• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! 20 წელი “ჰარი პოტერის” პირველი ფილმის გამოსვლიდან: როგორ შეიქმნა პატარა ბიჭუნას ჯადოსნური ისტორია

December 16, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ცხოვრებისეული პრობლემები და გამოწვევები ინსპირაციის წყაროდ გამოიყენო, ხოლო არაერთხელ განცდილი მარცხი მომდევნო ნაბიჯების მამოძრავებელ ძალად აქციო. ქალი, რომელსაც წიგნის დაბეჭდვაზე 12-მა საგამომცემლო სახლმა განუცხადა უარი, დღეს მსოფლიო ბესტსელერების ავტორია.

მარტოხელა დედა, რომელმაც “ჰარი პოტერის” ჯადოსნური სამყარო შექმნა, 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა, მას ადრეული ასაკიდანვე ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა და ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ერთ დღესაც ცნობილი მწერალი გახდებოდა. მისი მშობლები 20 წლის ასაკში დაქორწინდნენ, ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდათ. მათი აზრით, ჯოანის წარმოსახვა პიროვნული ცნობისმოყვარეობა იყო და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ უბრალო საბავშვო გასართობით ჯოანი საკუთარ თავს მომავალში ეკონომიკურად ვერ უზრუნველჰყოფდა.

The young Harry Potter stars with JK Rowling. | Harry potter cast, Harry  potter actors, Harry potter pictures

15 წლის ასაკში ჯოანის დედას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც მწერალი აღნიშნავს, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე სწორედ დედის გარდაცვალებას უკავშირდება. უიმედოდ დარჩენილმა ჯოანმა პორტუგალიაში წასვლა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობა გადაწყვიტა, 26 წლის ასაკში კი დაქორწინდა და ქალიშვილი – ჯესიკა შეეძინა, წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წელიწადში განქორწინებით დასრულდა.

მომდევნო წლებში როულინგი Exeter-ის უნივერსისტეტში ფრანგულ ენას დაეუფლა და პარალელურად ანტიკურ ლიტერატურას დიდი მონდომებით სწავლობდა, ის დროის უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ატარებდა, მოგვიანებით კი დაგროვილი ცოდნა “ჰარი პოტერის” შესახებ დაწერილ წიგნში სხვადასხვა ტერმინების შესაქმნელად გამოიყენა.

სწავლის დასრულების შემდეგ ჯოანმა ორგანიზაცია Amnesty International-ში დაიწყო მუშაობა, მწერლის განცხადებით მისი საქმიანობა საინტერესო იყო, თუმცა სამუშაო დღის ერთადერთი დადებითი მხარე თავისუფალი დროის გამონახვა იყო, როდესაც არავინ უყურებდა და კომპიუტერში ჩანაწერების გაკეთება შეეძლო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯოანმა ორგანიზაციაში მუშაობა შეწყვიტა და სრულიად მწერლობაზე კონცენტრირდა.

ჯოანს მალევე დაუდგინეს კლინიკური დეპრესია, მარტოხელა დედის სტატუსის გამო საზოგადოების მიერ შექმნილი სტერეოტიპული აზროვნება მის მდგომარეობას აუარესებდა და საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებდა, მწერალმა მოგვიანებით აღიარა, რომ სუიცისის მცდელობაც ჰქონდა.

სამუშაოს გარეშე დარჩენილი როულინგი ედინბურგში არსებულ კაფეებს სტუმრობდა და ჩანაწერებს აკეთებდა, ის ხშირად აღნიშნავს, რომ ცხოვრების რთული პერიოდის, უმუშევრობის, მარტოხელა დედის სტატუსისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მან პირადი პრობლემები ინსპირაციის წყაროდ აქცია, რაც მისი საუკეთესო ნაწარმოების და მსოფლიო ბესტსელერის “ჰარი პოტერის” ჯადოსნური სამყაროს შექმნაში დაეხმარა. ჯოანი ესწრებოდა თერაპიებსა და სესიებს, გადიოდა მკურნალობას, ცხოვრებაში განცდილი ტკივილი, უსიამოვნო პერიოდი და დეპრესიული ფიქრები კი წიგნში დემენტორების საშუალებით გადმოსცა. თინეიჯერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟის ჰარი პოტერის იდეა კი ჯოან როულინგს მატარებელში მოუვიდა, როდესაც მისი რეისი გარკვეული მიზეზების გამო ოთხი საათით გადაიდო.

ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, რომ წარმატებამდე ბევრი წარუმატებლობაა, გამონაკლისი კი არც ჯოან როულინგი ყოფილა. სანამ საზოგადოება მსოფლიო ბესტსელერს იხილავდა, ახალგაზრდა მწერალს წიგნის დაბეჭდვაზე უარი 12-მა საგამომცემლო სახლმა უთხრა. საბოლოოდ დადებითი პასუხი ჯოანმა კრისტოფერ ლითლისგან მიიღო, რომელმაც Bloomsbury Publishing-თან დადო საქმიანი გარიგება. დადებითი პასუხის მიუხედავად ჯოანს გამომცემლები აფრთხილებდნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭები ქალის დაწერილი წიგნის წაკითხვას არ ისურვებდნენ, შესაბამისად მას სახელი კონკრეტული ინიციალებით უნდა შეეცვალა. J. K. Rowling-ში J თავად მწერლის, ხოლო K – იგივე Kathleen კი ბებიის სახელს წარმოადგენდა.

