსაფრთხო გადაადგილების გარანტი
ცხოვრების აქტიური წესი ბევრადაა დამოკიდებული ფეხის ტერფის სიჯანსაღესა და სილამაზეზე. „ანალაინში“ თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის პოდოლოგი თამთა დგვილავა იზრუნებს.
ჩაზრდილი ფრჩხილის თანამედროვე მეთოდით მკურნალობა, ბრეკეტსისტემა, საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია, რომელსაც „ანალაინი“ მომხმარებელს სთავაზობს. ამ მეთოდით შესაძლებელია ფეხის ფრჩხილზე არსებული პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა, თანაც ისე, რომ ჩივილები არასოდეს გამეორდეს და სამუდამოდ დაემშვიდობოთ მას.
პოდოლოგიურ პროცედურებში უპირატესობა ენიჭება აპარატურული მეთოდით მკურნალობას. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ არ საჭიროებს ანესთეზიას, არის სრულიად უმტკივნეულო და სამკურნალო პროცედურები ტარდება უსისხლოდ.
პოდოლოგის კაბინეტში ასევე შესაძლებელია კოსმეტოლოგიურად უმკურნალოთ დიაბეტურ ტერფს. ეს პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს და უქმნის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას. ბევრი მათგანი თვითნებურად, სახლის პირობებში იტარებს დიაბეტით გამოწვეული დახეთქილი და დამსკდარი ტერფის გაჯანსაღების პროცედურას, რასაც ხშირ შემთხვევაში უკუშედეგი მოჰყვება.
„ანალაინში“ დიაბეტური ტერფისთვის სპეციალური პროცედურები ტარდება, რაც ღრმა ნახეთქების აღმოსაფხვრელად სრულიად უმტკივნეულო საშუალებაა. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტერფი სრულიად ჯანსაღად გამოიყურება.
არ გეგონოთ, „ანალაინის“ შესახებ ამით ყველაფერი ამოვწურეთ. წინ კიდევ უამრავი სიხლეა, რომელთა შესახებაც ჩვენი მომხმარებელი უახლოეს ხანში შეიტყობს.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ნინი გორდაძე