• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ,,გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!” – 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

May 25, 2026
საკითხავი დრო: 7 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – თარიღი, რომელიც ქართველი ხალხისთვის თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან ასოცირდება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით სხდომა გამართა და 5 საათსა და 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია – ქვეყანამ დემოკრატიული მმართველობის გზა აირჩია და ევროპული ტიპის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას შეუდგა.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი 1918-1921 წლებში

 

თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის იდეა ქართველი ხალხისთვის არასდროს გამქრალა. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი აღიდგინა, ხოლო იმავე წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

დღეს 26 მაისი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დღესასწაულია – დღე, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, დამოუკიდებლობის იდეას და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს უკავშირდება.

 

საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. LIVE | imedinews

 

აი რას წერდა გაზეთი ,,საქართველო”  1918 წლის 26 მაისის ნომერში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ:

 

,,დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღდგენილია.

გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!

საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი ქედს მოიხრის საქართველოს აღდგენილი თავისუფლების წინაშე.

ქართველი ხალხი – სოფლის მეურნე, ქალაქის მუშა, ხელოსანი, თუ ვაჭარ–მრეწველნი ერთსულოვნად უნდა შემოკრბენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღმშენებლობისთვის. ყოველი კლასის, ყოველი ჯგუფის და თითოეული ქართველი მამულიშვილის მხნე და თავგანწირული მოქმედებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მტკიცე ნიადაგზე დასამყარებლად.

მთელი ერის საქმიანი ამოძრავებაა საჭირო, რომ ჩვენმა სამშობლომ დროზე დააღწიოს თავი დღევანდელ ეკონომიკურ ჩამოქვეითებას, ფინანსურ გასაჭირს, ანარქიას და უწესრიგობას.

ხალხის ამოქმედება მეურნეობის აღსადგენად და ასაყვავებლად, მრეწველობისა და აღებ–მიცემობის გასაცოცხლებლად, ხალხი ქონებრივის და კულტურულ კთილდღეობის დასამყარებლად მოითხოვს ეროვნული ცხოვრების მშვიდობიან პირობებს.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა დაუყონებლივ შეუდგება ოსმალეთთან და მის მოკავშირეებთან და აგრეთვე ყველა მეზობელ ერებთან მშვიდობიანი განწყობილების დამყარებას. საქართველოს არ დაუწყია ომი და არც უწარმოებია ის, ომი დაწყებული იყო იმ რუსეთის მთავრობის მიერ, რომელმაც უხეში ძალით გააუქმა საქართველოს სახელწიფოებრივობა, ომი გამოცხადდა დაუკითხავად ქართველი ერისა და წინააღდეგ მისი სურვილისა. ეს ომი განაგრძო ამიერკავკასიის რესპუბლიკამ , რომლის ფარგლებიდან დღეს გამოდის საქართველო.

ქართველ ერს სურს მშვიდობიანს და მეგობრულს განწყობილებაში იყოს ოსმალეთთან. ოსმალეთის აზრიც მრავალჯერ სმენია ქართველ ხალხს, რომ მას არ სურს ომი საქართველოსთან, რომ ოტტომანთა მთავრობას საქართველოსთან შეთანხმება და მეგობრული განწყობის დამყარება აქვს მიზნად, საუკუნეთა მაგალითები გვარწმუნებს, რომ ასეთი გზა ორივე ქვეყნისთვის არის საიმედო და სასარგებლო.

ოსმალეთთან მორიგებით, მასთან და მის მოკავშირეებთან შეთანხმებით საქართველო უზრუნველყოფს ყველა თავის საზღვრებს და თავისუფალ სახელმწიფოებრივ განვითარებას. საქართველოს იმედი აქვს, რომ ძლიერი გერმანეთი მის გარდა გაუწევს მას პოლიტიკურ მფარველობას და დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს სუსტ ქვეყანას ეკონომიკურ ფინანსური ცხოვრების მოგვარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკურად მოღონიერებული საქართველო საიმედო ბაზა იქნება იმ უდიდესი ეკონომიკურ–კულტურულ მსვლელობისათვის, რომელიც შუა ევროპიდან მომდინარეობს.

დამოუკიდებელ საქართველოს ამ ჟამად მრავალი მტერი ჰყავს შინ და გარედ. მაგრამ მთელი ერი იქნება სამცველი სამშობლოს თავისუფლების, ქართველი მხედრობა იქნება ფხიზელი დარაჯი საქართველოს დამოუკიდებლობის.

ამიერიდან საქართველოს ჯარებს საქართველოს დროშა წარუძღვება წინ და ქართველი მხედარი ვერ უღალატებს მრავალსაუკუნოვან ეროვნულ დროშას.

საქართველოს სახელმწიფოებრივობის აღდგენა და საქართველოს ეროვნული დროშის გაშლა აღადგენს ერში საუკუნის მონობის დროს მიყუჩებულ მამულიშვილურ გრძნობებს, სამშობლოსთვის თავდადებას და თავგანწირულებას, ქართველი მხედრობა ღირსეულად განაგრძობს სახელოვან წინაპართა გზას და მტკიცედ დაიცავს საქართველოს მიწა–წყალს, მის თავისუფლებას და ეროვნულ მთავრობას, რომელიც ამ სამხედრო ძალაზე დაყრდნობილი შეუდგება ჩვენი დაუძლურებული ეროვნული ცხოვრების აშენებას და აღდგენას.

საქართველოს მამულიშვილნო! საშინელს მსოფლიო ქარტეხილს, შინაურ და გარეშე ბრძოლაში საქართველოს თავისუფლება იშვა, შემოკრბით ყველანი მის დასაცავად, ასაყვავებლად.

გაუმარჯოს განთავისუფლებულს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!.”

 

 

გაზეთი ,,საქართველო” 1918 წლის 26 მაისი

ასევე გაეცანი

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   
OK! News

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან
OK! News

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

November 2, 2026
#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს
OK! News

#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს
OK! News

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები