• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ამბის თხრობის ხელოვნება – სოფო დათიშვილი

February 4, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ამბის თხრობა ოდითგანვე ადამიანური ურთიერთობის ნაწილი იყო, ჩვენ ვყვებით ისტორიებს სხვებთან დასაკავშირებლად. დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინფორმაციის გავრცელება წარმოუდგენლად სწრაფი გახდა, ამბის გაზიარება კი კიდევ უფრო აქტუალური. ამბავი შეგვიძლია გადმოვცეთ წერილობით, ვერბალურად, ფოტოთი თუ ვიდეოთი სხვადასხვა პლატფორმაზე. ამბავს შეუძლია პირდაპირ და მჭიდროდ დააკავშიროს მთხრობელი და აუდიტორია ერთმანეთთან. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას, გაზეთზე მუშაობისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელში ინტერაქციული ვიდეოებით, რილზებით მოჰყვებოდა ამბავს. სოფო დათიშვილი წარმატებული ჟურნალისტის კარიერის პარალელურად, ტიკტოკზე საინტერესო კონტენტს ქმნის და საკმაოდ დიდი აუდიტორიაც ჰყავს. სოფოს თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, ამბავმა დაგიტოვოს ცოდნა, ინფორმაცია, რადგან დღეს სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ინფორმირებული და აქტიურია, ეს კი ნაწილობრივ ინფორმაციაზე წვდომამ განაპირობა, რომელსაც მათი უმრავლესობა ციფრული პლატფორმებიდან იღებს. სოფო ვრცლად გვესაუბრება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამბის თხრობა და როგორ მოვყვეთ ამბავი ისე, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდეს.

 

უპირველესად, გაეცანით ჩვენს მკითხველს…

პირველი, რაც საკუთარ თავზე საუბრის დაწყებისთანავე გონებაში მომდის, არის ის, რომ ვარ ჟურნალისტი. 15 წელზე მეტია პოლიტიკურ და სოციალურ თემებს ვაშუქებ და ალბათ არც არის გასაკვირი, ჩემი თვითიდენტიფიკაციის განუყოფელ ნაწილად რომ იქცა ეს პროფესია. დღეს ჟურნალისტურ გამოცდილებას ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით ვიყენებ. ვთანამშრომლობ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვეხმარები მათ, ადამიანის უფლებათა თემებზე ამბების მარტივად, საინტერესოდ მოთხრობასა და ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიის შექმნაში. ასევე, ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს რადიო „თავისუფლების“ ქართულ ბიუროსთან, რომლისთვისაც ახლაც ვამზადებ მასალებს, როგორც ფრილანსერი.

პარალელურად, მაქვს ჩემი პირადი ტიკტოკ გვერდი, სადაც თხრობის ახალ ფორმებს ვტესტავ, უკეთ ვიცნობ და ვეცნობი აუდიტორიას. აქ ვსაუბრობ ყველაფერზე, რაც ჩემ ირგვლივ ხდება – ვცდილობ ჩემს ფოლოვერებს მარტივად ავუხსნა სოციალურ-პოლიტიკური თემები, ამასთანავე, ვაძლევ რჩევებს უსაფრთხო ონლაინშოპინგსა თუ შინაური ცხოველის მოვლაზე. შეიძლება ითქვას, ცალკე „ვიდეოჟურნალია“ ჩემი ტიკტოკი, სადაც ყველა იპოვის მისთვის საინტერესო „გვერდს“. წლების გამოცდილებას თუ შევაჯამებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესია დინამიკურია. არცერთი ამბავი და სამუშაო დღე ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ამავდროულად, არც აუდიტორიაა ის, რაც 5 წლის წინ იყო. როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ყოველდღიურ გაზეთში ვმუშაობდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ რილზებით, ინტერაქციული ვიდეოებით და სხარტი თხრობის ფორმებით მომიწევდა ამბის მოყოლა.

 

რა არის ამბის თხრობა? და რა ელემენტები სჭირდება კარგ ამბავს იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს საინტერესო?

ამბის თხრობაში მთავარი არის ამბავი და შემდეგ ის, თუ როგორ ფორმას მოუძებნი მას გადმოსაცემად. მასალა სოციალური ქსელებისთვის უნდა იყოს ინფორმაციის მატარებელი, ის უნდა აინტერესებდეს, ან უფრო მეტი, აღელვებდეს იმ აუდიტორიას. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია – ყველა ფორმატში საჭიროა სიზუსტე და საკითხის სიღრმისეული კვლევა. შეიძლება ერთი შეხედვით ტიკტოკისთვის ან ინსტაგრამისთვის შექმნილი მედიაკონტენტი ზედაპირულს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში პასუხისმგებლიანი მედია ამ მასალის ლაკონიურად გადმოცემამდე სიღრმისეულად სწავლობს საკითხს. თუ კარგად არ ჩაიხედე თემის არსში, მას მოკლედ ვერ მოჰყვები. ამბის საინტერესოდ შეფუთვაში კი უკვე პლატფორმები გვეხმარება. Infortainment – არის ასეთი ტერმინი ინგლისურ ენაში, რაც ქართულად შემეცნებით-გასართობს ნიშნავს. სწორედ Infortainment ფორმატი მუშაობს ახლა ყველაზე კარგად ციფრულ პლატფორმებზე. ამბავს კარგად გადმოსცემ მაშინ, თუ თემა საინტერესოა, როცა სიღრმისეულად ერკვევი მასში და ჰყვები ისე, როგორც მოუყვებოდი ცნობისმოყვარე ბავშვს.

როგორ შეიძლება იქცეს ყოველი ახალი სოცმედიაპლატფორმა ამბის თხრობის ახალ შესაძლებლობად?

ამისთვის თავად პლატფორმები მუშაობენ ძალიან ბევრს. მაგალითად, ტიკტოკი ორიენტირებულია იმაზე, რომ კრეატიულობა წაახალისოს. სოცმედიამომხმარებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ, მაგალითად, ფეისბუქი აღარ სწყალობს ბიზნესგვერდებს, მაგრამ რეალურად პლატფორმას პრიორიტეტები ეცვლება. ახლა ინდივიდებზე კეთდება მეტი გათვლა, ამიტომ კრეატორების ბუმია ყველა პლატფორმაზე. ბოლო მედიაკვლევებით, აუდიტორიასაც უფრო მეტი ინტერესი აქვს, დრო დაუთმოს და უსმინოს ისეთ მთხრობელს ან კრეატორს, რომელთანაც კავშირს გრძნობს, კარგად იცნობს და ენდობა. ეს კარგი ამბავიცაა და ცუდიც მედიაორგანიზაციებისთვის, თუმცა გადაწყობა და ადაპტაცია საუკეთესო გამოსავალია.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, ამბის თხრობისას რომელია უფრო მნიშვნელოვანი – მისი შინაარსი თუ ფორმა, როგორ მიაწვდი მას საზოგადოებას?

თუ ვსაუბრობთ კონტენტზე სოცქსელებისთვის, ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ გამოვა. არათუ ჟურნალისტი, კრეატორიც კი ვერ მოჰყვება სარეკლამო პროდუქტის შესახებ კარგად, თუ მასთან ავთენტურ კავშირს ვერ მოძებნის, ანუ თავის პირად ამბად არ აქცევს მას. ახლა წარმოიდგინეთ, საინტერესო თემა რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის. ვერ გეტყვით, ეს ალგორითმები ჩვენ ვუკარნახეთ თუ პირიქით, მაგრამ თუკი ვისაუბრებთ იმაზე, რაც საინტერესო არაა და მოვყვებით მოსაწყენი ენით, ეს ამბავი არავის ფიიდში არ მოხვდება.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამბავმა უნდა დაგიტოვოს, არის…

ბევრი რამ, თუმცა ახლა ვიტყოდი, რომ ცოდნა/ინფორმაცია. ვგულისხმობ იმას, რომ ვიდეოსა თუ გრაფიკულ მასალაზე დახარჯულმა დრომ ადამიანი საკითხში უფრო ჩახედული უნდა გახადოს. შემდეგ მეგობრებთან საუბარში ან აზრის გამოთქმისას, ეს ცოდნა უნდა გამოადგეს. უფრო ფართო მასშტაბში კი ყველაფერი ინფორმირებულ არჩევანამდე მიდის. დღეს სამოქალაქო საზოგადოება იმაზე ინფორმირებული და აქტიურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში. ამაში დიდ როლს თამაშობს წვდომა ინფორმაციაზე, ეს ინფორმაცია კი მათ უმრავლესობას ციფრული პლატფორმებიდან აქვს მიღებული.

როდესაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ამ დროს ამბის თხრობის ინდივიდუალურმა პლატფორმებმა რა უნდა გააკეთონ ხალხის ინფორმირებისთვის?

ასეთ დროს ყველა მედია ხდება, სადაც ერთი სმარტფონი მაინც არის ჩაწერაზე მომართული, იქ ინფორმაცია ვერ დაიკარგება. ამის ფილტრაციას და ვერიფიკაციას მედიაორგანიზაციები უნდა ახდენდნენ, თუმცა პირველწყაროები ხშირად რიგითი ინსტაგრამ, ფეისბუქ, ტიკტოკმომხმარებლები არიან ხოლმე. დღეს უკვე გამოჩნდა ამბის არაერთი მთხრობელი, რომელიც ვიდეოებს ამზადებს ისტორიაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე და ამ თემებს მათი კომპეტენციის მიხედვით ირჩევენ. მათი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აუდიტორიის ინფორმირებაში. სწორედ ასეთი ვლოგერები დარჩნენ სინათლის ერთადერთ წყაროებად ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებში, როგორიცაა ბელარუსი და რუსეთი.

 

როგორ წარმოგიდგენიათ მედიის მომავალი?

ალბათ პროცესი კიდევ უფრო აჩქარდება, მეტ დროს მოგვაგებინებს ხელოვნური ინტელექტი. ის ხომ ნელ-ნელა იმ საქმეს ითავსებს, რომლის კეთება ადამიანებს ყველაზე ნაკლებად გვეხალისება და დიდ დროს გვართმევს. ასევე, ვნახავთ უფრო მეტ ინდივიდუალურ ამბის მთხრობელებს. უფრო ინტერაქტიული გახდება ეს პროცესი და მოირღვევა ბარიერი აუდიტორიასა და მედიუმს შორის. უფრო შორს გახედვა ჯერ მიჭირს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველა სიახლე საინტერესო შესაძლებლობებს გვიქმნის. ჩვენც დაველოდოთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “კიმ კარდაშიანს აეჭვიანებს” – ვინ არის ქანიე უესტის ახალი მეგობარი ქალი – 45 წლის რეპერი 24 წლის მოდელს ხვდება

#OK! “კიმ კარდაშიანს აეჭვიანებს” – ვინ არის ქანიე უესტის ახალი მეგობარი ქალი – 45 წლის რეპერი 24 წლის მოდელს ხვდება

October 11, 2022
#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

March 16, 2022
#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

April 3, 2021
#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF) ქუთაისში

#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF) ქუთაისში

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები