• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! AHT − ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საექთნო სამსახური

October 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ადამიანთა საჭიროებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ზრუნვის პრაქტიკა

 

ქართული OK! წარმოგიდგენთ ამერიკული ჰოსპიტლის საექთნო სამსახურის დირექტორს, პროფესიული განათლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მიმართულების ექსპერტს, საექთნო პროფესიული საბჭოს ერთ-ერთ წევრს − ია გელენიძეს. ია ამერიკული ჰოსპიტლის საექთნო სამსახურის განსაკუთრებულ სტრუქტურაზე, დეპარტამენტში დანერგილ საერთაშორისო სტანდარტზე, შიდა კორპორაციულ კულტურასა და პაციენტებისადმი დამოკიდებულების გამორჩეულ თავისებურებებზე გვესაუბრა.

ია, ამერიკული ჰოსპიტლის საექთნო სამსახური გამორჩეული და განსაკუთრებულია სტრუქტურულად და სტანდარტით სხვა ქართული კლინიკების ანალოგიურ სამსახურებს შორის. გაგვაცანით საექთნო სამსახურის სტრუქტურის ძირითადი პრინციპები.

ამერიკული ჰოსპიტლის საექთნო დეპარტამენტი წარმოდგენილია ინოვაციური, ორგანიზაციული მართვის სტრუქტურით, რომელიც გახლავთ დამოუკიდებელი სტრუქტურა, დაფუძნებული საერთაშორისო საექთნო საბჭოს (ICN ), საერთაშორისო საექთნო პროფესიის პრაქტიკის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საექთნო საქმიანობის შესახებ სტანდარტზე. ჩვენი საექთნო სამსახურის მიზანია, შექმნას ინოვაციური, უსაფრთხო საექთნო სერვისები და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სრულყოფილი, მაღალი ხარისხის, ადამიანების საჭიროებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ზრუნვის პრაქტიკა.

ამერიკული ჰოსპიტლის საექთნო სამსახური მოიცავს 8 დეპარტამენტს (6 კლინიკური და 2 − ხარისხისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებები): გადაუდებელი მედიცინის, ამბულატორიული, კრიტიკული მედიცინის, ქირურგიული, ინტერვენციული და სტაციონარული საექთნო დეპარტამენტები.

დღეისათვის ამერიკული ჰოსპიტლის მთავარი მიზანია, აიღოს JCI აკრედიტაცია (JCI − Joint Commission International) − ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ჰოსპიტალში სამედიცინო სერვისების მიწოდების უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტს. ჩვენი ჰოსპიტლის საექთნო სამსახურის სტანდარტი დაფუძნებულია აღნიშნულ სტანდარტებზე, რომლებიც სხვა ბევრ პრინციპთან ერთად, ითხოვს ადამიანური რესურსების უწყვეტ განვითარებას, რაც ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ექთნების შერჩევისას, რასაკვირველია, ვხელმძღვანელობთ მათი განათლების დონით (პროფესიული განათლების მეხუთე საფეხური), შემდეგი ეტაპი კი არის ექთნების გამოცდილების დონეების დადგენა (კატეგორიზაცია). ამ დონეების მიხედვით, ვგეგმავთ შიდა და გარე სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ადამიანური კაპიტალის მობილიზაციას კლინიკაში. ამგვარად, ექთნების სწორი სამუშაო გრაფიკი, პაციენტებისა და ექთნების ადეკვატური თანაფარდობა და ამ უკანასკნელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც დგას უსაფრთხო ადამიანური კაპიტალის უზრუნველყოფა ჩვენს დეპარტამენტებში.

საექთნო საქმე რეგულირებული პროფესიაა მსოფლიოში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა შედის იმ ხუთი ქვეყნის რიცხვში, სადაც ის კანონით არ რეგულირდება, ამიტომ ჩვენი კლინიკა საკუთარი ინიციატივით უქვემდებარებს საექთნო სამსახურს საერთაშორისო სტანდარტს და იყენებს საექთნო პრაქტიკის რეგულირების უახლეს მოდელებს. აღსანიშნავია, რომ 2019-2025 წლების საექთნო პროფესიის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების ფარგლებში, უკვე გამზადებულია კანონპროექტი საქართველოში საექთნო საქმიანობის შესახებ, მაგრამ ჯერ დამტკიცებული არ არის.

 

უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ კლინიკის სტანდარტზე.

საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს სამ ძირითად მიმართულებაზე: საგანმანათლებლო, პროფესიული სფეროს განსაზღვრის და პრაქტიკის მიმართულებები. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ხარისხის სტანდარტი, რომელიც დარგის უწყვეტი აკრედიტაციის სისტემას მოიცავს. ვინაიდან საქართველოში პრაქტიკის სტანდარტი არ გაგვაჩნია, ამ ნაწილშიც ICN-ის, საერთაშორისო საექთნო საბჭოს სტანდარტს მივყვებით და ვნერგავთ ჩვენს კლინიკაში. იმისათვის, რომ კარგად ავხსნათ პრაქტიკის სტანდარტი, უპირველესად, უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს ზოგადად საექთნო საქმე. საექთნო საქმე გახლავთ მეცნიერება და ხელოვნება ერთდროულად, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას. ამერიკულ ჰოსპიტალში მუდმივად მიმდინარეობს ექთნების პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება, მისი საფუძვლიანი მონიტორინგი, და ასე ხდება დარგის განვითარება, რომლის შესახებ სტანდარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს.

 

ია, თქვენთვის რას ნიშნავს თქვენი საქმიანობა? ასევე, გთხოვთ, საექთნო დეპარტამენტის შიდა კორპორაციულ კულტურაზე გვესაუბროთ.

მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიული განვითარება დაიწყო კრიტიკული მედიცინის ექთნობით, სადაც შვიდი წელი ვიმუშავე, მას შემდეგ რამდენიმე წელია ვმუშაობ დარგში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ასევე, გახლავართ პროფესიული განათლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მიმართულების ექსპერტი, საექთნო პროფესიული საბჭოს ერთ-ერთი წევრი და საექთნო პროფესიის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი. ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკულ ჰოსპიტალში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი დავნერგო, გამოვზარდოთ კვალიფიციური კადრები და გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს კოლეგებს სხვა კლინიკაში. ამერიკული ჰოსპიტლის გუნდის წევრობა ნიშნავს ინოვაციურობის, ხარისხის, უსაფრთხო ზრუნვის პრაქტიკის დანერგვისა და კარიერული განვითარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება შიდა კორპორაციულ კულტურას, პროფესიული ეთიკა ეფუძნება ძირითად ღირებულებებს: პასუხისმგებლობას, ავტონომიურობას, სადაც ექთანი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, აღიარებს პაციენტის ავტონომიას − პაციენტი ჩართულია მისი მოვლის საკითხში და თავის საჭიროებებთან და მოთხოვნებთან ექთნის დამოკიდებულება ინდივიდუალურია. შემდეგი ღირებულება გახლავთ კონფიდენციალურობა პაციენტსა და ექთანს შორის, და, რა თქმა უნდა, სოციალური სამართლიანობა პაციენტების მიმართ, პაციენტების თანასწორობის აღიარება. აი, ეს ღირებულებები ქმნის ჩვენს შიდა კორპორაციულ კულტურას და პროფესიული ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება ჯანსაღ, ნაყოფიერ კოლაბორაციას და ეფექტიან კომუნიკაციას დეპარტამენტებს შორის, მას განსაზღვრავს ჩვენი ინოვაციური, სამდონიანი მენეჯმენტის სტრუქტურა.

 

გაგვაცანით საექთნო სამსახურის განვითარების უახლოესი სამომავლო გეგმები.

ამერიკულ ჰოსპიტალს უკვე აქვს რამდენიმე ამერიკულ კლინიკასთან თანამშრომლობაზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში გადამზადდებიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ ჩვენი ექთნები. უკვე 50-მდე ექთანია გადამზადებული თურქეთში − JCI-სტანდარტის ერთ-ერთ მასშტაბურ − „მემორიალის ჰოსპიტლების ქსელში“, სადაც ჩვენმა კოლეგებმა ისწავლეს, როგორ უნდა დანერგონ უსაფრთხო ზრუნვის პრაქტიკა.

გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი, რომელსაც უმასპინძლებს ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით პოლიპროფილური, დიდი კლინიკების, ჯანდაცვის სამინისტროს, პროფესიული გაერთიანებების, ნაციონალური უნარ-ჩვევების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ICN-ისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიდერები. ამ ფორუმის მიზანია, გავუზიაროთ მონაწილეებს ჩვენი გამოცდილება და ექთანთა საქმიანობის შესახებ კანონპროექტში ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა. თავის მხრივ, ICN და WHO ისაუბრებენ ამ კანონპროექტის შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ამოქმედების უდიდეს მნიშვნელობაზე.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ISAMAYA-ს ახალ კოსმეტიკას მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმა აქვს

#OK! ISAMAYA-ს ახალ კოსმეტიკას მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმა აქვს

February 13, 2023
#OK! ჰეილი ბიბერი Jacquemus-ის პერანგს Balenciaga-ს აქსესუარებს და Bottega Veneta-ს სანდლებს უხამებს

#OK! ჰეილი ბიბერი Jacquemus-ის პერანგს Balenciaga-ს აქსესუარებს და Bottega Veneta-ს სანდლებს უხამებს

May 5, 2021
#OK! ოლიკო ჟღენტის ბათუმი და კადრებით შემონახული ისტორია…

#OK! ოლიკო ჟღენტის ბათუმი და კადრებით შემონახული ისტორია…

October 20, 2024
#OK! Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure – თქვენი გამორჩეული დღისთვის

#OK! Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure – თქვენი გამორჩეული დღისთვის

May 14, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 19, 2025
#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

December 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები