• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! 8 ივლისს, INNERGATED ივენთ-სერია ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

July 6, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

8 ივლისს, INNERGATED ივენთ-სერია ერთი წლის იუბილეს მის პარტნიორ SYNOID-თან ერთად კუს ტბაზე, Ciskari Garden-ის გარე სივრცეში აღნიშნავს და  INNERGATED X SYNOID – Outdoor Rave: ACIERATE B2B GABRIELLE RITES•AIDEN•RAKETKA•THAM•TIGERHEAD•VENDEX -ზე გეპატიჟებათ. 

ტექნო ღონისძიებების სერია INNERGATED და ტექნო ლეიბლი INNERGATE Records ბერლინში დაფუძნებული ქართველი არტისტის – გაბრიელ გვარამაძის (aka Gabrielle Rites) პროექტებია. 

➤ INNERGATED ივენთ-სერია ერთი წლის წინ დაარსდა, თუმცა, მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით, ექსკლუზიური არტისტებით და ორგანიზების მაღალი ხარისხით მსოფლიოს მასშტაბით მალევე გახდა ცნობილი. ღონისძიებების სერიის  მიზანია მსმენელის, არტისტის და მუსიკის ერთმანეთთან დაკავშირება ქართულ-გერმანული ანდერგრაუნდ ესთეტიკის გაერთიანების გზით. სულ გამართული აქვს 10 ტექნო ივენთი საქართველოში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი), გერმანიასა (ბერლინი) და საფრანგეთში (პარიზი). 

➤ INNERGATE RECORDS – Hard Dance, ინდუსტრიული ტექნო ჟანრის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე ხშირად მოსმენადი ლეიბლია  SoundCloud-ზე.  ლეიბლს აქვს 22.6k გამომწერი, 17,000 ყოველდღიული სტრიმი და ბოლო 6 თვის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი მსმენელი, რაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროექტების (რეგულარული რელიზები, VA და ეპიზოდური ალბომები, INNERGATE პოდკასტების სერია, #StandwithUkraine საქველმოქმედო ალბომი და ა.შ.) მიმდინარეობისას დააგროვა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ლეიბლი კოლაბორაციაშია ისეთ წამყვან არტისტებთან, როგორებიცაა: Amelie Lens, 999999999, Kobosil, Paula Temple, Hadone, Shlomo და ა.შ.  INNERGATE აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ლეიბლთან, მათ შორის ქართულ BRAVO Records-თან. 

➤  Gabrielle Rites – ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტი, DJ, პროდიუსერი და სელექტორია, რომელიც არტისტული კარიერის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენადი ტექნო ლეიბლის – INNERGATE RECORDS-ის და INNERGATED ივენთ-სერიის დამფუძნებელი და კურატორია. RITES-ის სეტები ძლიერი და ეკლექტური ხასიათით გამოირჩევა, რომელსაც მოაქვს ერთდროულად ენერგიული და ემოციური, აგრესიული და ეიფორიული, მეამბოხე და ენიგმატური განწყობა. მისი ძლიერი და კონტრასტული DJ სეტები აღტაცებას იწვევს მსმენელში და დიდხანს რჩება მათ ცნობიერ თუ ქვეცნობიერ სამყაროში. 

 

➤ SYNOID – ბერლინის კლუბური კულტურის წამყვან ივენთ სერიას წარმოადგენს, რომელიც ცნობილია 65-საათიანი, გაუჩერებელი რეივებით, გლობალური ტექნო არტისტებით და ივენთების დროს შექმნილი დაუვიწყარი ემოციებით. მეტი ინფორმაციისთვის: synoid.de 

➤ Acierate – ტექნო ლეიბლის და ღონისძიებების სერია SYNOID-ის დამფუძნებელი და კურატორია, რომელიც წლების განმავლობაში ბერლინის ტექნო საკლუბო სცენაზე მოღვაწეობს. მისი შემოქმედება და დიჯეი სეტები Hard Dance ელექტრონულ მიმართულებას მოიცავს და გამოირჩევა ძლიერი, ინდუსტრიული და აგრესიული ჟღერადობებით. 

 

https://okmagazine.ge/wp-content/uploads/2023/07/Gabrielle-Rites-b2b-Acierate.mp4

 

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ტექნო ლეიბლებს და არტისტებს მათ სოციალურ პლატფორმებზე:

INSTAGRAM:

Innergate Techno  

Gabrielle Rites  

SYNOID

Acierate  

FACEBOOK:

Innergate Techno

Synoid

EVENT Link:

INNERGATED X SYNOID – Outdoor Rave: ACIERATE B2B GABRIELLE RITES•AIDEN•RAKETKA•THAM•TIGERHEAD•VENDEX Ciskari Garden

ასევე გაეცანი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი
Hollywood News

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
OK! News

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
#OK! მსოფლიოს  8 ზღაპრული სოფელი
OK! News

#OK! მსოფლიოს 8 ზღაპრული სოფელი

August 7, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე
Hollywood News

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

June 12, 2021
#OK! რას გულისხმობს დენტალური იმპლანტაცია? – ინტერვიუ ზურაბ შეყილაძესთან

#OK! რას გულისხმობს დენტალური იმპლანტაცია? – ინტერვიუ ზურაბ შეყილაძესთან

December 26, 2024

კვირის ჰიტები

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

August 5, 2025
#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

August 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები