• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! 25 წელი ერთად – ჰოლივუდური წყვილი 25 სექტემბერს საერთო დაბადების დღეს აღნიშნავს

September 30, 2025
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი

დღეს ცნობილი ჰოლივუდური წყვილი ოჯახურ დღესასწაულს აღნიშნავს – მეუღლეები ერთსა და იმავე დღეს, ოღონდ 25 წლიანი სხვაობით არიან დაბადებული. დღეს მაიკლ დუგლასი 81 წლის გახდა, მისი მეუღლე კი – 56-ის.

 

მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი უკვე 25 წელია დაქორწინებულები არიან და მათი ოჯახი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე კავშირად ითვლება. წყვილის გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ერთ დღეს დაბადებული ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის არის შექმნილი, თუმცა, მათი ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. რამდენიმე წლის წინ, ერთმანეთს თითქმის დაშორდნენ, თუმცა ბოლოს სიყვარულმა გაიმარჯვა. მოდი,  ერთად გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ განვითარდა..„ზოროს ნიღაბმა“ ქეთრინ ზეტა ჯონსს არა მხოლოდ დიდი კინოსკენ, არამედ უამრავი გულშემატკივრის გულისკენაც გაუხსნა გზა. მათ შორის იყო მაიკლ დუგლასიც, რომელმაც მომავალი მეუღლე პირველად 1998 წელს, ეკრანზე დაინახა.

 

ამ დროს მაიკლს 20 წლის ოჯახი და ზრდასრული შვილი ჰყავდა, თუმცა ქეთრინის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მსახიობმა აღიარა, რომ მომავალი მეუღლე პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა და მისი გაცნობა გადაწყვიტა. საერთო ნაცნობების დახმარებით ისინი ერთმანეთს დოვილის კინოფესტივალზე შეხვდნენ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა ავსტრიელი დიპლომატის ქალიშვილთან, დიანდრა ლუკერთან განქორწინებას მიაღწია და ქალს მრავალმილიონიანი ალიმენტი გადაუხადა.

 

მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი პირველად ერთად 1999 წელს, ფილმის „დაჭერა“ პრემიერაზე გამოჩნდნენ. 2000 წლის აგვისტოში მათ ვაჟი –  დილან მაიკლ დუგლასი შეეძინათ, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ.

 

2000 წელს ქეთრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი ერთად პირველად გადაიღეს სტივენ სოდერბერგის კრიმინალურ თრილერში „ტრეფიკი“. ორი წლის შემდეგ ქეთრინი მეორედ დაორსულდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ რობ მარშალის მიუზიკლში ეთამაშა. 2003 წელს, როცა „ოსკარი“ მიიღო, „ზოროს“ ლამაზმანი 9 თვის ორსული იყო. მალე წყვილს ქალიშვილი – კერის ზეტა დუგლასი შეეძინა.

 

რამდენიმე წლიანი ბედნიერი ცხოვრების შემდეგ ოჯახს  მძიმე დრო დაუდგა – 2010 წელს მაიკლ დუგლასის უფროს ვაჟს პირველი ქორწინებიდან ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელების გამო ხუთწლიან პატიმრობა მიუსაჯეს, იმავე წელს თავად მაიკლს ხორხის კიბო დაუდგინდა. იმ დროს მსახიობი „უოლ სტრიტის“ გაგრძელებაში მონაწილეობდა და  გადაღებებს შორის სამკურნალო პროცედურებს იტარებდა.

 

„როცა მაიკლს დიაგნოზი დაუსვეს, ვიფიქრე – ახლა ვინმემ უნდა მომკიდოს ხელი და იატაკიდან ამაყენოს. ეს საშინელი შოკი იყო. როცა ასეთ ამბავს გეუბნებიან, სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია ინგრევა.. ვერ იძინებ, ნერვიულობ, ფიქრობ და სულ გადაღლილი ხარ,“ — იხსენებდა კეტრინ ზეტა–ჯონსი.