Harry Potter and the Philosopher’s Stone 1997 წელს დაიბეჭდა. იმავე წლის მარტის თვეში ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში წიგნის 300,000 ასლი გაიყიდა. ის არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის კი ერთ-ერთი პირველი Nestlé Smarties Book Prize გახლდათ.

ჯოან როულინგს პირველმა სამმა წიგნმა ურიცხვი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, გამომცემლები მწერალს ერთგვარი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ იმ მიზეზით, რომ მკითხველის დიდი მოთხოვნის გამო მომდევნო ნაწილები თითო წლის შუალედით უნდა გამოსულიყო. ჯოანი იმდენად დიდი დატვირთვით მუშაობდა, რომ მისთვის წარმატება და დიდი შემოსავალი თითქმის შეუმჩნეველი იყო. ის დროისა და ფინანსების უმეტეს ნაწილს არა ძვირადღირებული ნივთების შეძენასა და პირადი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ წიგნების შემდეგი ნაწილების წერაში ხარჯავდა. როულინგის სახელი ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა პერმანენტული მუშაობა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ აღმოჩნდა. მწერალმა Bloomsburg-ის გამომცემლობას განუცხადა, რომ მომდევნო წიგნის ერთ წელიწადში დაწერა მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

20 years of Harry Potter: where are the cast now? - Surrey Live

1998 წელს გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა, რომლის უფლებებიც ოფიციალურად Warner Bros.-მა მოიპოვა. პროდიუსერის როლი თავად ჯოან როულინგმა მოირგო. მისი დაჟინებული თხოვნით როლზე ინგლისელი მსახიობები დაამტკიცეს, ფილმის გადაღებები კი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. ჰარი პოტერის პირველი ეკრანიზაცია მაყურებელმა 2001 წელს იხილა. ფილმის მოგება თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენდა, Harry Potter and the Philosopher’s Stone კი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზად იქცა.

ჰარი პოტერის ზღაპრული სამყაროს შესახებ წერა ჯოან როულინგმა ოფიციალურად 2007 წელს Harry Potter and the Deathly Hallows-ით დაასრულა. წიგნის პოპულარობა და მოთხოვნა მკითხველში იმდენად გაიზარდა, რომ ჰარი პოტერის ბოლო ნაწილი ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვად წიგნად დასახელდა.

Every character JK Rowling considered killing throughout the Harry Potter series

ჯოანი აქტიური ფილანტროპია, რომელიც 2000 წელს Gingerbread-ის პრეზიდენტი გახდა, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს უჭერს მხარს. როულინგის წარსულმა სამუშაო გამოცდილებამ ხელი მის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შეუწყო. მწერალი ხშირად აკრიტიკებს პოლიტიკოსებს, რომლებიც საკეთილდღეო პროგრამების შემცირებას ცდილობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო საქმიანობა Lumos-ის ორგანიზაციას უკავშირდება, რომელიც ებრძვის ბავშვების ინსტიტუციონალიზაციას.

ჯოანმა დაარსა კლინიკა სახელად The Anne Rowling Regenerative Neurology Clinic, რომელიც გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად, გადაწყვეტილების მიზეზი მწერლის დედა გახდა, რომელიც აღნიშნული დიაგნოზით გარდაიცვალა, ჯოანმა კლინიკას სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად £15.3 მილიონი გადაურიცხა.

ინგლისელი შემოქმედი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ის Forbes-მა 2004 წელს პირველ მილიარდერ ქალად დაასახელა, რომელმაც დიდძალი ქონება წიგნების წერით დააგროვა, თუმცა ჯოან როულინგმა მილიარდერების სია მელევე დატოვა, რადგან ქველმოქმედებაში 160 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

ასევე გაეცანი

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა
Hollywood News

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

June 25, 2025
#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია
Hollywood News

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი
Hollywood News

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საახალწლო სუფრის ქართული ტრადიციები

#OK! საახალწლო სუფრის ქართული ტრადიციები

January 9, 2025
#OK! პრიანკა ჩოპრასთვის რეტრო სტილის სათვალეები საუკეთესო არჩევანია: ვარსკვლავი 90-იანების სტილითაა მოხიბლული

#OK! პრიანკა ჩოპრასთვის რეტრო სტილის სათვალეები საუკეთესო არჩევანია: ვარსკვლავი 90-იანების სტილითაა მოხიბლული

July 18, 2023
#OK! პრინცესა ქეითი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე იმ კაბით გამოჩნდა, რომელიც მას 2019 წელსაც ეცვა

#OK! პრინცესა ქეითი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე იმ კაბით გამოჩნდა, რომელიც მას 2019 წელსაც ეცვა

February 20, 2023
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Little Liffner-ის ძვირადღირებული ჩანთით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Little Liffner-ის ძვირადღირებული ჩანთით!

May 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები