პოპის დედოფლად წოდებული ვარსკვლავი მადონა ლუიზა ჩიკონე სოციალურ მედიაში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც გამომწერებს საკუთარ სახლში მოქმედ წესებს უზიარებს. როგორც ჩანს შემსრულებელი საკუთარ შვილებს მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მადონას 5 წესი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. გაიღიმეთ
2. იყავით ბედნიერები
3. მოუსმინეთ სხვებს
4. ისაუბრეთ მხოლოდ სიკეთეზე
5. იყავით ბედნიერები იმით, რაც გაქვთ