2011 წელს მაიკლმა დაავადება დაამარცხა, თუმცა პრობლემები თავად კეტრინს შეექმნა – მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. მსახიობი ცდილობდა ემოციური სტაბილურობა შეენარჩუნებინა – კინოში მუშაობას აგრძელებდა და  მკურნალობას გადიოდა, თუმცა შეტევების დაძლევა ვერ ხერხდებოდა. ეს მდგომარეობა და წლების განმავლობაში განცდილი სტრესი წყვილის ურთიერთობაზეც აისახა.

 

2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაიკლ დუგლასმა განაცხადა, რომ ცოლის დეპრესიასთან ბრძოლა აღარ შეეძლო და განქორწინებას აპირებდა. ისინი ღონისძიებებზეც ცალ-ცალკე ჩნდებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვეში სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა და წყვილი ისევ შეერთდა.

„მე მასზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული. დიახ, ვფიქრობ, რომ ყველა წყვილს აქვს რთული პერიოდები. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის საზოგადოების თვალწინ ვართ და ყველაფერი უფრო ღიად ჩანს, ვიდრე სხვებისთვის. ახლა კი უფრო ძლიერები დავბრუნდით, ვიდრე ოდესმე,“ — ამბობდა დუგლასი.


კრიზისის შემდეგ წყვილმა თავისი ურთიერთობა უფრო მეტად დააფასა.

„უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია და პირველივე პრობლემაზე არ დანებდე, რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება. მომავალშიც ბევრ სირთულეს შეხვდები,“ — ამბობდა კეტრინ ზეტა–ჯონსი.

 

„მე კეტრინი ისევე ძლიერად მიყვარს, როგორც ადრე და შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე. იმედი მაქვს, რომ ეს გრძნობა ორმხრივია. ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. თუ ორივე ადამიანი ცდილობს ურთიერთობის გადარჩენას და გაუმჯობესებას, ყველაფერი შესაძლებელია,“ — ამბობდა მაიკლ დუგლასი.

 

მიმდინარე წლის სექტემბერში მაიკლ დუგლასი დოვილის კინოფესტივალზე გამოჩნდა და ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ქეთრინს პირველად სწორედ აქ შეხვდა. ასაკის მიუხედავად, მახიობი ისევ აგრძელებს კინოში გადაღებას. 2024 წელს ეკრანებზე გამოვიდა მინი-სერიალი „ფრანკლინი“ , სადაც მაიკლ დუგლასი თამაშობს. ქეთრინ ზეტა-ჯონსის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული პროექტი კი ტიმ ბარტონის სერიალი „უენსდეია“.

 

ზოგი ინფორმაციით, ყველაზე მტკიცე ჰოლივუდური ოჯახის ოჯახური იდილია დასასრულისკენ მიდის – 2025 წლის ივნისში გავრცელდა ხმები განქორწინების შესახებ.

„კეტრინი სურს მოგზაურობა, გოლფის თამაში, უფრო მეტ ფილმში მონაწილეობა და საინტერესო ადამიანებთან მუშაობა, მაგრამ მაიკლს მისი დევნა აღარ შეუძლია. ამის ნაცვლად ის სახლში ზის და სამყაროს მდგომარეობაზე ფიქრობს. მათთვის ეს ყველაფერი უბრალოდ სამწუხარო ვითარებად იქცა.“- წერდა ერთ-ერთი გამოცემა, მაგრამ წყვილი კერის დუგლასის უნივერსიტეტის გამოსაშვებელ საღამოზე ერთად გამოჩნდა და ჭორები გააქარწყლა.

 

დიახ, ასაკობრივ სხვაობას სირთულეები ახლავს, მაგრამ იქნებ დიდი სიყვარულის დახმარებით ვარსკვლავურმა წყვილმა ისევ მოახერხოს სირთულეების გადალახვა და ოჯახის შენარჩუნება.
როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც სიყვარული გაიმარჯვებს?

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “უბერებელი სიყვარული” – კეტრინ-ზეტა ჯონსის და მაიკლ დუგლასის გამოჩენა შვილთან ერთად

ასევე გაეცანი

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს
OK! News

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 10, 2026
#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა
OK! News

#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა

February 10, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება
OK! News

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – მერაია ქერი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – მერაია ქერი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

October 24, 2022
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

October 10, 2023
#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

August 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 6, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები